კაფკას ლეოპარდები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში – ამ იდუმალ ლიტერატურულ ქალაქში! დიახ, დიახ, აქ მრავალჯერ ყოფილხართ – ხან გუსტავ მაირინკთან, ხან კი მილან კუნდერასთან, ფრანც კაფკასა და სხვებთან ერთად… ამ უკანასკნელს ახლაც შეხვდებით, ოღონდ სულ სხვა ამპლუაში. აქ ის ავტორი კი არა, ბრაზილიელი მოასირ სკლიარის პერსონაჟია! უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? თუ ამ წიგნს გადაშლით, მართლაც ძალიან საინტერესო სამყაროში ამოყოფთ თავს და ახალგაზრდა ბენიამინ კანტაროვიჩის, ანუ “თაგუნას”, “ტყავში” აღმოჩნდებით. მასსავით და იქნებ უფრო მეტადაც კი ჩაგითრევთ ლევ ტროცკის უცნაური დავალების შესრულება, რომელიც კაფკას ფრიად “რთული” ტექსტშია დაშიფრული… და რაში მდგომარეობს ეს დავალება? ეს არავინ იცის. ალბათ მხოლოდ კაფკამ და ტროცკიმ… ან მოასირ სკლიარმა… More

Advertisements

სტუმრად ილეუსში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ილეუსში – კაკაოს სავანეში! ოღონდ ფრთხილად იყავით! ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროვინციული ქალაქის ქუჩებში უამრავი საფრთხე გელით წინ – შეიძლება მიხაკის სურნელისა და დარიჩინისფერი კანის მქონე გაბრიელამ სამუდამოდ მოგპაროთ გული (თუ მამაკაცი ბრძანდებით) ან შავი შური აღგიძრათ გულში (თუ ქალბატონი ხართ)… შესაძლოა ბრმა ტყვია მოგხვდეთ – ამ ქალაქში ხომ მოღალატე ცოლისა და მისი სატრფოს მოკვლა, საყვარლისა და მისი “მიჯნურის” ან სულაც საკუთარი ქალიშვილის ცემა ჩვეულებრივი ამბავია და ვაჟკაცობადაც ითვლება… არც ის გააოცებს ვინმეს, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთს მკვლელებს მოუგზავნიან… აქ ხომ ოდითგან ასეთი “პატრიაქატი” სუფევს და ამიტომაც უკვირთ, თუ ვინმე არაბად წოდებული ნასიბივით უარს იტყვის ძალადობაზე, მუნდინიოსავით პროგრესს დაუჭერს მხარს და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში… ეს არ არის მარტივი, მაგრამ პროგრესის გემი ილეუსის ნაპირთანაც უნდა მიცურდეს… More

ზამთრის მოგზაურობები

imagesჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით.  პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! More

ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი II)

970048_367110260078082_729746385_n ჟორჟი ამადუს “მკვდარი ზღვა” – ჟორჟი ამადუს ეს ნაწარმოები უფრო მუსიკაა, ვიდრე რომანი… თითქოს ყოველი სიტყვიდან სევდიანი სიმღერა, ქარისა და ტალღების ხმა ისმის, ტალღების, რომლებსაც მეზღვაურები სამუდამოდ მიჰყავთ ქალღმერთ იემანჟასთან… მანამდე კი, სანამ ქალღმერთთან პაემნის დრო დადგება, ყოველი ღამე სიყვარულს ეძღვნება, რადგან ისეთი ძლიერი გრძნობა არავის აკავშირებს, როგორც სასიკვდილოდ განწირულ მეზღვაურსა და მუდამ სასიხარულო ან ტრაგიკული ამბის მოლოდინში მყოფ ქალს… ასეთი ყოვლისმომცველია გუმასა და ლივიას სიყვარულიც, მაგრამ ნებისმიერ დროს “ზღვა შეიძლება მოკვდეს”… მაშინ კი ერთადერთი იმედი მკვდარი ზღვის თავზე ახალი ვარსკვლავის ამოსვლა იქნება – ბრძოლის ვარსკვლავის, რომელიც ერთ დღეს იმ ღატაკთა ღამეს გაანათებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, მაგრამ მაინც თავისუფლები და ბედნიერები არიან… More

ქვიშის კაპიტნები

Capitães

ხალხი მათ “ქვიშის კაპიტნებს” ეძახდა. ისინი ბაიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდის წევრები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს – ჩვეულებრივი ბავშვებიც… ბავშვები, რომლებიც თავისუფლებაზე ოცნებოდნენ, ხატავდნენ, ცურავდნენ, კითხულობდნენ, ლოცულობდნენ… ბავშვები, რომლებიც მთელს დღეს დიდებივით ატარებდნენ, მაგრამ მაშინ, როდესაც ბრაზილიის ცხელი მზე ჩადიოდა, ბრუნდებოდნენ ქვიშის კარიერში, სადაც არც დედა ხვდებოდათ და არც მამა… მათაც უყვარდათ კარუსელები, ნახატებიანი წიგნები, მამაცი კაპიტნების თავგადასავლების მოსმენა… ისინი საავადმყოფოში წასვლას სიკვდილს ამჯობინებდნენ, რადგან თავისუფლებისა და ერთმანეთის გარდა არაფერი გააჩნდათ…
More