ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

“მე მინდა ღმერთი, რომლის წინაშეც ფეხზე გახდა, დაჩოქება და ვინმეს ხელზე მთხვევა არ დამჭირდება, ღმერთი, რომელიც გაიგებს ჩემს მარტოობას”. (ორჰან ფამუქი – “თოვლი”)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ სკანდალური მწერლები. მათ უმეტესობას განსაკუთრებული (ამ კუთხით) არაფერი დაუწერია, თუმცა მორალისა თუ რწმენის “დამცველები” მაინც აქტიურად იბრძვიან მათ წინააღმდეგ და აკრძალვით (ზოგჯერ დაწვითაც) ცდილობენ საკუთარი “შეურაცხყოფილი გრძნობების” ხსნას. აკრძალულ მწერალთა შორისაა ნიკოს კაზანძაკისიც, რომელმაც სცადა ყველაზე რთული რამ – ქრისტეს სახის ახლებურად გააზრება. More

ბერძენი ზორბა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნამდვილ სამყაროში – სტუმრად ალექსის ზორბასთან! არა, ის არც მარსზე ცხოვრობს და არც სადმე სხვაგან. უბრალოდ ცხოვრობს! სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა იწერებოდეს წიგნები, ჩვენ კი – მწერლები და მკითხველები, უსახური ადამიანები – მაგალითს უნდა ვიღებდეთ ზორბასგან… More

“ისტორიული” მარტი

554100_390615847637338_1559629834_n

პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;) More