ფილიპ დიკი საოცარი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი. მისი სამყარო განუმეორებელია და არც 2055 წლის დედამიწაა გამონაკლისი. ჩვენი პლანეტა ომშია ჩართული, თუმცა მოკავშირეებთანაც არ აქვს შესაშური ურთიერთობა… მაგრამ ეს უბრალოდ ფონია. მთავარი, ისევე როგორც ფილიპის სხვა წიგნებში, ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ნარკოტიკულმა ნივთიერებამ ილუზორულ დროში გადაისროლა… ან პარალელურ სამყაროში… წარსულსა და მომავალში… და რა შეიცვალა? არც არაფერი. პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლა საკუთარ თავთან ყველა დროში ერთნაირია. რაც უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები, წინ წავიდეს სამყარო, ომი ძველებურ სახეს არ კარგავს, არც ქალისა და მამაკაცის ერთობის ნგრევა… მაინც ვერაფერს დავაკორექტირებთ. პარალელურ სამყაროთაგან თითოეული საკუთარ გზას გაივლის… ექიმი ერიკ სვიტსენტის ცხოვრებაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა მაინც ერთნაირი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ომს, დაშორდება თუ არა ერიკი ცოლს… ის მაინც გადაყლაპავს ნარკოტიკს, რომელიც ნამდვილად თუ ილუზორულად დროში ამოგზაურებს და მაინც დაელოდება გასული წლის დადგომას…
P.S. ეს შესანიშნავი გამოცემა ისევ და ისევ ბათუმელებმა შემოგვთავაზეს. მოიძიეთ და ჩაიძირეთ ფილიპის სამყაროში, რომელიც, როგორც ყოველთვის განუმეორებელია.
ბოლო კომენტარები