გიფიქრიათ ოდესმე როგორ წავიდოდა თქვენი ცხოვრება “ეს” კი არა, “ის” გზა რომ აგერჩიათ? ან რაიმე “ასე” კი არა, “ისე” რომ მომხდარიყო? ალბათ დიახ. ამაზე ხომ ბავშვობიდან ვფიქრობთ – აკი ზღაპრის გმირები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე “მარჯვნივ” წავიდნენ, “მარცხნივ” თუ პირდაპირ… აი პოლ ოსტერმა, უფრო სწორად, არჩი ფერგიუსონმა, მთელი წიგნი მოუძღვნა ცხოვრების 4 შესაძლო განვითარებას… მეტი
4 3 2 1 ფერგიუსონი
03 მარ 2020 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:4 3 2 1, ელისო ფანცხავა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პოლ ოსტერი, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ომის წილი სინათლე
12 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაიკლ ონდააჩი, ომის წილი სინათლე, et cetera
1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი… მეტი
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
ალმა
05 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
შობა სკრუჯთან ერთად
30 დეკ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ახალი წელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საშობაო სიმღერა, სკრუჯი, შობა, ჩარლზ დიკენსი
საშობაოდ რაიმე ტრადიცია გაქვთ? მაგალითად მე, ყოველ წელს ვკითხულობ ო’ჰენრის “მოგვთა საჩუქრებს” და ვუყურებ საშობაო ფილმებს. მათი კომბინაცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს გამოვნახავ ამისთვის (ხან “ეს მშვენიერი ცხოვრება” შემახსენებს თავს, ხან კევინ მაკალისტერი მომენატრება, ხან კი ძველ ქართულ, ამერიკულ ან რუსულ საახალწლო ფილმებს ჩავუჯდები), თუმცა აუცილებლად ფიგურირებს ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერის” ერთ-ერთი ეკრანიზაცია (ყველაზე მეტად ჯიმ კერის შესრულებით მიყვარს, თუმცა არც სხვებია ურიგო), რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია შობა სკრუჯის გარეშე! მეტი
შესანიშნავი ცხრიანი
23 დეკ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ელიზაბეთ ბირი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაიკ რეზნიკი, მარეკ ჰუბერატი, რობერტ სილვერბერგი, ტიმ პრატი, ურსულა ლე გუინი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში, ჯეკ ვენსი, ჰარლან ელისონი
ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამიოდე წლის წინ გამოცემული “8” რად ღირს). ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან კარგ ცხრა მოთხრობას აერთიანებს. მეტი
100 ამბავი. 100 ფეხბურთელი
25 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა ტეგები:100 ამბავი 100 ფეხბურთელი, არტანუჯი, ზვიად ბერეკაშვილი, თან საკითხავი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფეხბურთი
„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)
ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულება საიდუმლო არავისთვისაა. აწ უკვე 17 წელია აქტიური გულშემატკივარი ვარ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ ამ თემაზე დაწერილ წიგნს გვერდს ვერ ვუვლი. მეტი
დავიწყებული წიგნების სასაფლაო
22 ნოე 2019 %(count)s კომენტარი
in ესპანური, ლიტერატურა ტეგები:ანგელოზის თამაში, დავიწყებული წიგნების სასაფლაო, კარლოს რუის საფონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამოთხის ტყვე, ქარის აჩრდილი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საიდუმლოებით სავსე ქალაქში! გინდათ მითხრათ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ ედუარდო მენდოსასთან ერთად უკვე ვიყავით? მართალია, მაგრამ ბარსელონა ხომ ის ქალაქია, რომელიც თუ გაიცანი, თავს არასდროს დაგანებებს… ამიტომაც ის ხანგრძლივი თავგადასავალი, რომელსაც კარლოს რუის საფონი გვთავაზობს, განუმეორებელია! მეტი
აქა ამბავი ქართულისა სტამბისაი
18 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფარშავანგი
პირველი ქართული სტამბის შესახებ გსმენიათ? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ის 1708-1709 წლებში დაარსდა. სწორედ აქ დაიბეჭდა “სახარება”, “ვეფხისტყაოსანი” და სხვა წიგნები. მაგრამ რა ვიცით, რომ ასეა? ისტორიაც ხომ ადამიანების მიერაა დაწერილი… ვინ იცის რა არის დაკარგული, გამორჩენილი ან შეგნებულად გამოტოვებული… იქნებ სტამბა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და შემდეგ მისი კვალი დაიკარგა… არ იქნებოდა გასაკვირი, არა? ქართლის მეფე სიმონ I ხომ არ გახლდათ “იოლი” ბედის კაცი – მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა… არც კახთ მეფეს ჰქონია მშვიდი ყოფა და არც საქართველოს სხვა სამეფოებში სუფევდა მშვიდობა… რატომ არ შეიძლებოდა, რომ ამ დროს გაურკვეველი “საზღვარგარეთიდან” უცნობი გზით, უცნობი მიზნით და უცნობი ადამიანების ჩარევით, სტამბა ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო და გამხდარიყო კიდევ ერთი მიზეზი იმ შინაომებისა, რაც ჩვენში არასდროს უკვირდათ? სიმართლეს ვეღარ გავიგებთ, თუმცა კი შეგვიძლია, რომ რამდენიმე საათი შეუდარებელ მთხრობელთან (კითხვის დროს თითქოს მისი ხმაც კი ჩამესმოდა) – აკა მორჩილაძესთან ერთად გავატაროთ და ნამდვილ თუ გამოგონილ მეფეებთან, დედოფლებთან, დიდგვაროვნებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გავყვეთ პირველი ქართული სტამბის შესაძლო გზას…
გურული დღიურები
15 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:გიორგი კეკელიძე, გურია, გურული დღიურები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L
“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე. მეტი
ბოლო კომენტარები