კონფორმისტი მარჩელო

კონფორმიზმი – ერთგვარობა, უძრაობა, შემთანხმებლობა (უცხო ენათა ლექსიკონი)

მარჩელო კლერიჩი კონფორმისტია… მარჩელო კლერიჩი კონფორმისტად საზოგადოებამ აქცია… ან იქნებ ის დაბადებიდან კონფორმისტი იყო… ეს არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ მუდმივ ოჯახურ კონფლიქტში აღზრდილი (უფრო კი გაზრდილი) ბავშვი, რომელიც ცხოველებს ხოცავს და ამის გამართლებას მეგობრის ანალოგიური ქმედებით ცდილობს, თანატოლებისა და მოძალადის მსხვერპლად და შემდეგ მკვლელად ქცეული მოზარდი (ნუ გეშინიათ, არ გასპოილერებთ. წიგნი ფაქტობრივად ამით იწყება), დუჩეს ხელისუფლების ჩინოვნიკი და სპევიალური მისიით პარიზში მივლენილი საიდუმლო პოლიციის აგენტი, “ბედნიერი” ქმარი და მამა მთელს ცხოვრებას იმისთვის ბრძოლაში ატარებს, რომ სხვებს დაემსგავსოს. სწორედ ამიტომ აკეთებს ყველაფერს ზუსტად ასე და არა სხვაგვარად… ზუსტად ამიტომ ცდილობს, რომ ჰგავდეს მასას… სწორედ იმიტომ, რომ ის კონფორმისტია… More

Advertisements

ღამე მუზეუმში ეკოსთან ერთად

გახსოვთ, ორ წელზე მეტი ხნის წინ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარაზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ გამომცემლობა “დიოგენე” ქართულ თარგმანს ამზადებდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველად წაკითხვის სიამოვნება უკვე წარსულს ჩაბარდა, მეც დიდი ინტერესით ველოდი ამ გამოცემას. ამის მიზეზი თავად წიგნის “აუცილებლობა” და ხათუნა ცხადაძის თარგმანი გახლდათ (სინიორ უმბერტოს იდეალურად რომ აქართულებს). და აი, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! ჩვენ უკვე გვაქვს დიდებული წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა (თან არჩევანის საშუალებაც – “Et cetera”-ს სერიის გამოცემას მივანიჭოთ უპირატესობა თუ შეზღუდული ტირაჟით გამოსულ მაგარყდიანს)! More

იტალიელი ქუჩის ბიჭები

book_56021770d8422[1]გიყვართ ძველი იტალიური ფილმები? ჩემთვის ისინი მაშინდელ (ზოგადად მგონია, რომ ახლა ისეთ დიდებულ ფილმებს იშვიათად იღებენ, თუმცა ეს სხვა თემაა) ჰოლივუდის კინოს არ ჩამოუვარდება. ალბათ ყველა კინომოყვარული იცნობს ფედერიკო ფელინის, ლუკინო ვისკონტის, ვიტორიო დე სიკას, რობერტო როსელინის… და, რა თქმა უნდა, პიერ პაოლო პაზოლინის – “ოიდიპოსის”, “მედეას”, დაუვიწყარი “მამა რომასა” და სხვა შედევრების ავტორს. ისიც ბევრს ეცოდინება, რომ ის მხოლოდ კამერის უკანა მხრიდან არ ქმნიდა ფილმებს – წერდა სცენარებს (მათ შორის, სხვა დიდი რეჟისორების ფილმებისთვის), ლექსებსა და პროზას. და აი, გამომცემლობა “დიოგენემ” მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეცნო მწერალი პიერ პაოლო პაზოლინი და თავად შეგვექმნა წარმოსახვაში ნამდვილი იტალიური ფილმი. More

როგორ შევქმნათ მტრის ხატი

11253[1]გიყვართ ე.წ. non-fiction? ზოგადად ხელოვნება (მათ შორის ლიტერატურაც), რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, თუმცა ეს ჟანრი განსაკუთრებით “პრეტენზიული” მგონია. ძნელია მართლაც საინტერესო ნამუშევრის პოვნა. მით უფრო კი – მწერლის, რომელიც თანაბრად კარგად წერს მხატვრულ და არამხატვრულ წიგნებს. პირადად მე ახლა მხოლოდ ორი მახსენდება. მათ შორის არის უმბერტო ეკოც, რომელიც ამ საქმეში ნამდვილი ოსტატია (მეორე ბორის აკუნინია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “გრიგოლ ჩხარტიშვილის” წიგნების მკითხველისთვის მისაწოდებლად “ბორის აკუნინსაც” იყენებს. ხალხი არამხატვრულ ნაწილს მხატვრულის ხათრით კითხულობს და იმიტომ)… გამონაკლისი არც “მტრის ხატის შექმნაა” – კრებული, რომელიც სრულიად განსხვავებულ თემებს ეხება. More

ცხოვრება თათრების უდაბნოში

30196663[1]სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს…” – ასეთია დინო ბუცატის შესანიშნავი წიგნის (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ასეთი შეფასება გადაჭარბებული არ არის) ოფიციალური ანოტაცია… თუმცა სინიორ დინოს ისტორია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის ცხოვრების ამბავი… ის ჩვენი – ყველას – ცხოვრების ამბავია… More

მოგზაურობა უხილავ ქალაქებში

12227622_919381178146483_6974430078800983352_nმარკო პოლო და ყუბილაი ყაენი… მაშინ, როდესაც ფანჯრის მიღმა წვიმიანი ღამეა, რა უნდა იყოს ამ ორი ადამიანის დიალოგის მოსმენაზე უფრო სასიამოვნო? ამ ყველაფერს კი ხიბლს ილუზია სძენს – ფანტაზია, რომელიც უხილავი ძაფებით რთავს უხილავ ქალაქებს და ქმნის უხილავ გზამკვლევს… More

მიკელეს არ ეშინია

მიკელეს არ ეშინია, მე კი მეშინია! მეშინია და თანაც ძალიან. მეშინია, რადგან ვიცი, რომ ნიკოლო ამანიტის მიერ მოთხრობილი ამბავი სულაც არ არის გამოგონილი. ასეთი საშინელებები ხომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება – იმდენად ხშირად, რომ მარტივადაც კი ვუყურებთ. თითქმის ყოველდღიურად ტელევიზორის წინ მოკალათებულებს გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მორიგი თავდასხმის, მკვლელობის, გატაცების შესახებ. ჩვენც მშვიდი სახით და ყოველგვარი ემოციის გარეშე გამოვთქვამთ წუხილს მომხდარის გამო, ვბუზღუნებთ, რომ ახალ ამბებში სულ ცუდ ამბებზე საუბრობენ და გასართობ არხზე ვრთავთ. ამ დროს კი შეიძლება ერთი შეუმჩნეველი ქალაქის მიყრუებულ ადგილზე პატარა ბიჭმა შემთხვევით ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაც სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას. More

საცდელი ნომერი

33289197რას ფიქრობთ მედიაზე? ალბათ ამ ძლევამოსილი სფეროს შესახებ ჩემსავით არაერთგვაროვანი აზრი გაქვთ, თუმცა თუ “საცდელ ნომერს” გადაშლით, კიდევ უფრო დაიბნევით. რატომ? იმიტომ, რომ სინიორ უმბერტო იმ გაზეთის რედაქციაში ამოგაყოფინებთ თავს, რომლის გამოსვლაც ცალსახად გამორიცხულია. მეტიც – ის სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არ გამოვიდეს. უნცაურად გეჩვენებათ? სინამდვილეში მთელი ეს ამბავი ძალიან რეალურად გამოიყურება – ჟურნალისტიკაში სრულიად შემთხვევით მოხვედრილი კოლონაც, სულით გამომძიებელი ბრაგადოჩოც, მეოცნებე მაიაც, ჩამშვები ლიუდიჩიც და თვით “ოლიგარქის მონა” მთავარი რედაქტორიც კი… თქვენ წარმოიდგინეთ და ბენიტო მუსოლინის ვითომდა გადარჩენის ისტორიაც ძალიან ჰგავს სინამდვილეს… ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს – უმბერტო ეკო ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და გამონაგონს ისეთი გემოვნებით აზავებს ფაქტებთან (ამას შესანიშნავი იუმორიც დაურთეთ – ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები რომ შემაწუხებინა და ხან ჩაძინებული მეზობლები:) ), რომ ზღვარი იშლება და რჩება ერთი ამბავი გაზეთისა, რომელსაც “ხვალ” უნდა რქმეოდა და “გუშინ” კი დაერქვა…

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ბოლო აღმოჩნდა… სინიორ უმბერტო უკვე მარადისობაშია, ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნს ქართულადაც ვიხილავთ.

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ “დიოგენემ” სინიორ უმბერტოს ბოლო წიგნი სერია “Et cetera”-ს ფარგლებში გამსოცა.

ეკოს კუნძული

გახსოვთ დონ კიხოტი? რა თქმა უნდა, გახსოვთ. მისი “უცნაური” თავგადასავლები და სიყვარული ყველა ლიტერატურის მოყვარულმა (სხვებმაც) კარგად იცის. ჰოდა, ახლა რობერტ დე ლა გრივზე მინდა გიამბოთ, რომელიც ძალიან ჰგავს მას.

როგორც ჩანს, წარსულში “ჭეშმარიტი” მამაკაცის დამახასიათებლად “შორით მიჯნურობა” და “ვაჟკაცური ბრძოლა” ითვლებოდა. ჩვენი რობერტიც გემის დაღუპვის შემდეგ სწორედ ამ ტიპის “გმირობებს” იგონებს… მე, როგორც რომანტიზმისგან ძალიან შორს მყოფი ადამიანი, “რომანულ” ეპიზოდებს დიდი აღტაცებით ვერ შევხვდი, ვერც გამონაგონისა და რეალობის “ძველებურ” აღრევას. სამაგიეროდ, ძალიან მესიამოვნა რიშელიესთან შეხვედრა (ძველი ნაცნობობის ხათრით). More

ოთხი ამბავი დიქტატურაზე

მიხეილ ბულგაკოვის “ზოიკას ბინა” – ზოიკა ნეპის ეპოქაში ცხოვრობს, მაგრამ დღესაც იცხოვრებდა… ზოიკას ბინას უყოფენ და იძულებულია “ბიზნესმენი” გახდეს… ზოიკა ნამდვილი საბჭოთა ქალია, რომელიც დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და თავის გატანას ცდილობს – ყალბი საბუთები, ქრთამი, ნეპოტიზმი და სხვა მაქინაციები მისი “ფირმისთვის” არაფერია… ზოიკა სხვანაირად ვერ იარსებებს – ეს სსრკ-ა! More

Previous Older Entries