მარკესის სამყარო

მაკონდოში წვიმს… წვიმს და წვიმის წვეთებს მიჰყვებიან ბუენდიები… ხის ქვეშ ზის ხოსე არკადიო… ურსულა ბრმად იკვლევს გზას სახლში და იმ დღეს წყევლის, როცა “უმანკოების ქამარი” გაიხადა… პოლკოვნიკი აურელიანო საკუთარ შექმნილ წრეში ზის, ოქროს თევზებს აკეთებს და იმ დღეს იხსენებს, როცა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომმა ის შორეული საღამო გაიხსენა, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად… ამარანტა საკუთარ სუდარას ქსოვს და აღსასრულს ელოდება… მშვენიერი რემედიოსი ქარს მიჰყვება… ნელ-ნელა იცვლება დრო, მაგრამ უცვლელია მაკონდო, მარტოობა და წინასწარმეტყველება, რომ “„გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანსაკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“… More

ფოთოლცვენა მაკონდოში

12308390_929003447187648_6493103757573381250_nმაკონდოში ფოთოლცვენა დაიწყო… ცვივა ყვითელი ფოთლები და მათ მიჰყვება ყველასგან მიტოვებული ექიმის სიცოცხლეც… ის ტოვებს სამყაროს და გამცილებლად მხოლოდ სამი ადამიანი ჰყავს – პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი და შვილიშვილი… თუმცა სინამდვილეში მას მილიონობით ადამიანი აცილებს. მას ვაცილებთ ჩვენ და მასთან ერთად ვაცილებთ მაკონდოს 25-წლიან ისტორიას. სამი თაობის მოგონებების ფონზე ჩვენს თვალწინ კადრებად მიედინება ამბები სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღირსებაზე, ვნებაზე, მოვალეობაზე, სიმიმაცეზე, სიკვდილსა და სიძულვილზე… და, რაც მთავარია, მარტოობაზე… მარტოობაზე, რომელიც ას წელიწადს გაგრძელდა და რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… ვერასდროს დავივიწყებთ ხანას, როდესაც პოლკოვნიკს არავინ სწერდა, აურელიანო ბუენდია კი დახვრეტის მოლოდინში წარსულს იხსენებდა… ხანას, როდესაც მაკონდოელთა სულში წვიმდა და ფოთლები ცვიოდა… More

ერთი ტყვეობის ამბავი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 1990-იანი წლების კოლუმბიაში! ვერ დაგპირდებით, რომ მარკესი სახალისო მოგზაურობას გპირდებათ, მაგრამ ძალიან საინტერესო თავგადასავალი კი უთუოდ გელით! რატომ? იმიტომ, რომ თქვენ გაგიტაცებენ! დიახ, არ ვაჭარბებ. თქვენ ჟურნალისტ მარუხა პაჩონთან ერთად დაგატყვევებენ და პირველი ფურცლიდან უკანასკნელ გვერდამდე მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ – გადარჩება მარუხა და შესაბამისად თქვენც? თუ მასაც იგივე ბედი ელის, რაც ზოგიერთ ტყვეს… მასაც ტყვიას დაახლიან, თუ დაინდობენ და ოჯახთან დააბრუნებენ? დროზე ადრე ამ

მარუხა პაჩონი მეუღლესთან ერთად

კითხვაზე პასუხი თვით ცნობილმა პაბლო ესკობარმაც კი არ იცის. ის გადაწყვეტილებას სულ ბოლოს მიიღებს, მანამდე კი ძალიან ბევრი რამ გელით – ტყვეთა სასოწარკვეთა, ძალადობა, გაქცევა, ბევრი სისხლი და სულ ცოტა იმედი… იმედი იმისა, რომ ერთ დღეს მაფიასაც მოამტვრევენ გრძელ ხელებს… ნარკოდილერების “ბიზნესს” აუცილებლად მოუღებენ ბოლოს ექსტრადიციის შესახებ მიღებული კანონით თუ მის გარეშე… მაგრამ მანამდე ბევრს მოკლავენ, ბევრს დაატყვევებენ… და რა მოუვა მარუხას? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ… ნახოთ და განიცადოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.

საშემოდგომო მოგზაურობები

1456744_487675647931357_817896431_nჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? More

“ახალი” მარკესი

10686929_367139506779105_9007287457508464131_nლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ ნობელის პრემიის კოლუმბიელი ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ძალიანაც დაგვწყვიტა გული. თუმცა დიდი მწერლები არასდროს მიდიან. მათი წიგნები ყოველთვის ჩვენთან არიან… და აი ახლაც მის სამ წიგნზე მინდა გიამბოთ.

“საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ” ერთი შეხედვით ძალიან ბანალურ თემას ეძღვნება. გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილ ერთადერთ ადამიანზე უამრავი წიგნი თუ ფილმი შექმნილა. თუმცა მარკესმა მოახერხა ჩემი დაინტერესება. რადგან თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, გასაგებია, რომ გმირი გადარჩება, მაგრამ მისი სვლა ამ გადარჩენისკენ მოულოდნელად საინტერესოა… More

აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… More