იცნობთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს? მაშინ ზელდას შესახებაც გსმენიათ. ფართო მასებისთვის ის ცნობილი მწერლის მეორე ნახევარია, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო რეალურად ზელდა სეირი.
ჟილ ლერუა თავადვე გვაფრთხილებს, რომ მისი წიგნი მხატვრული ლიტერატურაა, მაგრამ არც იმას უარყოფს, რომ დოკუმენტურ ფაქტებზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავინ გადმოსცემს ზელდას ფიქრებს, თუმცა ვერც რეალობას გავექცევით. მართალია ალაბამელი “პრინცესა” ზელდა და ახალგაზრდა იმედისმომცემი მწერალი სკოტი 20-იანი წლების ჰოლივუდისა და პარიზის ვარსკვლავებად იქცნენ და მათზე ყველა საუბრობდა, მაგრამ საიდუმლო არაა, რომ მათი ბედნიერება (ნამდვილი ან “ფასადური”) დიდხანს არ გაგრძელებულა. ზელდა, რომელიც თავადაც წერდა და ხატავდა, ქმრის ჩრდილქვეშ მოექცა (უნდა ვაღიარო, რომ “დიდი გეტსბის” და “ნაზია ღამეს” წაკითხვის შემდეგ მომეჩვენა, რომ ეს ორი წიგნი სხვადასხვა მწერლის ხელწერაა, თუმცა ალბათ ამის მიზეზი უფრო ის იყო, რომ პირველი მომეწონა, მეორე კი – არა… სკოტს ასე ხელაღებით ვერ დავწამებ ცოლისთვის ნაწერების მოპარვას), მისადმი ინტერესი დაკარგა, სხვა კაცს შეხვდა და მისკენ მიმართა მთელი თავისი სიყავრული და სექსუალური ენერგია… ფრენსისს ხომ არც ერთი სჭირდებოდა და არც მეორე… ვერც შვილთან პოულობდა საერთო ენას… შედეგად კი მოხდა ის, რაც მოხდა – ქალი, რომელსაც უნდა ეწერა, ეხატა, ალაბამის ჯაზის ქვეშ ეცეკვა, ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს და წლების შემდეგ იქვე დაასრულა სიცოცხლე… რატომ? იმიტომ, რომ არასწორ ადამიანს დაუკავშირა ბედი… ან იქნებ სულაც არაა ასე? იქნებ არც სკოტი იყო ჰემინგუეიზე შეყვარებული ეგოისტი და არც ეს უკანასკნელი საზიზღარი მსუქანი კაცი? ვინ იცის… ერთი რამ კი ცალსახაა – ზელდა სეირმა იმ დღეს დაკარგა საკუთარი თავი, როდესაც ზელდა ფიცჯერალდი გახდა…
P.S. თუ ბიოგრაფიებს და ზოგადად ისტორიულ პროზას ჩემსავით აფასებთ, მოიძეთ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” “Laterna Magica”-ს ახალი წიგნი და ისიამოვნეთ.
მარ 31, 2020 @ 19:18:40
არადა ფიცჯერალდმა რამდენი იწვალა რომ ზელდა დაემსახურებინა…… ეჰ….
LikeLike
აპრილი 23, 2020 @ 18:42:26
რა საინტერესო წყვილია, ამდენი ხნის მერეც …
LikeLiked by 1 person