სიკვდილი ვახტანგურად

გახსოვთ ერასტ ფანდორინი? და მისი შვილიშვილი ნიკა?  თუმცა რას გეკითხებით – თუ იცნობთ, როგორ დაივიწყებდით. მათი თითოეული თავგადასავალი ხომ განუმეორებელია… და აი ახლა მინდა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გმირზე გიამბოთ… უფრო სწორად – ორზე… მეტი

დოსტოევსკის დაუვიწყარი სამყარო

ფიოდორ დოსტოევსკის ალბათ ყველა იცნობს და მის ბიოგრაფიასა თუ შესანიშნავ წიგნებზე საუბარი რთულია. თუმცა არც გაჩუმებაა ადვილი. ემოცია, რომელსაც სამუდამოდ ტოვებს მისი თითოეული წიგნი თუ პერსონაჟი, მარტივი გადმოსაცემი არაა. მეტი

დიდი კომბინატორი სსრკ-დან

რუსული ლიტერატურა თუ გიყვართ, შეუძლებელია ოსტაპ ბენდერს არ იცნობდეთ… კინოც… დიდ კომბინატორს ერთხელ მაინც თუ გადაეყარეთ, მარტივად ვერ დაივიწყებთ. აბა, თავად განსაჯეთ – ბევრი ისეთი გმირი გინახავთ, ასე რომ ჰგავდეს ნამდვილს, დიდი აფერისტი ვინმე იყოს და მაინც ასე ძალიან გვიყვარდეს? მე თქვენ გეტყვით და ილფმა და პეტროვმა უინტერესო თავგადასავლებში გახვიეს… მეტი

პალატა № 6

შემობრძანდით! ეს პალატა N 6-ია! ის იმ ქვეყანაში მდებარეობს, რომელშიც ჭკვიანი ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლებად მიიჩნევიან და იზოლირებულად ცხოვრობენ, ძალაუფლება კი მათ ხელშია, ვინც თავს იბრმავებს და მოჩვენებით კომფორტს სჯერდება… და რა მოხდება მაშინ, თუ მთავარი ექიმი რაგინის მსგავსად თვალი აეხილებათ, პალატა N 6-ში მცხოვრებ გრომოვთან გააბამენ დიალოგს და მიხვდებიან, რომ რეალობა სულ სხვაგვარია? დიახ, მარტივი არაა საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა, თუნდაც ხვდებოდე, რომ ისინი მცდარია. რთულია ჩვეული გზიდან გადახვევა… აკი რაგინმაც ბევრჯერ სცადა თვალის დახუჭვა, მაგრამ გრომოვმა თუ უბრალოდ საკუთარმა თავმა არ მისცა საშუალება, რომ ისევ მხსნელ “ნაჭუჭში” ჩაკეტილიყო, ისევ მშვიდად ეცხოვრა, წიგნით ხელში დალოდება ცხელ ვახშამს, დილით კი სამსახურში წასულიყო და არ შეემჩნია საავადმყოფოში გამეფებული ანტისანიტარია და სისასტიკე… მაგრამ ვერ შეძლო და შედეგად პალატა N 6-ში მოხვდა… რატომ? იმიტომ რომ ის ერთი იყო, სხვები კი, რომლებმაც განსახვავებული გადაწყვეტილება მიიღეს, მეტნი… აი, ასე ხდებოდა 1892 წელს და ასე ხდება დღესაც…

სლავური საშინელებათა ისტორია

გიყვართ საშინელებათა ისტორიები? თუ ასეა, მაშინ ალბათ სტივენ კინგის წიგნებს კითხულობთ, მისტიკურ ფილმებს უყურებთ და სულ დაეძებთ ახალ-ახალ საშინელებებს… და ის თუ გახსოვთ, რომ 1835 წელს ნიკოლაი გოგოლმა ისეთი სლავური საშინელება შექმნა, რომელიც დღემდე გულგრილს ვერავის ტოვებს? მეტი

ხელნაწერები არ იწვის!

ხელნაწერები არ იწვის! დიახ, ჭეშმარიტი ლიტერატურა უკვდავია და მისთვის უმნიშვნელოა აწმყო. მომავალი ყველას განსჯის და ღირსეულებს უკვდავებას მიანიჭებს. სწორედ რჩეულთა შორისაა ბულგაკოვიც – კაცი, რომელიც გადარჩა! მეტი

მეფე, დამა, ვალეტი

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია”. – ლევ ტოლსტოი – “ანა კარენინა”

მობრძანდით, დაბრძანდით! თქვენს წინაშეა ტრადიციული ისტორია უბედური ოჯახის, მოღალატე ცოლისა და მისი საყვარლის შესახებ. უინტერესოა, არა? მაგრამ ტოლსტოიმ ხომ გვითხრა, რომ ასეთი ოჯახები ერთმანეთს არასდროს ჰგავს… მით უფრო, თუ მთხრობელი სიტყვის ისეთი ოსტატია, როგორიც ვლადიმირ ნაბოკოვია… მეტი

Generation P

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 90-იანი წლების რუსეთში! მაღაზიების ცარიელ დახლებს ნელ-ნელა იპყრობს “პეპსი”, “პარლამენტი” და სხვა ბრენდები… “ახალი რუსები” საკუთარს ვერაფერს აწარმოებენ, ამიტომ “საუკეთესო” საქმედ რეკლამა მიიჩნევა… და აი, ისიც! მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა “მარკეტოლოგი” ვავილენ (ვოვა) ტატარსკი! ცოტა უცნაური სახელია,არა? თავად ისიც ასე ფიქრობს და ამიტომაც ირქმევს ვოვას, თუმცა წინ ისეთი ამბები ელის, რომ მშობლების “საბჭოთა ფანტაზია” რა მოსატანია… მოსკოვი ხომ ლამის ბრძოლის ველად ქცეულა, სადაც ე.წ. “რეკლამშიკები” მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ როგორმე სასურველი მიმართულებით წარმართონ ქალაქში ატეხილი ხელჩართული ომი, მომგებიანად მართონ მათივე ხელით შექმნილი პოლიტიკოსები,”მშვიდობიანად” გამოვიდნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობიდან და გაარკვიონ სად მთავრდება ჰალუცინაცია და სად იწყება ეზოთერული სასწაული… საინტერესოა, არა? ვავილენიც გეთანხმებათ და ბოლომდე იძირება “მარკეტინგულ” ჭაობში… ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ აღმოჩნდეთ იქ და ტყვია არ მიიღოთ ზურგში! თუმცა ცალი თვალით შეხედვა კი შეიძლება… წიგნები ხომ სწორედ ამიტომ იწერება… მეტი

სტალინი და მწერლები

საბჭოთა ისტორიისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. არც ისაა საიდუმლო, რომ ამ საკითხში ჩაღრმავებას არ ვწყვეტ და როგორც კი ახალ მასალას (მხატვრულს თუ დოკუმენტურს) გადავაწყდები, დაუფიქრებლად ვიწყებ გაცნობას. ამჯერად ბენედიქტ სარნოვის მასშტაბურ კვლევას გადავეყარე. მეტი

პლატონოვის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანდრეი პლატონოვის სამყაროში! ეს ქვაბულია, რომელსაც იდეისთვის თხრიან და მასზე აშენებულ სახლში სურთ ხალხის შესახლება (რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირსეულების. დანარჩენებს აკულაკებენ და შორს უშვებენ). ამ საერთო საქმისთვის თავს არ ზოგავენ, მაგრამ ხანდახან ფიქრებიც შეეპარებათ ხოლმე – იქნებ არც “ძველები” ცდებოდნენ ყველაფერში? იქნებ მათი მომავალი ნაცრისფერია და არა ისეთი ნათელი, როგორიც ჰგონიათ? შეიძლება, რომ მომავალი სხვანაირი იყოს, როცა პატარა ბავშვიც კი ლენინის სიტყვებს ციტირებს და კლასობრივ განადგურებას მოითხოვს? რა ეშველებათ მათ, ვინც ფიქრობს? ყველანი ხომ “მკვდარი სულები” არიან – რევოლუციის შემდგომი ეპოქის “მკვდარი სულები”… მეტი

Previous Older Entries