წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
დოსტოევსკი და და ვინჩი ფროიდის თვალით
18 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დოსტოევსკი და მამის მკვლელობა, ზიგმუნდ ფროიდი, ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, რჩეული შრომები, et cetera
ზიგმუნდ ფროიდის შესახებ ალბათ ყველას სმენია, თუმცა მისი ნაშრომების გაცნობა მარტივი საქმე არ გახლავთ. კარლ გუსტავ იუნგის მსგავსად, ისიც ფსიქოანალიზის სიღრმეებში გვეპატიჟება და ხშირად საკამათო იდეებს გვთავაზობს (ოღონდ ერთ ცნობილ ადამიანს ნუ მივბაძავთ და ნუ გავაკრიტიკებთ))), მათ შორის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანების შესახებ. მეტი
პრაღელი გოლემი
12 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:გოლემი, გუსტავ მაირინკი, თამარ კოტრიკაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში! ეს არ არის ის ფერადი ქალაქი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს გუსტავ მაირინკის ნაცრისფერი პრაღაა, რომელშიც დემონები იმალებიან. გეტოს მისტიკურ ქუჩებში უცნაური ადამიანები დადიან უცნაური ისტორიებით, ლეგენდებით, ცხოვრებით… აქ არაფერია ჩვეულებრივი – არც გარემო, არც გმირები, არც სასიყვარულო, დეტექტიური თუ “საშინელებათა” ხაზი… ყველაფერს რაღაც უცნაური “გემო” დაჰკრავს… რაღაც ისეთი… თითქოს ძველ წვიმიან პრაღაში
დავხეტიალობთ და ისე ვეხვევით არაჩვეულებრივ ამბებში, როგორც ობობას ქსელში… გოლემიც სულ ჩვენთანაა… არა, ფიზიკურად არა… უბრალოდ ის ყველგანაა – მთავარ პერსონაჟში, მის სიზმრებში, მის რეალობაში, ჩვენს რეალობაში… იმ რეალობასა და გამონაგონში, რომელთა შორის საზღვარსაც ერთი ჩვეულებრივი ქუდი ჰყოფს… ან იქნებ არც ჰყოფს… იქნებ საზღვარი უბრალოდ არ არსებობს… მეტი
მთვარეულები
21 ნოე 2016 %(count)s კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მთვარეულები, ჰერმან ბროხი
პაზენოვი, ეში და ჰუგუენაუ… 30 წლის მანძილზე ეს ადამიანები მთვარეულებივით დადიან გერმანიის ქუჩებში და მათ (და ჩვენს) თვალწინ ირღვევა ყველაფერი – რომანტიკაც, ანარქიაც, საქმიანობაც… 1918 წელს, როდესაც ამ სამი ადამიანის გზები იკვეთება, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, ომმა ყველაფერი გაანადგურა… არც პაზენოვის რომანტიკა სჭირდება ვინმეს (30 წლის წინათ ის ხომ იხლიჩებოდა ორი ტიპის ქალს, ორი ტიპის ცხოვრებას, მუნდირსა და “სიშიშვლეს” შორის), არც ეშის ანარქია (რომელიც ასევე იხლიჩებოდა ორ ქალსა და ორი ტიპის ცხოვრებას შორის, ყველასა და ყველაფერთან ბრძოლას, ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა და სულ სხვა რამ შერჩა) და არც ჰუგუენაუს საქმიანობა… თუმცა არა… სწორედ ჰუგუენაუს მსგავსი ხალხის დრო დამდგარა. სწორედ მისნაირი ადამიანები ახერხებენ გადარჩენას. ეს იმიტომ, რომ ფასეულობათა რღვევის ეპოქაში “მე” განადგურებულია და წინსვლის საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი – დეზერტირობაზე, მაქინაციებზე, ტყუილზე, მკვლელობაზე, შანტაჟზე, რწმენის შეცვლაზე… სხვას რას უნდა ელოდოს ადამიანი მაშინ, როდესაც სამხედროები ღირსეული ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთს აირით წამლავენ… ბავშვებიც კი გაბოროტებულან, დიდები კი, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სულიერების ნატამალი, წინ ვერაფერს ხედავენ – მხოლოდ ომსა და სიბნელეს… მხოლოდ სიბნელეში მოხეტიალე მთვარეულებს… მეტი
ვერთერისა და მალტეს ვნებანი
29 მაისი 2015 5 Comments
in ავსტრიული, გერმანული, ლიტერატურა ტეგები:ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი, გოეთე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები, პალიტრა L, რაინერ მარია რილკე
ვერთერი ახალგაზრდა გერმანელია, რომელიც წესით ძალიან ჩვეულებრივი ბიურგერული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს… მაგრამ ეს ასე არ არის. ვერთერის ფსიქიკა თვითმკვლელის ფსიქიკაა (ეს სპოილერი არ არის -ანა კარენინასი არ იყოს, ყველამ იცის, როგორ დასრულდება გოეთეს გმირის ტანჯვა) და ეს მისი წერილების პირველივე ფურცლიდან ჩანს. დიახ, მისი სუიციდის მიზეზად შეგვიძლია შარლოტასადმი ცალმხრივი სიყვარული მივიჩნიოთ (გოეთესა და ნამდვილი ლოტას ამბავზე ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. თომას მანის რომანი ყურადღებას იმსახურებს), ან საზოგადოებისგან გარიყვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ “ვერთერის ეფექტი” შეუქცევადია. ვერთერის მსგავსი ადამიანები ვერასდროს იქნებიან ბედნიერნი (თუნდაც საყვარელი ქალი არ მისთხოვდეს სხვას, ან გარშემო ყველას უზომოდ უყვარდეს ისინი). მათ ახალგაზრდულ ვნებებს ყოველთვის ერთი (ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი) დასასრული აქვს… მეტი
მოგზაურობა ქალებთან ერთად
26 მაისი 2014 8 Comments
in ავსტრიული, ბრიტანული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დორის ლესინგი, ელფრიდე იელინეკი, ვირჯინია ვულფი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე სქესი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს რვეული, პალიტრა L, პიანისტი ქალი, სიმონა დე ბოვუარი, შუქურაში
ელფრიდე იელინეკის “პიანისტი ქალი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! არა, ეგოისტი დედების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ პიანისტი ერიკას დედა უნიკალური მოვლენაა. ასეთი მანიკალური ფსიქიკის დედა ნამდვილად არ შემხვედრია და რა გასაკვირია, თუ ასეთი ადამიანის გვერდით ჯერ ქმარი გაგიჟდა, შემდეგ კი შვილს დაეწყო სადო-მაზოხისტური გადახრები. ერიკა ხომ მთელი ცხოვრება (30 წელზე მეტი) დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ – მას არ ჰქონდა მუსიკაზე უარის თქმის უფლება, არც დაუკითხავად გარეთ გასვლის, არც გვიან მოსვლის, არც სიყვარულის, არც მეგობრობის… ერიკას არაფრის უფლება ჰქონდა და ამიტომაც შექმნა თავისი სამყარო – ტკივილზე დაფუძნებული სამყარო, იმიტომ რომ მან სხვა არც არაფერი იცოდა… მეტი
ბოლო კომენტარები