ფერიდეს თავისუფლება

თურქეთი ჩვენში ძალიან პოპულარული ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია და შესაბამისად მარტივად მოსანახულებელიც (დროის, ფინანსური თუ გეოგრაფიული კუთხით), მის წინ წამოწევას ხელი განსაკუთრებით შუწყო ტელესერიალებმა. თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების საპნის ოპერებს არაფრით აღემატება… აი ლიტერატურა კი ნამდვილად კარგი აქვთ… More

წითური ქალი თურქეთიდან

32192528

ორჰან ფამუქს ალბათ იცნობთ. ქართულად მისი ყველა წიგნი გვაქვს, გარდა ჯერჯერობით უკანასკნელისა, თუმცა, როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში ამ დანაკლისსაც შევივსებთ (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” უკვე მუშაობს ამ საკითხზე). წითური ქალი თურქეთიდან შემოვა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენც გავყვებით ჯემს ჯერ ჭის სათხრელად, შემდეგ კი – პირველ სიყვარულსა და პირველ ცოდვასთან შესახვედრად… და გავყვებით ბოლომდე, რათა მასთან ერთად გავიაროთ გრძელი გზა ძიებისა… ჩვენც მასთან ერთად შევალთ სოფოკლესა და ფირდოუსის სამყაროში (რა ფორმით, ეს თავად ნახეთ) და შევიგრძნობთ ნამდვილი თურქეთის სურნელს… და გავოცდებით… გავოცდებით იმ დასასრულით, რომელიც ორჰან ბეიმ შეურჩია ოსტატის, მისი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა შეგირდისა და წითური ქალის ისტორიას… თუმცა ალბათ სწორედ ესაა კარგი წიგნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი – დასასრული, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… More

არქიტექტორის მოსწავლე სტამბოლიდან

22571629ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ როგორ მოიცვა ჩვენი ქვეყანა, უფრო ზუსტად – აქტიური ტელემაყურებლების გონება, თურქული სერიალის “დიდებული საუკუნის” პოპულარობამ… მიუხედავად იმისა, რომ მე ამ უკანასკნელთა რიცხვს არ ვეკუთვნი, მაინც გადავწყვიტე ძვირფასი დროის გამოყოფა და ისტორიული ფაქტების გაცნობა. თავიდან ყველაფერი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სერიალი ძალიან “გაიწელა” და არდადეგებიც მიიწურა. სულთანმაც ვერ მომხიბლა ისე, რომ მის საფლავზე ცრემლი მეღვარა (დათო ტურაშვილი კი ფრიად სახალისოდ გვიამბობს ხოლმე სულეიმანის განსასვენებლის მონახულების ამბავს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, სიცილის მიზეზი არ გვაქვს), ამიტომ დასასრული ტელევიზორში აღარ მინახავს (საბედნიეროდ, ონლაინ-გადახვევა არსებობს:)) და არც იმაზე მიფიქრია, რომ ოდესმე კიდევ გადავეყრებოდი ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილ მმართველს… თან სად – ელიფ შაფაქის წიგნში… More

ორი ამბავი თურქეთიდან

7997061ტელევიზორს თუ ხშირად უყურებთ (ან თუნდაც იშვიათად), შეამჩნევდით, რომ ჩვენში ასე პოპულარული სერიალები სამხრეთ ამერიკიდან თურქულმა და ინდურმა ტელენოველებმა ჩაანაცვლა. მე თუ მკითხავთ, ამ ცვლილებას სასიკეთო არაფერი მოუტანია – პირიქით, დაბალი ხარისხის ხელოვნებას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) კიდევ უფრო შევეჩვიეთ… არადა, ორივე ქვეყანა საოცრად საინტერესო ისტორიისა და კულტურის პატრონია (ზემოთხსენებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად). ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მათ ლიტერატურას გაეცნობით. More

სტამბოლის უცნაური ფიქრები

34312392კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში – მევლუდის ქალაქში! დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ორჰან ბეი ისევ სტამბოლზე გვიამბობს. მოხეტიალე გამყიდველი და მისი მრავალფეროვანი ოჯახი სწორედ იმიტომ გადმოგვცემენ საკუთარი (ჩემო მოკრძალებული აზრით, ძალიან საინტერესო) ცხოვრების ამბავს, რომ სტამბოლის მრავალწლიანმა ისტორიამ ჩვენს თვალწინ გაირბინოს. ჩვენც მათთან ერთად მივუყვებით ძველი ქალაქის ქუჩებს, თითქოს შევიგრძნობთ ბოზას გემოსა და ქაბაბის სურნელს, მევლუდთან ერთად ვუგდებთ ყურს უცნაურ ფიქრებს, ვუყურებთ, თუ როგორ იცვლება ქალაქი 1969 წლიდან 2012 წლამდე, ათასგვარ საქმეს ვკიდებთ ხელს, უამრავ ადამიანს ვხვდებით და საბოლოოდ იცით რას ვაცნობიერებთ? ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქალაქშიც, ქვეყანაშიც… შეიძლება სტამბოლის ქუჩები სამხედრო აჯანყებებმა, რუსეთისა და ჩინეთის მომხრე  კომუნისტებისა და ისლამისტების გამოსვლებმა მოიცვას, ოჯახური საკვები და სასმელი ქარხნულმა შეცვალოს, მიწურები კი – ცათამბრჯენებმა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ყოველთვის იგივე დარჩება. ეს რაღაც კი სტამბოლის სულია, მისი უცნაური ფიქრები… ბედისწერა, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიახვედრებს უბრალო გამყიდველს, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება… More

ღირსება აღმოსავლურად

რას ნიშნავს თქვენთვის “ღირსება”? რა თქმა უნდა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით, თუმცა კი არსი ინდივიდუალურად გვესმის. პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია ღირსების იმგვარი გაგება, როგორც ეს ელიფ შაფაქის წიგნშია (წიგნიც ხომ სწორედ ამიტომ დაიწერა – ეს რომ დაეგმო). თქვენ კი თავად უნდა გადაწყვიტოთ… თუმცა თუ ოდნავ მაინც დაეჭვდებით, აუცილებლად შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ელიფი გვაცნობს. More

საშემოდგომო მოგზაურობები

1456744_487675647931357_817896431_nჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? More

სტამბოლელი ნაბიჭვარი

shop_product_image_155331[1]1915 წელი, სტამბოლი… თურქი ნაციონალისტები სომხებს გადასახლებაში მიერეკებიან და გზაში ხოცავენ… მათ შორისაა მწერალი ჰოვანეს სტამბოლელიც, რომელიც შინ აღარასდროს დაბრუნებულა…

სომეხთა გენოციდიდან ათეულობით წლის შემდეგ ჰოვანესის უმცროსი შვილი შუშანა ჩახმახჩიანი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის წარსულს გაემიჯნა, მაგრამ მისი შვილიშვილი არმანუში ისტორიას ვერაფრით ივიწყებს და წინაპართა ქალაქში მიემგზავრება, სადაც სტამბოლელი ნაბიჭვრის – ასია კაზანჯის – ოჯახი ცხოვრობს. კაზანჯები ჩახმახჩიანებზე არანაკლებ “კოლექტიურად” ცხოვრობენ. მათი ერთადერთი მამაკაცი ამერიკაში გადასახლდა და ახლა მათთან სრული მატრიარქატი სუფევს. თითქოს ჩახმახჩიანებსა და კაზანჯებს საერთო სტამბოლური ისტორიის გარდა არაფერი აკავშირებთ (თუ ცხოვრების წესს არ ჩავთვლით, რაც, სხვათაშორის, ჩვენც თითქმის იდენტური გვაქვს), თუმცა არავინ იცის რას მალავს წარსული…ორი ოჯახის ბედისწერა სტამბოლის სანელებლების სურნელით გაჯერებულ ქუჩებში გადაიკვეთება და არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა… More

შემოდგომა თურქეთში

561873_476054802426775_1884403756_nორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივმა თურქმა სტუდენტმა წიგნი წაიკითხა და ამ წიგნმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დღიდან ის გზას დაადგა – უმისამართოდ, უმიზნოდ… გადადიოდა ავტობუსიდან ავტობუსში, გზაში უყურებდა ფილმებს და მიდიოდა ახალი ცხოვრებისკენ… მისი წარსული და მომავალი ისევე განადგურდა, როგორც ამ წიგნის ყველა მკითხველის… ახალი ცხოვრების ნაცვლად კი უცნაურ სიყვარულს და უცნაურ შეთქმულებას გადააწყდა… არარეალურ სამყაროშიც კი ყველაფერი ოცნებას არ ჰგავს და ახალი სიცოცხლეც ძალიან გვიან მოდის. მით უფრო, თურქეთში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე… More

ორჰან ბეის შავი წიგნი

“ქალაქისა და ცხოვრების მიერ დაფარული საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ ასე, ისტორიების მოყოლით, შეიძლება.”

ორჰან ფამუქი ჩემი ძველი “მეგობარია”. მისი გმირები ყოველთვის ძალიან საინტერესო “მოგზაურობებში” გვიწვევენ. ამჯერად გალიპ ბეიმ ( რომლის სახელიც გამარჯვებას ნიშნავს) ცოლი რუია (“ოცნება”) და ბიძაშვილი ჯელალი (“დიდება”) დაკარგა! და მათ ძებნაში მასთან ერთად სტამბოლიც ჩაერთო – ჭეშმარიტად ფანტასტიკური ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაიჭედა და დროთა სვლაში დაიკარგა. ორჰან ბეის სტამბოლში ტრადიციულად თოვს და ზამთრის ძილში ჩაძირული ქალაქი გაზაფხულს, გამოღვიძებას ელოდება. მანამდე კი მის ქუჩებში მოხეტიალე ადამიანები სიზმრებს ჰგვანან. ასეთივე ადამიანია გალიპიც, რომელიც “ოცნებისა” და “დიდების” ძებნაში საკუთარ თავს კარგავს და პოულობს… More

Previous Older Entries