ქალური და ბავშვური ომი

17553665_768108540015531_2572003666289323850_nგახსოვთ, ცოტა ხნის წინ გერმანელებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გმირები და უბრალოდ კარგი ადამიანები ორივე მხარეს იბრძოდნენ. ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ… რატომ? ახლავე გიამბობთ…

ახლა 21-ე საუკუნეა. ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა და მონაწილეთა წასვლასთან ერთად ეს დიდი ტრაგედია ნელ-ნელა ხუნდება (ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ პირველი მსოფლიო ომი იშვიათადღა ახსენდება ვინმეს). ქალებსაც ჩვენი ქალური საზრუნავი გვაქვს და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ჩვენი სქესის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ… ჩვენ ხომ სუსტ სქესს გვეძახიან და ამბობენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ვზრუნავთ… არადა, მაშინ (ერთეულები დღესაც არიან) არსებობდნენ ქალები, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ ჯარისკაცებს და მათსავით დამცავი ფერის სამოსში ჩაცმულნი საკუთარი ზურგით მიათრევდნენ მტერსა თუ მოყვარეს. ისინი ასრულებდნენ “მამაკაცურ სამუშაოს”, თმობდნენ ქმარ-შვილს და მიდიოდნენ სამშობლოს გადასარჩენად… მეტი

თუთიის ბიჭები ავღანეთიდან

21151604_844604535706756_8732212995875010555_n1979 წელი – საბჭოთა კავშირმა მორიგი სამხედრო ოპერაცია დაიწყო (რა თქმა უნდა, “მშვიდობიანი” მიზნებით)… დღეს, ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, უკვე ყველამ იცის სიმართლე, მაგრამ სვეტლანა ალექსიევიჩმა კიდევ ერთხელ მოახერხა თითქოს ძალიან ნაცნობი ისტორიის ახალი კუთხით ჩვენება და საოცარი ემოციის გამოწვევა…

პირველივე გვერდებიდან სვეტლანამ, უფრო სწორად კი, მისმა გმირებმა (რომლებიც ტრადიციულად რეალური პიროვნებები არიან) უკვე მერამდენედ დამანახეს, რომ ომი არავის ინდობს. ავღანეთის მიწაზე ერთნაირად იღუპებოდნენ ავღანელები და სხვადასხვა ეროვნების საბჭოელები… არადა, მათი უმეტესობა ჩემზე ახალგაზრდაც კი იყო… მათაც ჩემსავით უნდოდათ სიცოცხლის გაგრძელება და ძალიან გრძელი გზის გავლა, ოღონდ “სამშობლოს” წინაშე ვალის მოხდის (ან გამდიდრების, ან თავს მოხვეული ვალდებულების) შემდეგ. სანაცვლოდ კი მათმა დედებმა თუთიის სასახლეებში ჩასვენებული ბიჭები და მარადიული ცრემლი და ტკივილი მიიღეს. ზოგიერთს “გაუმართლა” და შინ ერთი შეხედვით ჯანმრთელი ან დასახიჩრებული შვილი დაუბრუნდა, მაგრამ რეალურად არც ისინი დაბრუნებულან. ასეთი ომიდან უკან არავინ ბრუნდება… მეტი

დაბადებულები საბჭოთა კავშირში

“ჩვენ დღედაღამ მოედნებზე უნდა ვყოფილიყავით. საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა – სკკპ-ს ნიურბერგისთვის უნდა მიგვეღწია. ზედმეტად ადრე დავბრუნდით სახლებში…”

17635364_761818447318699_6602865150746859259_o

დღეს 2015 წლის აგვისტოა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 24 წელზე მეტი გავიდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემი დაბადებიდან… მე არ ვარ დაბადებული საბჭოთა კავშირში და “კლასიკურ საბჭოელებს” პირადად არც ვიცნობ (საბდნიეროდ), თუმცა კარგად ვიცი (სამწუხაროდ), რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან ახალ ყოფას და ამის მიზეზი ერთადერთია – ისინი არიან “დაბადებულები საბჭოთა კავშირში”…

საბჭოთა კავშირში დაბადებულებისთვის დღევანდელობა “სექენდ ჰენდია”. ზოგიერთი მათგანი დიდი სიხარულით შეხვდა გორბაჩოვის ეპოქას და ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩა. მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ვერც დაპირებული ბინები მიიღეს, ვერც ნანატრი თავისუფლებით დატკბნენ… ძალაუფლება პარტიული მუშაკებიდან მილიონრებზე გადავიდა, ხალხისთვის კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი ისევ თავისით “მომუშავე” “პეჩკის” მოლოდინში დარჩა… ხალხის მეორე ნაწილი წითელ მოედანზე არ გასულა – ზოგი შიშის, ზოგი კი უკვდავი იდეის გამო. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წინდაწინვე მიუღებელი გახლდათ ცხოვრება პარტიის გარეშე… მეტი

ვილოცოთ ჩერნობილისთვის

„26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა…“

1116094ტელევიზორის წინ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ დატბორილ თბილისს, დაღუპულ ადამიანებსა და ცხოველებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ისინი სტიქიამ იმსხვერპლა… უმართავ მოვლენას შეეწირა (და მომავალშიც შეეწირება) უამრავი ჩერნობილელიც, მაგრამ თბილისის, ნეპალის, იაპონიის ან სხვა ადგილებისგან განსხვავებით, მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და დღეს ჩერნობილი (პირობითად, რადგან რადიაციული ღრუბელი დიდ მანძილზე გავრცელდა) ცალკე სამყაროა, ჩერნობილელები კი – ცალკე ერი… მეტი