თოვლი საკურას ყვავილობისას

გიყვართ იაპონური ლიტერატურა? და იუკიო მიშიმა? მაშინ გეცოდინებათ, რომ მასზე საუბარი რთულია… მისი პროზა უბრალოდ უნდა იგრძნოთ… საკუთარი თვალით უნდა დაინახოთ თოვლის ფანტელები აყვავებული საკურას ფონზე… თავად უნდა შეიგრძნოთ ის, რასაც გრძნობენ კიო და სატოკო, რომლებიც თითქოს თოვლის საფარის ქვეშ ცდილობენ შემალვას… ცდილობენ ქარბუქში დამალონ საკუთარი აკრძალული სიყვარული (სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი მივხვდი, რატომ იყო ეს აკრძალული, მაგრამ შემდეგ მათი ასაკი გამახსენდა და ყველაფერი დალაგდა), არარსებული მომავალი… მაგრამ თოვლი დნება… დნება იაპონიის წარსულიც, მაგრამ ნელა… ძალიან ნელა… მანამდე კი სიყვარული ისევ აკრძალული ხილია… სულის ერთადერთი ნავსაყუდელი – ტაძარი… შეყვარებულთა გულები კი მარადისობაში ერთიანდებიან… ასე თუ ისე, ეს მაინც ასეა… მაშინაც, დღესაც, მომავალშიც… მეტი

იუკიო მიშიმას აღსარება

გაიცანით – ეს კიმია! ის ნიღბის მიღმა ცხოვრობს და აღსარებას გვაბარებს! ის იუკიო მიშიმაა (აკი მწერლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკაა) და საკუთარ სულს აშიშვლებს! თუ მწერლის ბიოგრაფიას იცნობთ, საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ეს სწორედ ასეა – მიშიმა “ნიღბის აღსარებაში” საკუთარ განცდებზე გვიამბობს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ბოლომდე არ იშორებს მას (წიგნის ბოლოს ამაში დარწმუნდებით… ზოგადად მიშიმას ცხოვრებას თუ დააკვირდებით, მაშინაც)… ნიღბის უკანა მხრიდან ისმის ხმა, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება კიმი, როგორ აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ მიდრეკილებებს, როგორ ებრძვის ამას და როგორ ირგებს ნიღაბს, რომელიც მას “ნორმალურ იერს” ანიჭებს… მაგრამ აქვს კი ამას აზრი? დიახ, საზოგადოებას ის “ჩვეულებრივი” ჰგონია (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშიმა 1925 წელს იაპონიაში დაიბადა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი “განსხვავებულობა” უკვე იყო დანაშაული), მაგრამ ოდესმე ხომ მაინც დგება დრო, როდესაც ის მარტო რჩება? და მაშინ? რამდენად შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ნიღბის მიღმა? არ ვიცი… ეს თავად კიმს ჰკითხეთ… და პირველ რიგში, საკუთარ თავს… ალბათ ამიტომაც დაწერა იუკიო მიშიმამ ეს წიგნი… იმ კითხვის დასასმელად, რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს… მეტი

იაპონური სილამაზე

იაპონური პროზა განსაკუთრებულია… განსაკუთრებით ლამაზი… ამ ქვეყანას სულ სხვაგვარი “ხიბლი” აქვს და ყველაფერი ისეთივე მშვენიერი გვეჩვენება, როგორიც აყვავებული საკურაა… ყველაფერი ისეთივე მელოდიური, როგორიც ჰოკუა… მეტი

ფერადი ცუკურუ ტაძაკი

ლიტერატურის მოყვარულები ალბათ ჰარუკი მურაკამის კარგად იცნობთ (აწ უკვე რამდენიმე წელია მის შესაძლო “განობელებასაც” კი იუწყებიან) და მის ახალ წიგნებსაც ელოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰარუკი-სანი ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორის არ არის, მეც დიდი ინტერესით ვაკვირდები მის შემოქმედებას – რა თქმა უნდა, ზოგი წიგნი მეტად მომწონს, ზოგი – ნაკლებად (ჩემი გემოვნების შესაბამისად). ასეთივე შემთხვევა გახლდათ “უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები”… თუმცა ამჯერად მოსალოდნელზე უფრო დიდი სიამოვნება მივიღე… მეტი

მთის კვნესა

იასუნარი კავაბატა განსაკუთრებული მწერალია, განსაკუთრებულად “იაპონური” მწერალი. დღეს, როდესაც იაპონია ყველაზე თანამედროვე ქვეყანაა და მთელი მსოფლიო მათი ტექნიკით სარგებლობითა და ჰარუკი მურაკამის წიგნების კითხვითაა დაკავებული, თითქოს კავაბატას სტილი მოძველებული უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. განა შეიძლება, რომ ჰოკუმ სილამაზე დაკარგოს? ზუსტად ასევეა იასუნარის პროზაც. მიუხედავად იმისა, რომ “მთის კვნესაში” (სხვაგანაც) ის ჩვენს დროზე მოგვითხრობს, წიგნის ფურცლებიდან მაინც ნამდვილი ძველი იაპონია მოსჩანს – თავისი ბუნებით (არ შეგეშინდეთ – კავაბატა გრძელ ბუნების აღწერებს არ გვთავაზობს, თუმცა კითხვის პროცესში თითქოს საკუთარი თვალით ხედავთ აყვავებულ ხეებს), სიმშვიდით, რთული ურთიერთობებითა და ფიქრებით. მეტი

მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა

ვასიკო კეჟერაძეს თუ დავესესხებით, წიგნებს მხოლოდ დროის გასაყვანად არ ვკითხულობთ. ლიტერატურა ისეთი რამაა, რასაც ბევრი ფიქრი სჭირდება – თუნდაც მგზავრობისას ან მაშინ, როდესაც მაღაზიაში თქვენს რიგს ელოდებით. თუ ამ თითქოსდა უაზრო დროს “მოგზაურობას” დაუთმობთ, არასდროს მოგწყინდებათ… აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება არ იცოდე რა ქნა, თუ მანამდე მეგზურად იუკიო მიშიმა აირჩიე? რა თქმა უნდა, არა. “მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა” ისეთ სამყაროში გადაგიყვანთ, რომელსაც დიდხანს ვერ დააღწევთ თავს… მეტი

ნორვეგიული ტყე

“…I once had a girl, or should I say, she once had me…” – The Beatles – “Norwegian Wood”

shop_product_image_1490291[1]გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორი იქნებოდა ზრდასრული ჰოლდენ კოლფილდი? ალბათ ძალიან ბანალურ ამერიკელად იქცეოდა – შესამჩნევი ღიპით, მოსაწყენად სტაბილური ცხოვრებით და ტრივიალური ფიქრებით, რომლებსაც არაფერი ექნებოდათ საერთო იხვების გადაფრენასა და ჭვავის ყანასთან… თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჰოლდენის მსგავსი ადამიანები არასდროს იზრდებიან – ზოგჯერ პირდაპირი გაგებით, ზოგჯერ კი – გადატანითი მნიშვნელობით… ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ განწირულია იმისთვის, რომ არასდროს გაიზარდოს, ზოგი კი პირიქით – იზრდება და უყურებს, როგორ რჩებიან სხვები მარად ახალგაზრდებად. ასეთ ადამიანებზე გვიყვება ჰარუკი მურაკამიც – კაცი, რომლის წიგნებიც ერთდროულად არის თანამედროვეც და საოცრად “ძველ-იაპონურიც”… მეტი

იაპონური პალატა №6

12977244_550222305158415_8035380649104247321_oიაპონიაში ორი უცნაური ადამიანი ცხოვრობს. კავაშიმა ყინულის სამტვრევით “ებრძვის” საკუთარ დანგრეულ ფსიქიკას, ჩიაკის კი უფრო უცნაური იარაღი შეურჩევია – პირსინგი. ერთი შეხედვით, კავაშიმა სამაგალითო მეოჯახე და საკუთარი საქმის პროფესიოანალია, ჩიაკის პროფესია მთლად “ჩვეულებრივი” არ არის, თუმცა მეძავობაში “საშინელი” არაფერია. საშინელებები მოგვიანებით იწყება – კავაშიმასა და ჩიაკის შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ… უფრო სწორად, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო – კავაშიმასა და ჩიაკის ბავშვობაში. დედის ცემას მიჩვეულმა და შემდეგ ობოლთა თავშესაფარში გამომწყვდეულმა კავაშიმამ საკუთარი წვრილ ნატეხებად ქცეული ფსიქიკა ვეღარ ააწყო – მოსიყვარულე ცოლისა და შვილის გვერდითაც კი. ვერც მოძალადე მამის მსხვერპლად ქცეულმა ჩიაკიმ შეძლო “გახვრეტილი” სულის გამთელება და ამ ორი ადამიანის შეხვედრა იაპონურ პალატა №6-ად იქცა – ჩაკეტილ სივრცედ, სადაც ორი გაუწონასწორებელი ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს (რომელიც ძალადობამ დაანგრია) გადარჩენას ცდილობს და ამ მცდელობაში (რომელიც შესაძლოა სისხლისღვრად გადაიქცეს) ჩვენც გვითრევს. ჩვენც პალატა №6-ში ვართ! ჩვენც გვეწყება ძვრები ფსიქიკაში! მეტი

ნაჩქარევი კოცნის ხიბლი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

მეტი

ცხოვრება მსახურთუხუცესისა

1525074954კაზუო იშიგურო იშვიათი მწერალია… მის პროზაში იაპონურ და ბრიტანულ მოტივებს ერთად შევიგრძნობთ და იმიტომ… ალბათ ეს მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მისი წიგნების კითხვისას თვალწინ ყოველთვის თოვლიანი პეიზაჟი მიდგას… კიდევ იმას, რომ მისი ნაამბობი მსახურთუხუცესის შესახებ ასეთი რეალური და საინტერესოა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). მსახურის სტატუსი ხომ იშიგუროს ორივე სამშობლოში დიდად დაფასებული გახლავთ. მსახურთუხუცესი სტივენსიც ჭეშმარიტი ბრიტანელია და ამასთანავე იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მრავლად აქვს – უანგაროდ ემსახურება საკუთარ საქმესა და ბატონს. მისი საქმიანობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ვერც პირად ცხოვრებაზე ფიქრობს, ვერც სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული მამისთვის იცლის და ვერც ლორდი დარლინგტონის უარყოფით მხარეებს ამჩნევს… სანამ ბატონი ცოცხალია, ის მისთვის ყველაფერია (იაპონელები ხომ ბატონთან ერთად იხოცებიან) და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იყურება უკან – საკუთარი, ევროპისა და გარშემომყოფთა წარსულისკენ… მეტი

Previous Older Entries