ფრანებით მოჭედილი ცა

რომენ გარიმ თავისი ბოლო რომანი 1980 წელს დაწერა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა მკითხველთან, ღირსეული ნაბიჯი უკვდავებისკენ…

ეს არის ისტორია ნამდვილ საფრანგეთსა და ნამდვილ ფრანგებზე, დიდ წინააღმდეგობაზე (არა მხოლოდ ფაშისტების წინააღმდეგ) და დიდ გამარჯვებაზე. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება ბოროტებამ  დღეს სძლიოს სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მაინც უკვდავია. ხვალ, ზეგ, ოდესმე ის დაამარცხებს ყველას და ყველაფერს. არ დანებდებიან გაუტეხელი ადამიანები (მიუხედავად ეროვნებისა): მეძავები, ხელოვანები, კულინარები, ერთი შეხედვით ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები (თითოეული გმირი ისეთია, ისეთი, რომ მათ აღწერას აზრიც არ აქვს) და ბოლოს, სულ ბოლოს ფრანგული სული, მეხსიერება, წარსული მაინც გაიმარჯვებს… ფრანგულ ზეცაზე გამოჩნდებიან ემილ ზოლა, შარლ დე გოლი, მიშელ დე მონტენი და სხვები…  ცა მოიჭედება ამბრუაზ ფლერის ფრანებით და მსოფლიოს ამცნობს, რომ სიკეთე, სიყვარული და თავისუფლება დაუმარცხებელია… მთავარია ბრძოლა და იმედი…

P.S. ამ ძალიან კარგ წიგნს, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ნამდვილად არის დიდი ფრანგი მწერლის შემოქმედების გვირგვინი (არადა, ასე ძალიანაც არ უნდა მომწონებოდა. გულუბრყვილობის ელფერი დაჰკრავს, რასაც ზოგადად მინუსად ვთვლი, ახლა კი პირიქითაა. იქნებ უბრალოდ ამ დროს ასეთი წიგნი მჭრდებოდა, იმედიანი.),  მარტივად მოიძიებთ. თარგმანი “აგორას” ეკუთვნის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: