სოფი ოკსანენის წიგნზე “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ. მაშინვე აღვნიშნე, რომ უახლოეს მომავალში “წმენდასაც” შევიძენდი (ქინდლ-ვერსიას ვერსად მივაგენი), თუმცა საწყის ეტაპზე ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ, სიმართლე გითხრათ, წიგნი უბრალოდ გადამავიწყდა… და აი ახლა, სრულიად მოულოდნელად ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას რუსულ თარგმანს გადავაწყდი, ყველა “სამოგზაურო” გეგმა გვერდით გადავდე და “გზას გავუდექი” (მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს)… მეტი
წმენდა
25 მაისი 2015 15 Comments
in ლიტერატურა, ფინური ტეგები:ანტისაბჭოთა, დიმიტრი გოგოლაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, როცა მტრედები გაუჩინარდნენ, სოფი ოკსანენი, წმენდა, MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING
სისხლივით წითელი
27 თებ 2015 5 Comments
in ლიტერატურა, ფინური ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დეტექტივი, ლიზბეთ სალანდერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლუმიკი ანდერსონი, სალა სიმუკა, სისხლივით წითელი
გახსოვთ ლიზბეთ სალანდერი? თუმცა რას გეკითხებით. რა თქმა უნდა, გახსოვთ. ამ ფრიად ორიგინალურ (ჩემთვის ძალიან საყვარელ და მონატრებულ) “დეტექტივს” რა დაგავიწყებდათ. ჰოდა, ახლა ლუმიკი ანდერსონი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ძალიან ჰგავს ლიზბეთს (აკი თავადვე ამბობს მისი შვილი ვარო… აი, პუაროს “მამობას” კი მომკალით და ვერ ვიჯერებ).
ფინელი ლუმიკი (მისი სახელი რომ ვთარგმნოთ, ფიფქიას მივიღებთ) ლიზბეთივით ჩვეულებრივი გოგოა არაჩვეულებრივად მძიმე წარსულით (თუმცა სალა სიმუკამ სტიგ ლარსონზე მეტად დაინდო თავისი გმირი). თუმცა იმ 29 თებერვლისთვის, როდესაც თხრობა იწყება, მისი ცხოვრება ასე თუ ისე სტაბილურია… სანამ შემთხვევით სკოლის ფოტოლაბორატორიაში არ შეაბიჯებს და სისხლიან ევროებს არ აღმოაჩენს (ბედი არ გინდა)… თითქოს ეს არ ეყოფოდა და ცხოვრებაში პირველად (უფრო სწორად კი მეორედ) “გამოვა” საკუთარი მარტოობიდან, მისთვის საძულველი თვისებების “თაიგულით შემკული” ელისას, ტუუკასა და კასპერის დაცვას მოინდომებს და მერე იწყება რაც იწყება – გიჟური სირბილი სიცოცხლის გადასარჩენად, ტყვიების ზუზუნი ზურგს უკან, გამოძიება და დამაგვირგვინებელი აკორდი – სისხლიანი წვეულება “თეთრი დათვის” ბუნაგში… გაექცევა ლუმიკი ამ ყველაფერს? მაფიას ხომ გრძელი ხელები აქვს… იქნებ მიწვდნენ კიდეც ან ვერ შეღებონ მისი სისხლით თოვლი… პასუხი თავად უნდა იპოვოთ! მეტი
სტუმრად მუმინებთან
16 თებ 2015 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფინური ტეგები:ამბები მუმინების ხეობიდან, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზამთარი მუმინების ხეობაში, კომეტა მუმინების ხეობაში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მამა მუმინი ზღვაზე, მამა მუმინის მემუარები, მუმინები, მუმინები და დიდი წყალდიდობა, ნოემბრის ბოლოს, საშიში ზაფხული, ტუვე იანსონი, ჯადოქრის ქუდი
როცა მტრედები გაუჩინარდნენ
07 ნოე 2014 3 Comments
in ლიტერატურა, ფინური ტეგები:ანტისაბჭოთა, დიმიტრი გოგოლაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, როცა მტრედები გაუჩინარდნენ, სოფი ოკსანენი, MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING
ესტონეთი, ერთდროულად 40-იანი და 60-იანი წლები. ესტონელები დიდი სიხარულით ელოდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარების შემოსვლას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებულიყვნენ წითელი ოკუპანტებისგან… შემდეგ უკვე საბჭოელებმა “გადაიბარეს” ნატანჯი ესტონეთი… თხრობა პარალელურად მიდის, რაც დამატებით ინტერესს სძენს ამბავს…
“40-იანების ნაწილში” ესტონეთი ნაცისტების ხელში გადავიდა, თუმცა ნანატრი ბედნიერი ეპოქა არ დამდგარა. მათი მოსვლის შემდეგ მტრედებიც გაუჩინარდნენ (რატომ, თავად ნახეთ), იმედგაცრუებული ადამიანებიც და ზოგიერთი ესტონელის ღირსებაც… მოღალატე ედგარი უცებ “გარდაიქმნა” არიული რასის “სუფთა” წარმომადგენლად, როლანდმა კი ბრძოლა განაგრძო… მეტი
რაც გამომრჩა…
18 აგვისტო 2014 4 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, ფინური, ფრანგული ტეგები:ალექსანდრ დიუმა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიხაელ ენდე, მომო, ორი დიანა, საზაფხულო წიგნი, ტუვე იანსონი
საბავშვო წიგნებს რომ ასაკი არ აქვთ, ძველი ამბავია. თუ რამე გამოგვრჩა, გვიანი არასდროსაა. ახლაც სამი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც არ წამიკითხავს და დიდი სიამოვნებით “გავუდექი გზას”.
ჯერ იყო და Goodreads-ზე ხეტიალისას დიუმას “ორ დიანას” გადავაწყდი, რომელიც ჩემს 15-ტომეულში არ შესულა. დიდი ხანია მისი საფრანგეთი მენატრება და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი… ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოს ან უკანასკნელი ვალუების ამბებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო ისტორია კი გახლავთ. მართალია, დიუმა ტრადიციისამებრ ჭეშმარიტებას მნიშვნელოვნად სცდება, მაგრამ ჰენრი II-ის, მისი მეუღლის – ეკატერინე მედიჩის, ფავორიტის – დიანა დე პუატიეს, მეფისა და ამ უკანასკნელის ქალიშვილის – დიანა დე კასტროს (რომელიც რეალურად სულაც არ იყო დიანას შვილი), მასზე შეყვარებული გაბრიელ დე მონტგომერის (რომელიც არსებობდა, თუმცა დიანასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია), სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების, დე გიზებისა და მონმორანსების ამბები საოცრად დინამიური გახლავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის აღმოცენებული დაპირისპირების პირველ ეპიზოდებზე… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ორი დიანა” სულაც არ არის გამოსატოვებელი წიგნი (მიუხედავად ნაკლები პოპულარობისა). ოღონდ ერთი კია – მისი წაკითხვა “დედოფალ მარგომდე” სჯობს, რადგან ქრონოლიგიურად სწორედ მისი წინამორბედია… მეტი
ბოლო კომენტარები