ყოფილხართ შუამიწეთში? გისწავლიათ ჰოგვორტსში? გიმღერიათ ოზში? გიბრძოლიათ ვესტეროსში, პანემში, ჯო აბერკრომბის სამყაროში? “გაგიშლიათ ბანქო” ამბერში? მოგისმენიათ საინტერესო ისტორიები ქვოს ფუნდუკში? შეგშინებიათ დერიში? გიცინიათ დისკოს სამყაროში? გიმართავთ ნარნია? ყოფილხართ სტუმრად მუმინების ხეობაში, საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ტყეში კრისტოფერ რობინთან ან ნევერლენდში პიტერ პენთან ერთად? მაშინ აუცილებლად უნდა შეიხედოთ ანჯეი საპკოვსკის სამყაროშიც, რადგან აქ შეხვდებით დაუვიწყარ ადამიანს – მხედვარ გერალტს! მეტი
მხედვარი გერალტი
26 აპრილი 2020 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ანჯეი საპკოვსკი, ბედისწერის მახვილი, გერალტი, ელფების სისხლი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მხედვარი, უკანასკნელი სურვილი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, წიგნები ბათუმში
შესანიშნავი ცხრიანი
23 დეკ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ელიზაბეთ ბირი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაიკ რეზნიკი, მარეკ ჰუბერატი, რობერტ სილვერბერგი, ტიმ პრატი, ურსულა ლე გუინი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში, ჯეკ ვენსი, ჰარლან ელისონი
ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამიოდე წლის წინ გამოცემული “8” რად ღირს). ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან კარგ ცხრა მოთხრობას აერთიანებს. მეტი
გომბროვიჩის პორნოგრაფია
25 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უკვდავი ბიბლიოთეკა, ქეთი ქანთარია, წიგნები ბათუმში
სანამ ახალ წიგნს გადაშლით, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას? სათაურს? მაშინ არ წაიკითხოთ ვიტოლდ გომბროვიჩის წიგნი, არ წაიკითხოთ! აქ ვერ ნახავთ სექსს, ვერც კოცნას… და სიშიშვლეს? აქ ვერ ნახავთ შიშველ სხეულს, მაგრამ ნახავთ უფრო მეტს – შიშველ ტვინს! დიახ, დიახ, ვიტოლდი და მისი მეგობარი ფრიდერიკი, რომლებიც ომის დროინდელ პოლონეთში სოფელს სტუმრობენ და ერთობ “უცნაურ” თამაშში ჩაებმებიან, ბოლომდე აშიშვლებენ საკუთარ ტვინს, გონებას, სულს… და განა ეს არ არის ჭეშმარიტი პორნოგრაფია? განა მათი სურვილი, რომ ერთმანეთისკენ უბიძგონ მოზარდებს – კაროლსა და ჰენიას, არ არის ერთგვარი ეროტიკა? და რას იტყვით ვიტოლდ გომბროვიჩზე, რომელსაც რეალურად არასდროს უნახავს ომი? იქნებ ესეც საკუთარი ქვეცნობიერის, საკუთარი მეორე “მეს” გაშიშვლებაა? და წიგნის ფურცლებზე დაღვრილი სისხლი, რომელსაც თითქოს არაფერი მოასწავებდა? და დასასრული? არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ამ წიგნზე, მაგრამ ერთი რამ კი ცალსახაა – ამაზე ვერ ისაუბრებთ, ეს უნდა წაიკითხოთ! მეტი
ნატურმორტი ლაგამით
25 იან 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ამბროსი გრიშიკაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზბიგნიევ ჰერბერტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატურმორტი ლაგამით, Laterna Magica
“პოლ ვალერი გვაფრთხილებდა: “პატიება უნდა ვითხოვოთ იმისთვის, რომ ვბედავთ მხატვრობაზე საუბარს”. მე კი ამ დროს ყოველთვის ისეთი გრძნობა მრჩებოდა, რომ უტაქტობას ჩავდიოდი.”
მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… თუმცა ზბიგნიევ ჰერბერტი არც კი ცდილობს ჩვენს იმპრესიებზე ზემოქმედებას… ის უბრალოდ ყვება… ყვება მათზე, ვინც ქმნიდა ნახატებს და არა მხოლოდ მათზე. მისი ნაამბობი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფერწერის თემაზე დაწერილი ესსეები. ესაა მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ისტორია და ჰოლანდიელთა ყოფა… სწორედ ამაზე გვიამბობს “ნატურმორტი ლაგამით” და სხვა, ბევრისთვის იქნებ უცნობი, ნახატები… ამიტომაცაა ასე საინტერესო ჰერბერტის კრებული… (საინტერესო და არა “უტაქტო” :))… იმდენად საინტერესო, რომ უკვე ნაცნობ შემოქმედებს (მაგალითად, ვერმეერს) თავიდან აღმოგაჩენინებთ, სხვებით კი ისე დაგაინტერესებთ, რომ მათ ხსენებულ ნახატებს მოიძიებთ… ალბათ პან ზბიგნიევსაც ეს უნდოდა, არა? მეტი
დაუვიწყარი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
27 დეკ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები, დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რუკები
დაახლოებით 20 წლის წინ ახალ წელს სხვა საჩუქრებთან ერთად თოვლის პაპამ წიგნი მომიტანა. ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა (მანამდეც და შემდეგაც მსგავსი საჩუქრის გარეშე არც ახალ წელს ჩაუვლია და არც სხვა “სასაჩუქრე” დღესასწაულს), რომ არა ერთი ფაქტი – სწორედ ბასტისა და ბუბუს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით დაედო სათავე ჩემს ინტერესს გეოგრაფიის მიმართ. მას შემდეგ რუკებითა და დროშებით “დახუნძლული” წიგნების თვალიერებას არაფერი მირჩევნია – მერე რა, რომ უკვე გავიზარდე და უფრო “სერიოზულ” საკითხავს ვეტანები… “დიოგენეს” მორიგმა საჩუქარმა კიდევ ერთხელ გამახსენა ბავშვობა და ისევ ძველებური გულმოდგინებით გავუდექი გზას… მეტი
დარიჩინის ქულბაქები
26 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ბრუნო შულცი, დარიჩინის ქულბაქები, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიამ ჩადუნელი
იცნობთ ბრუნო შულცს? პირადად მე ამ დრომდე მასზე არაფერი მსმენოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი წიგნი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოიცა, გვერდი ვერ ავუარე და “გავემგზავრე” დარიჩინის ქულბაქების მოსანახულებლად… მეტი
ედემ-ზე სტანისლავთან ერთად
11 აპრილი 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ედემი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სტანისლავ ლემი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ედემზე! გგონიათ, რომ ეს სახელი ყველაფერს ნათელს ჰფენს და პან სტანისლავმა სამოთხეში მიგიწვიათ? სულაც არა. პირიქით – თქვენ ინჟინერთან, ექიმთან, ქიმიკოსთან, ფიზიკოსთან, კოორდინატორსა და კიბერნეტიკოსთან ერთად ჯოჯოხეთში მოხვდით! დიახ, ჩემთვის ეს ცალსახად ჯოჯოხეთია. სხვა განმარტებას ვერ ვუძებნი ადგილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საოცარი სილამაზისა გახლდათ, რეალობაში საშინელი არსებებით აღმოჩნდა დასახლებული… თუმცა რა რის მათში ასეთი საშინელი? ალბათ ის, რომ მათი “უცნაური” გარეგნობა საოცრად დეტალურადაა აღწერილი და, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (აბა წარმოიდგინეთ, ორი სხეული ერთში)… სხვა ყველაფერი კი ძალიან “ჩვეულებრივია” – ექვსი ასტრონავტი ახალი პლანეტის დასათვალიერებლად გაემართა და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა უცხო არსებებთან (სავარაუდოდ – გონიერ არსებებთან), რომელთა ცივილიზაციაც, მე თუ მკითხავთ, დედამიწისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა (რაშია მსგავსება, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… როგორ დასრულდა მათი “კონფლიქტურ-მშვიდობიანი” ურთიერთობა, თავად ნახეთ… ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ედემი ნამდვილად საოცარი ადგილია… საოცრად საშინელი ადგილი… მეტი
ჯვაროსნები
28 მარ 2013 2 Comments
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:გრიუნვალდის ბრძოლა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პოლონეთი, ჯვაროსნები, ჰენრიკ სენკევიჩი
ამ ნაწარმოების წაკითხვა დიდი ხანია მინდა. სენკევიჩის “ვიდრე ჰხვალ?” იმდენად მომეწონა და ისეთმა “სანდო” მკითხველებმა მირჩიეს, რომ წინასწარვე დადებითად განვეწყვე “ჯვაროსნების” მიმართ. მაგრამ ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება 😉 მეტი
სექტემბრის მოგზაურობები
30 სექ 2012 11 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, პოლონური, რუსული, ფრანგული ტეგები:ალექსეი ტოლსტოი, ემილ ზოლა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პეტრე პირველი, რობერტ ასპრინი, სამნი ნავში, სარკე - მეგობარი სარკე - მტერი, სოლარისი, სტანისლავ ლემი, ხაფანგი, ჯერომ ჯერომი
სტანისლავ ლემის “სოლარისი” – ამ ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. ზოგადად ასეთ შეფასებებს ვერიდები (“შედევრის” და “გენიალურობის” გაგება სუბიექტური მგონია), მაგრამ “სოლარისის” შემთხვევაში მიჭირს არ დავეთანხმო. ალბათ წლებია ასეთი “რთული” აღარაფერი წამიკითხავს (თან კითხვის პროცესი ყველასთვის ცნობილ მოვლენებს დაემთხვა და რამდენიმე დღე უბრალოდ ვერ შევძელი გაგრძელება)… რთული გასაგებია, რა ელოდება კაცობრიობას, თუ ის თავის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციას მიატოვებს და სხვა ცივილიზაციის შესასწავლად გაემგზავრება… ეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც მოაზროვნე ოკეანესთან ცდილობს კავშირის დამყარებას და სოლარისტიკა ჰქვია… რეალურად საქმე მხოლოდ ახალ ცივილიზაციაში კი არა, ჩვენივე წარმოდგენაშია. ყველგან საკუთარ ანარეკლს ვეძებთ. ნამდვილები ჩავდივართ ახალ პლანეტებზე და ვერ ვეგუებით, როცა იქ სინამდვლე გვხვდება… ფსონი სოლარისტიკაზე კი არა, ჩვენივე გონების საზღვრებზე კეთდება… დეტალებს უკვე ლემი გიამბობთ (თუ ეს აქამდე არ გაუკეთებია), მე კი იმით დავკმაყოფილდებდი, რაც გავიგე. დანარჩენისთვის პლანეტა სოლარისზე წლების შემდეგ დავბრუნდები…
ჰენრიკ სენკევიჩი – “ვიდრე ჰხვალ?”
14 სექ 2011 16 Comments
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:არდადეგები, ვიდრე ჰხვალ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოციქულები, ნერონი, პავლე მოციქული, პოლონეთი, რომი, სექტემბერი, ქრიტიანობა, წმინდა პეტრე, ჰენრიკ სენკევიჩი
ტარას შევჩენკოსთან ერთად უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ ერთი “მეგობარი” ქვეყნის წარმომადგენელი გამეცნო. პოლონელმა ნობელიანტმა ჰენრიკ სენკევიჩმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი “ვიდრე ჰხვალ?” ნამდვილად იმსახურებდა პრემიას „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის”.
ნაწარმოების ფურცლებზე ვმოგზაურობთ ნერონის რომში. როგორც მწერალი წერდა, ტაციტუსის “ანალების” წაკითხვისას ის გრძნობდა, რომ უნდა აღეწერა ორი სამყაროს შეჯახება, რომელთაგან ერთი იყო ადმინისტრაციული მანქანა, მეორე კი წარმოადგენდა სულიერ სამყაროს. ჩემი აზრით, სენკევიჩს ეს გამოუვიდა. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი ისეთი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა რომის ხანძარი, რომელიც ნერონის ბრძანებით მოეწყო, ამ ხანძარში “დამნაშავე” ქრისტიანების დასჯა, რომის საიმპერატორო კარის ცხოვრება. მრავლადაა გამოგონილი ფაქტებიც, მათ შორის მთავარი გმირების – ვინიციუსისა და ლიგიას – სიყვარულის ამბავიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ქრისტიანების ცხოვრებისა და სიკვდილის ეპიზოდები იყო. ძველ რომში მოსახლეობა ქრისტიანებს გარყვნილ, მკვლელ და ბოროტ ადამიანებად მიიჩნევდა, მაგრამ ჯერ ქრისტიან გოგონაზე შეყვარებული ვინიციუსი და შემდეგ მთელი რომი მიხვდა, რომ ქრისტიანების ერთი ღმერთი მათ მრავალ ღმერთზე უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდა. მისი მიმდევრები მხოლოდ სიყვარულის სახელის მოქმედებდნენ და სასწაულებიც არ აყოვნებდა. პეტრე და პავლე მოციქულებმა სინათლის სხივი შემოიტანეს სისხლისმსმელი ნერონის მმართველობისას. მათთან ერთად ბევრი ქრისტიანი გააკრეს ჯვარზე, ცოცხლად დაწვეს, ველურ მხეცებს მიუგდეს, თავი მოჰკვეთეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შემკრთალა. ყველა მსხვერპლი გასხივოსნებული სახით მიდიოდა ღმერთთან. მათ შორის იყო პეტრე მოციქულიც, რომელიც მოწაფეთა თხოვნით რომის დატოვებას აპირებდა, მაგრამ გზაში ქრისტე გამოეცხადა და ჰკითხა: “ვიდრე ჰხვალ, უფალო?” (“საით მიდიხარ, უფალო?”). ქრისტემ უპასუხა: “რადგან შენ ტოვებ ჩემს ხალხს, მე მივდივარ რომში, რათა ხელახლა მაცვან ჯვარს. ” ამის შემდეგ პეტრე მოციქული რომში დაბრუნდა და ჯვარზე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მალე ნერონის მმართველობაც დასრულდა: ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.”
ბოლო კომენტარები