ტომ სოიერისა და ჰეკ ფინის დაბრუნება

ბავშვობაში სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარდათ ლიტერატურა, ტომ სოიერი და ჰეკ ფინი არ დაგავიწყდებოდათ. მათი თავგადასავლები ხომ ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია. მათთან ერთად ვატარებდით 90-იანების ბნელ ღამეებს და სანთლის შუქზე მივუყვებოდით გზას გამოქვაბულის სიღმეებში ან მისისიპის გასწვრივ, გულიანად ვიცინოდით (დღემდე ვერ ვიკავებ თავს, როცა ტომის თითის ამბავი მახსენდება) ვებრძოდით უსამართლობას და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვიმარჯვებდით…. More

Advertisements

დოსტოევსკი და და ვინჩი ფროიდის თვალით

ზიგმუნდ ფროიდის შესახებ ალბათ ყველას სმენია, თუმცა მისი ნაშრომების გაცნობა მარტივი საქმე არ გახლავთ. კარლ გუსტავ იუნგის მსგავსად, ისიც ფსიქოანალიზის სიღრმეებში გვეპატიჟება და ხშირად საკამათო იდეებს გვთავაზობს (ოღონდ ერთ ცნობილ ადამიანს ნუ მივბაძავთ და ნუ გავაკრიტიკებთ))), მათ შორის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანების შესახებ. More

45+45 წუთში ჩატეული ცხოვრება

„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)

ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 16 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და “მილანის” – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “არტანუჯის” სტენდზე თვალომოკრულმა “მწვანე მოედანმა” მაშინვე მიმიზიდა და სანამ თან არ წამოვიღე, არც “გამიშვა”… More

დიურენმატის სამყარო

ფრიდრიხ დიურენმატი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ავარია” წავიკითხე და “ვიზიტი” ვნახე… და ახლა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. More

Homo Schaad

გაიცანით – ეს ფელიქს შაადია! ის “შტილერის” და კაფკას “პროცესის” გმირებივით განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ოღონდ მათგან განსხვავებით მისი ბრალდება ცალსახაა – მას ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ! მისი მეუღლე, რომელიც განქორწინების შემდეგ მეძავი გახდა, მოკლული იპოვეს. კრიმინალად ყოფილი ქმარი შერაცხეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს (არ შეშინდეთ, ეს სპოილერი არაა)… და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი… More

ვიქნები თუნდაც შტილერი

ვინ არის შტილერი? ის მოქანდაკეა, ამავე დროს მშვენიერი ბალერინის ქმარი, სიბილას საყვარელი, შვეიცარიის მოქალაქე… მაგრამ არსებობს კი ის? ოფიციალურად შტილერი ექვსი წლის წინ დაიკარგა, თუმცა ახლა “შტილერობაში” ბრალს ამერიკის მოქალაქეს – ვაითს – სდებენ… არის კი ის გაუჩინარებული შტილერი? თუ სინამდვილეში ის ამერიკელია და მისი ცხოვრება თავგადასვლებითაა სავსე? More

სალმანი ბავშვებისთვის

სალმან რუშდის ალბათ ყველა მკითხველი იცნობს. ზოგს მეტად მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, თუმცა მისი ცხოვრების არაორდინალური ისტორიის შესახებ მაინც ყველას სმენია – ის ხომ “ჩვეულებრივი” ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარა. უბრალოდ კი არ აიკრძალა მისი წიგნი, არამედ პირდაპირ მას – თავად ავტორს – მიესაჯა სიკვდილი. ასეთი ამბის გადატანა არც მისთვის იყო ადვილი, არც მისი მეუღლეებისთვის (ერთი რამ კია “უცნაური” – მიუხედავად ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებისა სალმანი არასდროს არაფერს დაჰკლებია და პირადი ცხოვრებაც არ დავიწყებია) და განსაკუთრებით შვილებისთვის, თუმცა მწერალი მამა ხომ იმით გამოირჩევა სხვა პროფესიის მამებისგან, რომ ყოველთვის მზად აქვს “მხსნელი”, “გამამხნევებელი” ამბები. სწორედ ასეთი თავგადასავლები შეუქმნა სალმანმა თავის შვილებს ზაფარსა და მილანს და მათთვის დაწერა წიგნები ისტორიების მთქმელ მამასა და მის ორ შვილზე. More

ჩხერკეთელაობა

ნარკომანიაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი. ეს თემა ერთგვარად გაცვეთილიც კია კინოსა და ლიტერატურაში, თუმცა მაინც არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც ღრმად აღწევენ ჩვენს გონებაში და დაუვიწყარ ემოციას იწვევენ. სწორედ ასეთი ნაწარმოები შექმნა ირვინ უელშმა… More

ნილ გეიმანის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნილ გეიმანის სამყაროში! თუ ჯადოსნური ფენტეზი გიზიდავთ, ეს ნამდვილად სათქვენო ადგილია! More

სასაფლაოს წიგნი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასაფლაოზე! ფიქრობთ, რომ სასაფლაო და სიკეთე ანტონიმებია? სულაც არა! ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როდესაც იქ მცხოვრებ სულებს გაიცნობთ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ადგილი, რომელიც საშიში უნდა იყოს, სინამდვილეში სასიამოვნოა… More

Previous Older Entries