სესილიას ქმრის საიდუმლო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიდნეიში, კერძოდ კი მის მშვიდ უბანში! აი, ეს სესილია ფიცპატრიკია – ძალიან აქტიური ქალი, რომელსაც შესანიშნავი ქმარი და უსაყვარლესი გოგონები ჰყავს. ეს ხანშიშესული ქალბატონი რეიჩელია, რომელმაც წლების წინ ქალიშვილი დაკარგა, მაგრამ ახლა ვაჟისა და შვილიშვილის გამო აგრძელებს ცხოვრებას. აი, ეს კი ტესია – წარმატებული ქალი, რომელიც მშვენივრად უძღვება სარეკლამო ბიზნესსა და ოჯახს… მაგრამ ერთი წუთით მოიცადეთ! რა უნდა ტესს სიდნეიში? ის ხომ აქ აღარ ცხოვრობს… არაფერი საგანგაშო! ალბათ ფეხმოტეხილი დედის მოსავლელად ჩამოვიდა… თუმცა აქ ნამდვილად რაღაც ხდება – სესილია, რომელიც ყოველთვის ულევი ენერგიით გამოირჩევა, აშკარად ცუდად გრძნობს თავს, რეიჩელი ისევ გამუდმებით გარდაცვლილ ქალიშვილზე ფიქრობს (რა თქმა უნდა, დედებს შვილები არასდროს ავიწყდებათ, თუმცა რეიჩელს ერთგვარი აკვიატებაც კი აქვს), ტესი კი შვილისთვის ახალ სკოლას არჩევს… რა ხდება? რა და ის, რაც ხდება ყველგან და ყოველთვის – ერთი შეხედვით ბედნიერი საზოგადოება უამრავ საიდუმლოს მალავს და დიდი პატარა ტყუილებით კვებავს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც. სესილია მხოლოდ ქმრის წერილის აღმოჩენის შემდეგ უტყდება საკუთარ თავს, რომ ჯონ-პოლი ხშირად იქცეოდა უცნაურად (შეუძლებელია ადამიანი ასეთ საიდუმლოს მალავდეს და ცოლმა ვერაფერი შენიშნოს), რეიჩელი ოჯახის სხვა კონტინენტზე გადასვლის შემდეგ იწყებს ფიქრს შვილის მკვლელზე, ტესი კი ქმრის ღალატის შემდეგ აანალიზებს საკუთარ ხასიათსა და ურთიერთობებს… სამივე ერთად კი დგება ერთი დილემის წინაშე – რამდენად ღირს პატიება? მგონი, პატიებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა დავიწყებაც შეგიძლია… მე ასე მგონია, მაგრამ მათ? More

დიდი პატარა ტყუილები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირივის ნახევარკუნძულზე! ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა! აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება, რომ ქალი უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე სელესტია? მას ხომ სიმპათიური, მდიდარი, მოსიყვარულე ქმარი და ორი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს… საწუწუნოდ არც მადლენს აქვს საქმე. მერე რა, რომ წლების წინ ქმარმა მიატოვა. მას შემდეგ ის ისევ შეხვდა საყვარელ მამაკაცს და ახლა მასთან და სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს… მშვიდი ცხოვრება აქვს ჯეინსაც. დიახ, ის მარტოხელა დედაა, მაგრამ ჰყავს ზიგი და ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები მადლენისა და სელესტის სახით… ამ ადგილას ყველა ბედნიერია – სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები… ყველა… მაგრამ არის კი ეს რეალობა? More

გოგონა, რომელიც წიგნებს იპარავდა

shop_product_image_151133[1]დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. More

შინდლერის კიდობანი

„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

shindleris sia-500x500

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… More

ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი I)

1013152_372427256213049_1828892486_n კოლინ მაკალოუს “კვირინჩხის ბუჩქში მომღერალნი” – არსებობს ლეგენდა ჩიტზე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მღერის. ის თავის ბუდეს ტოვებს, ეძებს კვირინჩხის ბუჩქს, მის ეკლებზე ეცემა და სიმღერით კვდება. ასე არც ერთი ფრინველი მღერის იმიტომ, რომ ყველაფერი საუკეთესო ტანჯვის გზით იბადება… კლირების ოჯახის სამმა თაობამაც ტანჯვის გზა განვლო, განსაკუთრებით კი მეგიმ, რომელმაც პადრე რალფის შეყვარებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ჩემთვის ისინი განსაკუთრებით საინტერესონი აღმოჩდნენ, თუმცა კოლინ მაკალოუმ სხვა “მომღერალნიც” არ დაივიწყა და ჩვენც თითქოს მათთან ერთად  გადაგვისროლა ცხელი ავსტრალიის მიწაზე. ამ მასშტაბური ოჯახური საგის კითხვისას დროებით ჩვენც კლირები გავხდით და ჯერ ფიასა და პედისთან ერთად ცხრა შვილი გავზარდეთ, შემდეგ კი თითოეული მათგანის ბედიც გავიზიარეთ… სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს ოჯახი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს (თარგმანიც კი არ გვაქვს). არადა, ფორსაიტების, ბუდენბროკების ან იშიქჩიების ოჯახებზე ნაკლებად საინტერესო (თუ მეტად არა) ისტორია არ აქვთ… More

ძარცვა: ერთი სიყვარულის ისტორია

40215“დიოგენეს ბიბლიოთეკაზე”  აღარაფერს გეტყვით – უკვე შევთანხმდით, რომ საუკეთესო სერიაა:) ამჯერად ახალ წიგნზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩემს გრძელ რიგში არ იდგა, მაგრამ წინა 13 წიგნის გათვალისწინებით, უდავოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ავსტრალიელი პიტერ კერი ჩვენში ჯერ პოპულარული არ არის, არადა ჯონ მაქსველ კუტზეეს მსგავსად მასაც ორი ბუკერის პრემია აქვს, კონკრეტულად “ძარცვა” კი ამ პრემიის “ლონგლისტში” მოხვდა. გარდა ამისა, ანოტაციას თუ დავესესხებით, მან ავსტრალია პერიფერიული ქვეყნიდან ლიტერატურის ერთ-ერთ ცენტრად აქცია. თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ მართლაც ასეა – პიტერ კერი ორჰან ფამუქისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს ღირსეული “თანამეკალმეა” (თუმცა თითოეული მათგანის შეფასება, რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია). More