ტიტას სამზარეულოს წესები

ავიღოთ ერთი ჭიქა სამხრეთამერიკული ლიტერატურა, დავუმატოთ ლაურა ესკიველის ოსტატობა, ცოტაოდენი ლათინური “საპნის ოპერა” და მაგიური რეალიზმი… არ დაგვავიწყდეს ვნების მოზრდილი ნაჭერი და წიწაკა მომეტებულად… ოღონდ ფრთხილად – მოსახარშად შემოდგმული შოკოლადი არ აგვიდუღდეს, თორემ განაწყენებულ ადამიანს რისი გაკეთება შეუძლია, კარგად მოგეხსენებათ… არა? მაშინ ტიტას სამზარეულოში შეიხედეთ და გაიგებთ… More

ტროლებზე მონადირეები

ამბობენ, ბავშვობა ადამიანის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდიაო, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, ეს მთლად ასეც არაა. უკეთეს შემთხვევაში ეს წლები “სასკოლო” ერთფეროვნებით გამოირჩევა, უარესში კი ისეთი პრობლემები ახლავს თან, როგორიცაა მშობლებთან გაუცხოება ან თანატოლების მხრიდან ძალადობა… ზუსტად ასე ცხოვრობდნენ ჯიმი და ტობიც, მანამდე კი – უფროსი ჯიმ სტარჯესი, სანამ მათ ყოველდღიურობას მიწისქვეშიდან “შეარყევდნენ”… More

პედრო პარამო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმქვეყნიურ სამყაროში! პედრო პარამოს გაცნობა თუ გსურთ, სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ. ხუანიც ასე იქცევა – მისი ვაჟი. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყოთ – ორ ხუანს თუ გაჰყვებით, “ბნელი” თხრობისთვის მოემზადეთ (სხვა თუ არაფერი, მაგიური რეალიზმია). More