ჩორანი ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე

იცნობთ ემილ ჩორანს? თუ პასუხი უარყოფითია, ალბათ თავად მას არ ეწყინებოდა, რადგან არც მიილტვოდა ცნობადობისკენ. ის იყო რუმინული წარმოშობის ფილოსოფოსი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და რომელმაც უარი განაცხადა დამსახურებულ პრემიებზე. რატომ? იმიტომ, რომ ის არ უყურებდა ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ მის აფორიზმების კრებულს “ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე” გადაშლით. მასში დაინახავთ ემილ ჩორანის ხედვას – იმედგაცრუებას ევროპული (უფრო ზუსტად დასავლური) ცივილიზაციის მიმართ, სკეპტიკურ განწყობას მომავლისადმი, პროგრესისადმი უნდობლობას, ისტორიული ილუზიების ღრმა ანალიზს, შეუბრალებლობას საკუთარი თავისა და ზოგადად კაცობიობისადმი… ყველაფერ იმას, რაც ადვილი საკითხავი არაა (აკი თავად ავტორი ამბობს, რომ შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ, გამოტოვებით და დაბრუნებით ვიკითხოთ), თუმცა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კი არის… More

Advertisements

ისევ ჰერტა…

ჰერტა მიულერი მაგარი ქალია, ძალიან მაგარი ქალი. თავად ეს სიტყვა არ უყვარს, თუმცა მისი შეფასებისას სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ ვპოულობ. სხვაგვარად ვერ ვახასიათებ ქალს, რომლის კალამმაც შექმნა ესსების ეს კრებული და კიდევ რამდენიმე წიგნი, რომლებიც მუდამ ერთი თემის გარშემო ტრიალებს (ზოგს ეს მინუსად მიაჩნია, მე კი ღირსებად ვუთვლი). ჰერტა მუდმივად გვახსენებს ეპოქას, როდესაც მეფე იხრებოდა და SWEDEN NOBELკლავდა, სამშობლო ვაშლის კურკას ჰგავდა, მელა მონადირე იყო, სუნთქვის საქანელა ირწეოდა და გულებში მხეცი ბუდობდა. ის სულ საკუთარ განცდებზე გვიყვება – საკუთარ ბავშვობაზე, ცხოვრებაზე ჩაუშესკუს რეჟიმის პირობებში, ემიგრაციაზე… სწორედ ამ გულწრფელობის ბრალია, რომ ჰერტა წიგნის ფურცლებიდან ასეთი ახლობელი ჩანს… სწორედ ამიტომაა, რომ “განმეორებადობის” მიუხედავად, ის მაინც მაგარი მწერალია… და მაგარი მოქალაქე, მაგარი ადამიანი… More

რუმინული ტრაგედია

“ჩემი სამშობლო იყო

ვაშლის კურკა

დავხეტიალობდი

ნამგალსა და ვარსკვლავს შორის”

772ჰერტა მიულერი მამაცი ქალია, ძალიან მამაცი ქალი… წარმოიდგინეთ, რომ ჩაუშესკუს რუმინეთში ცხოვრობთ და მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. ბევრი ვერ შეძლებს იმ ყველაფრის გადატანას, რასაც მან გაუძლო… ვერც მე შევძლებდი… 21-ე საუკუნის გადასახედიდან ძალიან ადვილია სიმართლისთვის თვალის გასწორება და მთელი მსოფლიოს დასანახად მისთვის ბრძოლა. მე-20 საუკუნის რუმინეთში კი რა იყო ჰერტასა და სხვების ცხოვრება? ნაცრისფერი ბავშვობა უცნაური ილუზიებით, “ღრმადმორწმუნე” ნაცისტები და საბჭოთა ბანაკიდან დაბრუნებული ქალები, რომლებიც ხარბად ჭამენ, თმას აღარ იზრდიან და ეროვნულ კაბებს აღარ იკერავენ… ერთფეროვანი ფაბრიკები, თანამშრომლების ქვედაბოლოების ქვეშ შემძვრალი “ბოსები”, ჩასაფრებული კარისკაცები და საიდუმლო პოლიცია, რომელსაც არასდროს სძინავს…

More

ჰერტა მიულერის სამყარო

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… More