ნიუარკული ტრაგედია ვაქცინამდე

“ნემესიდამ” კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. უბრალოდ ფილიპ როთთან “შეხვედრა” მომინდა და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნებისმიერი წიგნის გადმოწერა შემეძლო, ის ერთადერთი ავირჩიე, რომელიც ქინდლში აღმომაჩნდა.

…და ამ ერთადერთში აღმოჩნდა დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ჩვენც ზუსტად ისე ვებრძვით უხილავ მტერს, როგორც 1944 წლის ნიუარკში… მაგრამ ერთი განსხვავებით – პოლიომიელიტის ვაქცინა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა, ჩვენ კი გვაქვს ამის საშუალება. შეგვიძლია თავი დავიცვათ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი. ჩვენთვის ხომ არ არის უცხო ებრაულ უბანში დატრიალებული უბედურება. ხომ აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, სხვა ახლობელი მაინც არ წაართვა თანამედროვე პანდემიამ. ჩვენც ისევე გვენგრევა ცხოვრება, როგორც ბაკს, არნისა და სხვებს, რომლებიც ან შეიწირა ვერაგმა სენმა, ან მომავალი გაუნადგურა. ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ღმერთს ან სხვა უხილავ ძალებს კი არ დავაბრალოთ ყველაფერი, არამედ ავიცრათ, დავიცვათ რეგულაციები და გადავრჩეთ – მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ამერიკელები შესაძლოა ვერ გადარჩენილიყვნენ, მაგრამ ნიუარკში შეეძლოთ… რომ არა ვაქცინის არარსებობა…

P.S. ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი ლიტერატურული თვალსაზრისით ფილიპ როთის სხვა წიგნებზე (თუნდაც “პორტნოის სინდრომზე”, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო მადლობა “დიოგენეს” – რომ არ ეს წიგნი ალბათ ამ ჩემთვის საყვარელ მწერალს მაინც გადავეყრებოდი, მაგრამ უფრო გვიან) უკეთესია. არა, ის ზუსტად ისეთივეა. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, საჭირო დროს გამოჩნდა და ამით დაიმკვიდრა ადგილი ჩემს უბრალოდ საყვარელ წიგნებს კი არა, ფავორიტებს შორის. იმედია, მასაც თარგმნიან.

ნათანიელ უესტის სამყარო

ნათანიელ უესტს პირველად შევხვდი. მისი სახელის გამოჩენა ბათუმელების “უკვდავ ბიბლიოთეკაში” უკვე ერთგვარ “რეკომენდაციად” შეგვიძლია ჩავთვალოთ. წაკითხვის შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა – მის სხვა ნაწარმოებებსაც (სამწუხაროდ, მხოლოდ ორია, რადგან ნათანიელი 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გარდაცვალების მეორე დღეს) სიამოვნებით წავიკითხავ…

მეტი

ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ

ფილიპ დიკი საოცარი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი. მისი სამყარო განუმეორებელია და არც 2055 წლის დედამიწაა გამონაკლისი. ჩვენი პლანეტა ომშია ჩართული, თუმცა მოკავშირეებთანაც არ აქვს შესაშური ურთიერთობა… მაგრამ ეს უბრალოდ ფონია. მთავარი, ისევე როგორც ფილიპის სხვა წიგნებში, ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ნარკოტიკულმა ნივთიერებამ ილუზორულ დროში გადაისროლა… ან პარალელურ სამყაროში… წარსულსა და მომავალში… და რა შეიცვალა? არც არაფერი. პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლა საკუთარ თავთან ყველა დროში ერთნაირია. რაც უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები, წინ წავიდეს სამყარო, ომი ძველებურ სახეს არ კარგავს, არც ქალისა და მამაკაცის ერთობის ნგრევა… მაინც ვერაფერს დავაკორექტირებთ. პარალელურ სამყაროთაგან თითოეული საკუთარ გზას გაივლის… ექიმი ერიკ სვიტსენტის ცხოვრებაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა მაინც ერთნაირი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ომს, დაშორდება თუ არა ერიკი ცოლს… ის მაინც გადაყლაპავს ნარკოტიკს, რომელიც ნამდვილად თუ ილუზორულად დროში ამოგზაურებს და მაინც დაელოდება გასული წლის დადგომას… მეტი

4 3 2 1 ფერგიუსონი

გიფიქრიათ ოდესმე როგორ წავიდოდა თქვენი ცხოვრება “ეს” კი არა, “ის” გზა რომ აგერჩიათ? ან რაიმე “ასე” კი არა, “ისე” რომ მომხდარიყო? ალბათ დიახ. ამაზე ხომ ბავშვობიდან ვფიქრობთ – აკი ზღაპრის გმირები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე “მარჯვნივ” წავიდნენ, “მარცხნივ” თუ პირდაპირ… აი პოლ ოსტერმა, უფრო სწორად, არჩი ფერგიუსონმა, მთელი წიგნი მოუძღვნა ცხოვრების 4 შესაძლო განვითარებას… მეტი

შესანიშნავი ცხრიანი

ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამიოდე წლის წინ გამოცემული “8” რად ღირს). ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან კარგ ცხრა მოთხრობას აერთიანებს. მეტი

კეთილი ამბები ო’ჰენრისგან

ლიტერატურის მოყვარულები ალბათ კარგად იცნობთ ამ კეთილი სახის კაცს ამერიკიდან – ო’ჰენრის… თუმცა ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. 1862 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში დაბადებულმა უილიამ სიდნი პორტერმა ათასგვარი გაჭირვება გამოიარა – დედის გარეშე გაიზარდა, უამრავ საქმეს მოჰკიდა ხელი, ცოლი დაკარგა, მიმალვის მცდელობების მიუხედავად ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში აღმოჩნდა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა… მეტი

მხიარული ბიჭი ამერიკიდან

ტომ? პასუხი არ არის! ტომ? პასუხი არ არის! გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ეს ტომ სოიერია – მხაირული და საზრიანი ბიჭი ამერიკიდან! ბიჭი, რომელიც ზუზუნა კარლსონის და თავნება პეპის შემდეგ მესამე საყვარელი ლიტერატურული გმირი იყო, რომელიც გავიცანი… მეტი

ცხოვრების გაკვეთილები თოლია ჯონათანისგან

ყველა წიგნს თავისი დროა აქვს… ეს არაერთხელ მითქვამს და ლიტერატურაზე საუბრისას უკვე ჩვეულ ფრაზადაც კი მექცა, თუმცა რეალობას ვერ გაექცევი. ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა და ახლაც ისეთი წიგნი მინდა გავიხსენო, რომელიც საჭირო დროს გამოჩნდა. მეტი

ჰოლდენ კოლფილდის სამყარო

“წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არც ერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი-რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე-დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი.”

1951 წელს ჯერომ სელინჯერმა “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” (გნებავთ “თამაში ჭვავის ყანაში”) გამოსცა. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი წიგნი შეცვლიდა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას (ზოგისთვის უარესობისკენ, თუმცა ალბათ უფრო მეტის – უკეთესობისკენ) და ზოგადად სამყაროს! დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ჰოლდენ კოლფილდმა შეცვალა სამყარო! მეტი

მრისხანების მტევნები

მორიგი ახალი წიგნის გადაშლისას რას ელით? ალბათ ჩემსავით ახალ ემოციას, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულია… ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნების” ფურცლებიდან დაუვიწყარი ემოცია მოედინება – უსაზღვრო მრისხანება, უსამართლობა და იმედი… ოკლაჰომიდან “აღთქმულ მიწაზე” – კალიფორნიაში – გადაბარგებული ჯოუდების ამბავი გულგრილს ვერ დაგტოვებთ, რადგან სახლის დაკარგვის შემდეგ “ბედნიერების” გზაზე დამდგარი ოჯახის ისტორიაში ყალბი არაფერია. ჯონ სტაინბეკს ხომ საკუთარი თვალით უნახავს ყველაფერი – “დროებით” საცხოვრებელს შეფარებული ღატაკი ამერიკელები, რომლებსაც მონებივით ექცევიან, დაუნდობელი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, პოლიციელები, სასულიერო პირები, შიმშილი, დამცირება, იმედების მსხვრევა და ამასთანავე დიდი იმედი… დიახ, იმედი ყოველთვის არსებობს. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი დამთავრდა. მერე რა, რომ მსოფლიოში არაფერი შეცვლილა… წიგნის გამოცემიდან 80 წლის შემდეგ მრისხანების მტევნები ისევ მწიფდება ჯოუდების მსგავსი ადამიანების სულში… იმედი მაინც არსებობს, სანამ არსებობენ დედა ჯოუდის მგსგავსი შეუდრეკელი ადამიანები, ტომ ჯოუდი და სხვები… ადამიანები, რომლებც ბოლო ლუკმას უნაწილებენ ერთმანეთს და ერთად იბრძვიან თუნდაც ბუნდოვანი, მაგრამ მაინც მომავლისთვის… მეტი

Previous Older Entries