გურული დღიურები

“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე. More

ქრონიკული დაღლილობის სურნელი

ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… More

საოცრებათა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით  ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა… More

მარკესის სამყარო

მაკონდოში წვიმს… წვიმს და წვიმის წვეთებს მიჰყვებიან ბუენდიები… ხის ქვეშ ზის ხოსე არკადიო… ურსულა ბრმად იკვლევს გზას სახლში და იმ დღეს წყევლის, როცა “უმანკოების ქამარი” გაიხადა… პოლკოვნიკი აურელიანო საკუთარ შექმნილ წრეში ზის, ოქროს თევზებს აკეთებს და იმ დღეს იხსენებს, როცა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომმა ის შორეული საღამო გაიხსენა, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად… ამარანტა საკუთარ სუდარას ქსოვს და აღსასრულს ელოდება… მშვენიერი რემედიოსი ქარს მიჰყვება… ნელ-ნელა იცვლება დრო, მაგრამ უცვლელია მაკონდო, მარტოობა და წინასწარმეტყველება, რომ “„გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანსაკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“… More

დიუმას თავბდრუდამხვევი სამყარო

გახსოვთ პირველი შეხვედრა ალექსანდრ დიუმასთან? მე მახსოვს! მახსოვს, როგორ გადავშალე მწვანე წიგნი და როგორ გადავეშვი იმ თავბრუდამხვევ სამყაროში, რომელმაც სამუდამოდ ჩამითრია… More

უცხო სახელად მერსო

“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ” – რას გეუბნებათ ეს ფრაზა? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სიტყვების ავტორი? ზუსტად ისეთი, როგორიც მერსოა… დიახ, მერსოსთვის უცხოა ყოველგვარი გრძნობები, წესები… ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადია მისი ურთიერთობა ქალთან, დედასთან, იმ ადამიანთანაც კი, რომელსაც ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო კლავს… მან ხომ მზე დაუჩრდილა, ანუ ის ერთადერთი, რაც უყვარდა საძულველი ჩრდილით დაუფარა… და რას ფიქრობთ, რას იმსახურებს მერსო – სიკვდილს თუ სიცოცხლეს? რას იმსახურებს უცხო, რომელიც სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიც კი უარყოფს ღმერთს, არ გვიხსნის საკუთარ სულს და არ ტირის დედის დაკრძალვაზე? რას იმსახურებს მერსო, რომელიც საზოგადოებისთვის გულქვაა? ამას თავად გულქვა საზოგადოება გადაწყვეტს… თუმცა ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება – განვსჯით უცხოს, სახელად მერსოს თუ ხელს გავუწვდით მას… More

ფერიდეს თავისუფლება

თურქეთი ჩვენში ძალიან პოპულარული ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია და შესაბამისად მარტივად მოსანახულებელიც (დროის, ფინანსური თუ გეოგრაფიული კუთხით), მის წინ წამოწევას ხელი განსაკუთრებით შუწყო ტელესერიალებმა. თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების საპნის ოპერებს არაფრით აღემატება… აი ლიტერატურა კი ნამდვილად კარგი აქვთ… More

ქალთა ბედნიერება

ფრანგულ ლიტერატურას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს ალბათ ოჯახის ბიბლიოთეკის დამსახურებაა, რომელიც რატომღაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს მოიცავს (საბჭოთა დროს წიგნების შოვნა ხომ მარტივი საქმე არ გახლდათ) და კიდევ დედაჩემის, რომელიც პროფესიის გავლენით თავადაც ღრმადაა ჩახედული ფრანგულ კლასიკაში… ყველაზე მეტად კი მაინც იმის, რომ ეს ცალსახად არის ის ქვეყანა, რომელმაც უამრავი დიდი შემოქმედი აჩუქა მსოფლიოს (აბა დაკვირდით – ქართველი მწერლების გარდა, ვის ვკითხულობთ ყველაზე ხშირად? ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ და რუს ავტორებს, რადგან მათ შორის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს). მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის ემილ ზოლა – რუგონ-მაკარების შეუდარებელი საგის ავტორი. More

მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი

გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით. More

კეთილი ამბები ო’ჰენრისგან

ლიტერატურის მოყვარულები ალბათ კარგად იცნობთ ამ კეთილი სახის კაცს ამერიკიდან – ო’ჰენრის… თუმცა ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. 1862 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში დაბადებულმა უილიამ სიდნი პორტერმა ათასგვარი გაჭირვება გამოიარა – დედის გარეშე გაიზარდა, უამრავ საქმეს მოჰკიდა ხელი, ცოლი დაკარგა, მიმალვის მცდელობების მიუხედავად ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში აღმოჩნდა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა… More

Previous Older Entries