კეჟერაძე

525870_336905076341749_317504291615161_515672_147832574_nჩემი ბლოგის სახელიდან გამომდინარე ალბათ მოხეტიალე ფოტოგრაფის შთაბეჭდილებას ვტოვებ : D რეალურად კი არც ვასიკო მქვია, არც შალვა და არც გრიშა. მეტიც – მდედრობითი სქესის “არსება” ვარ სტუდენტური აწმყოთი, ბიზნეს-ტურისტულ-მარკეტინგული მომავლით და სამი მძიმე სენით – ვარ გამოდოჩანაშვილებული, მაქვს დოსტოევშინის მსუბუქი ფორმა და მწვავე გრანელიზმი : )) თავისუფალ დროს ვცხოვრობ “კეჟერაძული” ცხოვრებით: დავწოწიალებ სოფელ-სოფელ, ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე და ვხდები ოდნავ უკეთესი ლიტერატურის დახმარებით : ))) მოკლედ, ვარ სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი : )

კეთილი იყოს თქვენი ფეხი (უფრო სწორად, ე.წ. თაგვი : D) ჩემს მოკრძალებულ “ტურისტულ სააგენტოში” : ). თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ “ჩემი მომსახურებით” და ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ლიტერატურულ ლაბირინთებში, გაეცნოთ ჩემს შეხედულებებს წიგნებზე და თუ მოკლე “რეკლამებით” დაინტერესდებით, თქვენც “გაუდგეთ გზას” : ) ჯერჯერობით სხვა სახის “ტურებს” ვერ შემოგთავაზებთ, რადგან სრულიად ვამართლებ ოსკარ უაილდის სიტყვებს – ზედმეტად მიყვარს კითხვა იმისთვის, რომ ვწერო: )

72 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    ოქტ 09, 2011 @ 10:48:09

    სალომეას (და არა მარტო მას) სურს მოგვიყვე შენს თავზე….

    Like

    პასუხი

  2. salomeaa
    ოქტ 11, 2011 @ 10:25:11

    ძალიან საინტერესო იყო :)) მომეწონა.
    ,,სრულიად ვამართლებ ოსკარ უაილდის სიტყვებს – ზედმეტად მიყვარს კითხვა იმისთვის, რომ ვწერო: )”
    ჰო ოსკარ ვაილდს ვეთანხმები, მაგრამ მე მაინც ვწერ ჩემთვის:)))

    Like

    პასუხი

  3. taledream
    ოქტ 21, 2011 @ 14:30:41

    მჭირს შენი სამი სენიდან ერთერთი – ვარ გამოდოჩანაშვილებული 🙂 დავწოწიალევ შეძლებისდაგვარად და მიხარია შენი ბლოგი რომ ვიპოვე 🙂

    Like

    პასუხი

  4. glamtaia
    ოქტ 30, 2011 @ 19:52:11

    კიდევ ერთი აღმოჩენა. მაგარი ბლოგია :)))

    Like

    პასუხი

  5. agatako
    დეკ 22, 2011 @ 16:09:30

    ჰმმ ❤ მშვენიერია
    მაგრამ მაინც არ ვაპატიებ დოჩანაშვილს ასეთი არაპოეტური გვარ-სახელი რომ შეურჩია ფოტოგრაფს ))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 23, 2011 @ 12:51:12

      მართალია, მაგრამ მერე ისეთი “გაგრძელება მიაყოლა”, კი აქცია ერთობ არაპოეტური გვარი სამი ტიპის ადამიანების სინონიმად 😉 😀

      Like

      პასუხი

  6. tamuna
    დეკ 25, 2011 @ 18:36:40

    კარგი გოგო ხარ 🙂

    Like

    პასუხი

  7. tamuna
    დეკ 25, 2011 @ 18:37:50

    დიზაინიც განსაკუთრებულად დახვეწილია, მე თუ მკითხავთ.

    Like

    პასუხი

  8. Mallorie
    იან 05, 2012 @ 14:24:33

    ნათი, საინტერესო პიროვნება ჩანხარ. შევეცდები, ხშირად შემოგიარო ხოლმე. : ]]

    Like

    პასუხი

  9. მეკეში
    იან 14, 2012 @ 16:36:45

    მოკლედ გამონათიავებული ვარ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ:)))

    Like

    პასუხი

  10. მეკეში
    იან 14, 2012 @ 19:10:18

    სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგით კლიმთა საზოგადოების შექმნაზე რა აზრის ხარ? :))) საპატიო რიგითი თავჯდომარე იყავი თუ გინდა:))

    Like

    პასუხი

  11. MisterRomantic
    თებ 13, 2012 @ 09:17:58

    ძალიან კარგი ბლოგია , მომეწონა და გამატებ ბლოგროლში 😉

    Like

    პასუხი

  12. ❥ Natsy
    თებ 13, 2012 @ 13:28:38

    “ვარ გამოდოჩანაშვილებული, მაქვს დოსტოევშინის მსუბუქი ფორმა და მწვავე გრანელიზმი : )) ” –მოგნი მეც იგივე დიაგნოზი დამისვეს, როდესაც სახლში მიპოვეს წიგნით ხელში და გამობრუებული.. :)) რა ვთქვა?! ალბათ ჯობია ე.წ კომენტარი ბანალური ფრაზით დავამთავრო: სიტყვები ზედმეტია!!

    Like

    პასუხი

  13. finiki
    მარ 30, 2012 @ 14:22:11

    ერთ–ერთი საუკეთესო “ებაუთია” რაც წამიკითხავს 🙂

    მომწონს აქაურობა 🙂

    Like

    პასუხი

  14. JusT Smile
    ივნ 01, 2012 @ 23:22:51

    აღფრთოვანებული ვარ შენით…

    Like

    პასუხი

  15. JusT Smile
    ივნ 03, 2012 @ 14:15:40

    დამიჯერე არა,უბრალოდ მე ვერ ვახერხებ ამდენის კითხვას სწავლის პერიოდში… დროს ვერ ვანაწილებ… :))

    Like

    პასუხი

  16. 4everyoungsoul
    აგვისტო 25, 2012 @ 03:16:19

    გამოგიტყდები, ბავშვობიდანვე არ მჭირდა კითხვის სენი, ახალბედა ვარ თქვენს რიგებში. ერთ-ერთი ჩემი გარდაქმნის მიზეზი სწორედ დოჩანაშვილის “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და მისი არაჩვეულებრივი პერსონაჯი ვასიკოა, ასე რომ მგონი გასაგებიცაა რამხელა ინტერესით შემოვედი ამ ბლოგზე და მინდა გითხრა რომ იმედები ნამდვილად არ გაუცრუებია 🙂 აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 25, 2012 @ 13:15:48

      რა ჯობია ახალბედობას 🙂 ვასიკოს თუ დავესესხებით, მოსალოცი ამბავია:)

      მადლობა 🙂 სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა :))

      Like

      პასუხი

  17. 4everyoungsoul
    აგვისტო 25, 2012 @ 21:49:50

    ნამდვილად მოსალოცი ამბავია, აწი ვიცი თავი როგორ დავაღწიო მაღლივის დამღლელ “ფანჯრებს”, ან თუნდაც მოსაბეზრებელ ლექციებს 🙂

    Like

    პასუხი

  18. mariami14s
    ოქტ 23, 2012 @ 22:17:52

    მომწონხარ ეეე♥:))))
    ჩემთანაც შემოიხედეეეე:))))))))))

    Like

    პასუხი

  19. tami
    ნოე 08, 2012 @ 09:20:13

    შემოვბოდიალდი, გაგიცანი, მომეწონე.

    Like

    პასუხი

  20. niksologi
    იან 24, 2013 @ 09:04:50

    კაი გამარჯობა შენი, ჯეჟერაძე ; )

    Like

    პასუხი

  21. Countess A.
    აპრილი 03, 2013 @ 21:39:23

    აჰ, ეს ვინ გიპოვე..:დდ ძალიან მიხარია, რომ შენი ბლოგი აღმოვაჩინე და სრულიად შემთხვევით.. დოსტოევსკის მიერ წიგნებში აღწერილი გმირის სურათს ვეძებდი და შენი ბლოგიც მაშინ ვიპოვე..
    ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ისეთი ადამიანის “პოვნა”, რომელისაც დოსოევშინის მშუბუქი ფორმა აქვს..!!
    ხშირად გესტუმრები ხოლმე..!!!

    Like

    პასუხი

  22. კუში–კუში
    ივლ 26, 2013 @ 13:39:57

    ძალიან ძალიან მიყვარს მე კეჟერაძის სამყარო და რა ხანია ვკითხულობ… “მწვავე გრანელიზმი”კი ვფიქრობ საინტერესო სენია 🙂

    Like

    პასუხი

  23. Ia
    სექ 12, 2013 @ 09:13:01

    მე ეხლა შემოგიერთდებით და მედი მაქვს მოგზაურობა თქვენს ლაბირინთებში, რასაც ლიტერატურა ჰქვია საინტერესო იქნება.

    Like

    პასუხი

  24. Kate
    ოქტ 17, 2013 @ 05:30:21

    რა კარგი დახასიათებაა. კიარადა აღწერა.
    შენი ბლოგი რიდერში ჩავიგდე. ამიერიდან ხშირად შემოვალ ხოლმე.
    2011-იანი ყოფილხარ. სულ რაღაც 2 წლის რა “პატარა” ხარ და კარგად წერ. ეს ძალიან კარგია.

    Like

    პასუხი

  25. salomeaa
    მარ 27, 2014 @ 11:34:32

    გუშინ გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე იყო და პირველი შენ გამახსენდი გილოცავ ,,კეჟერაძე”: )) უკარგესი გოგო ხარ და უკარგესი მკითხველი: )))

    Like

    პასუხი

  26. Nian
    ივნ 11, 2014 @ 13:20:19

    კეჟერაძე? ჯერ მარტო “ებაუთი” წავიკითხე და უკვე მიყვარს აქაურობა 🙂 მეც “გამოდოჩანაშვილებული” ვარ ^_^ კეთილი იყოს ჩემი “თაგვი” შენს სამყოფელში 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  27. life as we know
    თებ 21, 2015 @ 14:08:35

    ver damexmarebi?

    Like

    პასუხი

  28. melanqoliaa
    მარ 10, 2015 @ 15:44:45

    ketili iyos:)

    Liked by 1 person

    პასუხი

  29. თამუნა
    თებ 18, 2016 @ 16:34:47

    რა კარგი ბლოგი ვიპოვეეე

    Liked by 1 person

    პასუხი

  30. readingwithcupofcoffeeblog
    ივლ 27, 2016 @ 14:26:40

    ძალიან მაგარი გოგო ხარ! და ასეთივე ბლოგი გაქ… წარმატებები

    Like

    პასუხი

  31. ninia
    აპრილი 04, 2017 @ 12:18:06

    ძალიან საინტერესო ბლოგია!! მიხარია რომ გიპოვე 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  32. zviadi
    აგვისტო 26, 2017 @ 10:53:48

    ძალიან საინტერესო ბლოგია. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი დაძაბულ ყოფაში. როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი აღარ არის მიდრეკილი წიგნების კითხვისა და ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისაკენ. მაგალთად დოსტოევსკის კითხვისაკენ აღარ მიუწევთ გული. კარგი ლიტერატურის (მაგალითად ისეთი, როგორიც დოჩანაშვილი და დოსტოევსკია) კითხვა და მასზე მსჯელობა მოგვაპოვებინებს პიროვნულ სახეს და ინდივიდუალურობას, აგვიხელს თვალს, გვანიჭებს სიმართლის, კეთილშობილების და სიყალბის, სიმდაბლის ნათელი ხედვის ძალას, მშვენიერების და სხვა ღირებულებების ღრმა განცდის და წვდობის უნარს. ასე, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ლიტერატურული ოაზისისათვის. თქვენი ხშირი სტუმარი ვიქნები.
    P.S მოკლე რეკლამები ძალიან მომეწონა. რამდენიმე უკვე მოვინიშნე წასაკითხად 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  33. keti
    სექ 11, 2018 @ 16:36:11

    გამარჯობა!
    მომეწონე კეჟერაძე! ჩინებული დახასიათება გაქვს!
    შეიძლება იმიტომაც, რომ მეც გამოდოჩანაშვიებული ვარ, მაქვს მსუბუქი ჭილაძეობა და გალაქტიონისეული ფორმა!

    Liked by 1 person

    პასუხი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: taledream კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: