ლიტერატურა ძლიერია, ძალიან ძლიერი… ადამინებისთვის, რომლებიც გულგრილად უყურებენ წიგნებს, შეიძლება ეს ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს – რა შეუძლია ასეთი უსულო საგანს? და ვინ თქვა, რომ წიგნი უსულოა? ყველა წიგნს აქვს სული, რომელიც მას მწერალმა შთაბერა და მისცა ძალა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია… სწორედ ასეთი ადამიანია ნინო ხარატიშვილი – ქალი, რომელიც თითქოს ახალს არაფერს წერს, მაგრამ ახერხებს მთავარს – გადატრიალებს ახდენს ჩვენს სულებში… More
ჟუჟა
02 Mar 2018 Leave a comment
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული Tags: ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი, ჟუჟა, ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი
გერმანული ნოველა
26 Jan 2018 Leave a comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: ზიუსკინდი, კნულპი, კონტრაბასი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყანაში, ჰერმან ჰესე
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა ერთი რამ ცალსახაა – თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად მაქსიმალურად შეიგრძნოთ უცხო ქვეყნის “სურნელი”, ამ ქვეყნის წარმომადგენელი მწერალი უნდა აირჩიოთ და მასთან ერთად “გაუდგეთ გზას”…მეც ზუსტად ასე მოვიქეცი და გერმანიაში ამოვყავი თავი… More
ჩემი საყვარელი ორეული
08 Dec 2017 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული Tags: ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ბურდული, ნინო ხარატიშვილი, ჩემი საყვარელი ორეული
არსებობს წიგნები, რომლებზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი… არსებობს წიგნები, რომლებზეც ვერ ვსაუბრობთ, რადგან მათში არაფერია განსაკუთრებული… თუმცა არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა შესახებ რაიმეს თქმა სულ სხვა მიზეზით გვიჭირს – მათში უმთავრესი შინაარსი, რთული ალუზიები და მოულოდნელი წიაღსვლები კი არა, ემოციაა… ზუსტად ასეთი წიგნია ნინო ხარატიშვილის დიდებული (ჩემთვის ეს ასეა და ამიტომ არ მოვერიდები ასეთ შეფასებას) ნაწარმოები “ჩემი საყვარელი ორეული”… More
შეუცნობელი ნოსტალგია გერმანულად
23 Jun 2017 Leave a comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ემიგრანტები, ვ.გ. ზებალდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე
“გაანადგურეთ, რაც ბოლოს მოხდა,მოგონებებს ნუ ახლებთ ხელს”
ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე? ალბათ ერთხელ მაინც ასეთი შესაძლებლობა ყველას დაგვიშვია, თუმცა პირადად მე მილან კუნდერას “შუცნობელის” შემდეგ ქვეყნის დატოვება აზრადაც კი არ მომდის. ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნების” შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია… ახლა კი, როდესაც “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტებიც” შემოგვთავაზა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი… More
დოქტორი ფაუსტუსი
20 Aug 2016 2 Comments
in გერმანული, ლიტერატურა Tags: დოქტორი ფაუსტუსი, თომას მანი, ინტელექტი, კარლო ჯორჯანელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
გიყვართ მუსიკა? არა, ამ შემთხვევაში უბრალოდ მუსიკის მოსმენას არ ვგულისხმობ. იმისთვის, რომ თომას მანის გმირს – კომპოზიტორ ადრიანს – ცოტათი მაინც გაუგოთ, მუსიკაში ღრმად უნდა ჩაიხედოთ. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ურთიერთობა, თუმცა დასასრულს აუცილებლად იფიქრებთ, რომ ამდენი დრო ამაოდ არ დაგიკარგავთ. თქვენ გაიცნობთ გენიალურ, მაგრამ ამასთანავე ამოუცნობ ადამიანს, შეიგრძნობთ მუსიკის ჭეშმარიტ არსს და კიდევ ერთხელ ჩახედავთ თვალებში მეფისტოფელს, კიდევ ერთხელ განიცდით ფაუსტის ტრაგედიას და, რაც მთავარია (ჩემი
მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა), დიდი გერმანელის თვალით დაინახავთ გერმანიის დაცემას. თქვენს თვალწინ ფაშისტური გერმანია და “სულგაყიდული” ადრიანი ერთად აღზევდებიან და ერთად გადაიჩეხებიან უფსკრულში. თქვენ მოისმენთ “დოქტორი ფაუსტუსის ტირილს” და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჰერ თომასი შეუდარებელი მწერალია. More
თამაში მარგალიტებით
15 Aug 2016 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა Tags: თამაში მარგალიტებით, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჰერმან ჰესე
ხომ არსებობენ წიგნები, რომელთა კითხვა რთულია, ძალიან რთული, თუმცა დასრულების შემდეგ ყველა მკითხველი (გემოვნების შესაბამისად, რა თქმა უნდა) ფიქრობს, რომ მრავალი დღე (იქნებ კვირა და თვეც) ამაოდ არ დაუკარგავს და ჭეშმარიტად დიდებული წიგნი წაიკითხა… სწორედ ასეთია ჰერმან ჰესეს უკანასკნელი ნაწარმოებიც. More
ბერლინი,ალექსანდერპლაცი
12 Aug 2016 1 Comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: ალფრედ დობლინი, ბერლინი-ალექსანდერპლაცი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 20-იანი წლების ბერლინში – ქალაქში, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და მოქალაქეთა ცხოვრებას წარმართავს! მთავარი გმირი სწორედ ბერლინია და არა ფრანც ბიბერკოპფი. ფრანცი მხოლოდ მაგალითია იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ბერლინში… More
ამბავი ცახესისა ცინობერად წოდებულისა
05 Aug 2016 1 Comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: ერნსტ ჰოფმანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პატარა ცახესი ცინობერად წოდებული
ვინ თქვა, რომ ზღაპრები მხოლოდ პატარებმა უნდა იკითხონ?მე თუ მკითხავთ, საბავშვოდ მიჩნეული ამბების უმეტესობა სწორედ დიდებმა უნდა ვიკითხოთ და ამ ისტორიებიდან სათანადო დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ. მაგალითად, როგორც ერნსტ თეოდორ ჰოფმანის წიგნის შემთხვევაშია… More
კატარინა ბლუმის შელახული ღირსება
24 Jun 2016 Leave a comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ჰაინრიხ ბიოლი
ფიქრობთ, რომ მშვიდად ცხოვრობთ და თქვენს ღირსებას არაფერი ემუქრება? თქვენ ცდებით! შეიძლება კატარინა ბლუმის მსგავსად საკუთარი შრომით მიაღწიოთ წარმატებას (სულ პატარას, მაგრამ მაინც), მაგრამ ყველაფერი ერთმა წვეულებამ შეცვალოს. იქნებ იმ საღამოს ტრაგიკული არც არაფერი მოხდეს, თუმცა ერთი შეხვედრაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. თქვენ შეხვდებით “მას”, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით და ბედნიერების ნაცვლად უბედურება გეწვევათ. არა, ის არაფერს დაგიშავებთ. ცხოვრებას სხვები დაგინგრევენ, ღირსებას სხვები შეგილახავენ, ძალადობისკენ სხვები გიბიძგებენ… ზუსტად ასე მოექცნენ კატარინა ბლუმს. მხოლოდ იმიტომ, რომ მან სრულიად უცნობი კაცი შეიყვარა და ენდო მას, მისი სახელი გაზეთის პირველ გვერდზე გამოაჭენეს, ლაფში ამოსვარეს, ათასი რამ დააბრალეს. პრესამ ის ბოროტმოქმედად შერაცხა და მასაც რაღა დარჩენოდა? კატარინა ბლუმი მკვლელი გახდა (არ შეგეშინდეთ, ეს სპოილერი არ არის. წიგნი სწორედ ამ ამბით იწყება)! და რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ საზოგადოებამ შელახა კატარინა ბლუმის ღირსება! საზოგადოებამ შვა ძალმომრეობა! საზოგადოებამ მიგვიყვანა აქამდე! More
ჰაინრიხ ბიოლის გერმანია
16 Nov 2015 Leave a comment
in გერმანული, ლიტერატურა Tags: ბილიარდი ათის ნახევარზე, გერმანია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჯგუფური პორტრეტი ქალთან, ჰაინრიხ ბიოლი
იცნობთ ჰაინრიხ ბიოლს? მე მას ხუთიოდე წლის წინ შევხვდი და ნელ-ნელა გავიცანი უკაცო სახლის ბინადრები, ნაღვლიანი სახის მქონე კაცი და კლოუნი… ახლა კი მინდა თქვენც გიამბოთ ორი ახალი შეხვედრის შესახებ.
“ჯგუფური პორტრეტი ქალთან” ჩემთვის უფრო ფერწერული ნამუშევარია, ვიდრე წიგნი. ავტორი, უფრო კი მისი ნაცნობები, საკუთარ შტრიხებს ამატებენ მთავარი გმირის – ლენი პფაიფერის – პორტრეტს და მასთან ერთად საკუთარ თავსაც გამოსახავენ გრანდიოზული მასშტაბების ნახატზე. ფონად კი ამ ყველაფერს სხვადასხვა დროის გერმანიის პეიზაჟი გასდევს და ალბათ ნამდვილი პერსონაჟიც სწორედ ისაა და არა ლენი – ქალი, რომელმაც ყველა ეპოქაში იცხოვრა და ჩვენს მეხსიერებაში მხოლოდ სხვათა მონაყოლით დარჩა… ჩემთვის მთავარი სწორედ გარემოა და არა ქალი, რომლის პორტრეტიც მე არ მომეწონა… More
Recent Comments