ღმერთისა და სატანის ბრძოლა ფრანგულად

“სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია” – ფიოდორ დოსტოევსკი

ადამიანების გულებში ღმერთისა და სატანის ბრძოლა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ თემას მთავარი ადგილი უჭირავს ლიტერატურაშიც და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ… თუმცა ჟორჟ ბერნანოსისა და გუსტავ ფლობერის წიგნებში ეს ბრძოლა თვალნათლივაა წარმოჩენილი.

სატანა სხვადასხვა გზით ცდილობს დონისანის ცდუნებას – მაგალითად, გარდაცვლილი ბავშვის გაცოცხლებას პირდება ან ახვედრებს მუშეტას, რომელიც უკვე დიდი ხანია გახდა სატანის მსხვერპლი, აეჭვებს რწმენაში და საკუთარ თავში, რაც საშინელი თვითგვემით გამოიხატება, პირდაპირაც ეცხადება ღვთისმსახურს…

სოფლის მღვდლის შემთხვევაში ფარულ გზებს ირჩევს, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ უკანასკნელის დღიურში, რომელიც ყოველდღიური მოვლენების აღწერის მიღმა სავსეა შინაგანი ბრძოლით, რწმენაში მერყეობით, საკუთარ ქმედებებში დაეჭვებით, რაც რეალურად სწორედ ის ბრძოლაა…

ბრძოლა, რომელიც წმინდა ანტონის ცდუნების მიზეზია. სატანა ცდილობს, რომ წმინდანი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვით მოხიბლოს, ათი მცნება დააღვევინოს. უარი ათქმევინოს ყველაფერ იმაზე, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა…

ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში? ვინ დამარცხდა დონისანის, სოფლის მღვდლისა და წმინდა ანტონის სულში გამართულ დაპირისპირებაში? ეს მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ თუ გახდებოდა ცნობილი, რადგან ეს მარადიული ომი მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. პასუხიც ყველა მკითხველს თავისი აქვს… ისევე, როგორც ყველას აქვს საკუთარი ბრძოლა ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: