14 მარ 2021
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:გუსტავ ფლობერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟორჟ ბერნანოსი, სატანის მზის ქვეშ, სოფლის მღვდლის დღიური, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში, წმინდა ანტონის ცდუნება
“სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია” – ფიოდორ დოსტოევსკი

ადამიანების გულებში ღმერთისა და სატანის ბრძოლა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ თემას მთავარი ადგილი უჭირავს ლიტერატურაშიც და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ… თუმცა ჟორჟ ბერნანოსისა და გუსტავ ფლობერის წიგნებში ეს ბრძოლა თვალნათლივაა წარმოჩენილი. მეტი
17 მარ 2020
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:Alabama Song, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზელდა ფიცჯერალდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მერაბ ფიფია, ჟილ ლერუა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, Laterna Magica
იცნობთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს? მაშინ ზელდას შესახებაც გსმენიათ. ფართო მასებისთვის ის ცნობილი მწერლის მეორე ნახევარია, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო რეალურად ზელდა სეირი. მეტი
05 თებ 2020
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
28 ოქტ 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ალბერ კამიუ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო
“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ” – რას გეუბნებათ ეს ფრაზა? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სიტყვების ავტორი? ზუსტად ისეთი, როგორიც მერსოა… დიახ, მერსოსთვის უცხოა ყოველგვარი გრძნობები, წესები… ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადია მისი ურთიერთობა ქალთან, დედასთან, იმ ადამიანთანაც კი, რომელსაც ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო კლავს… მან ხომ მზე დაუჩრდილა, ანუ ის ერთადერთი, რაც უყვარდა საძულველი ჩრდილით დაუფარა… და რას ფიქრობთ, რას იმსახურებს მერსო – სიკვდილს თუ სიცოცხლეს? რას იმსახურებს უცხო, რომელიც სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიც კი უარყოფს ღმერთს, არ გვიხსნის საკუთარ სულს და არ ტირის დედის დაკრძალვაზე? რას იმსახურებს მერსო, რომელიც საზოგადოებისთვის გულქვაა? ამას თავად გულქვა საზოგადოება გადაწყვეტს… თუმცა ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება – განვსჯით უცხოს, სახელად მერსოს თუ ხელს გავუწვდით მას… მეტი
20 ოქტ 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ემილ ზოლა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რუგონ-მაკარები, ქალთა ბედნერება
ფრანგულ ლიტერატურას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს ალბათ ოჯახის ბიბლიოთეკის დამსახურებაა, რომელიც რატომღაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს მოიცავს (საბჭოთა დროს წიგნების შოვნა ხომ მარტივი საქმე არ გახლდათ) და კიდევ დედაჩემის, რომელიც პროფესიის გავლენით თავადაც ღრმადაა ჩახედული ფრანგულ კლასიკაში… ყველაზე მეტად კი მაინც იმის, რომ ეს ცალსახად არის ის ქვეყანა, რომელმაც უამრავი დიდი შემოქმედი აჩუქა მსოფლიოს (აბა დაკვირდით – ქართველი მწერლების გარდა, ვის ვკითხულობთ ყველაზე ხშირად? ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ და რუს ავტორებს, რადგან მათ შორის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს). მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის ემილ ზოლა – რუგონ-მაკარების შეუდარებელი საგის ავტორი. მეტი
06 სექ 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:აგორა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია გომელაური, მშვიდობით, მშვიდობით გარი კუპერ, რომენ გარი
გაიცანით, ეს ლენია! ლენი “დემოგრაფიული აფეთქების” თაობის წარმომადგენელია, ახალი დაკარგული თაობის. ის დაემშვიდობა გარი კუპერს ანუ ამერიკულ ოცნებას (თუმცა გარის ფოტოს ჯიბით ატარებს) და შვეიცარიის მიაშურა – პატარა დათოვლილ სამოთხეს, რომელსაც თავი შეაფარეს ადამიანებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ სამყაროზე, რომელიც გეოგრაფიას ცხელი წერტილებით სწავლობს. აქ მან ციხესიმაგრე აიშენა და მას სიჩუმის, უარყოფის და გაუცხოების გალავანი შემოავლო… მეტი
30 აპრილი 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პატარა პრინცი
“ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს).”

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ძალიან ბევრი წიგნი წაგიკითხავთ… ბევრი დაგავიწყდათ, ბევრი დეტალურად გახსოვთ… იცით, რა? მგონია, რომ ყველა წიგნი (თუნდაც ცუდი) რაღაცას გვასწავლის, მაგრამ იშვიათია წიგნი, რომელიც გადატრიალებას ახდენს ჩვენში (წლებთან ერთად ასეთი მძაფრი ემოციის განცდა იშვიათდება). ცოტაა პერსონაჟი, რომელიც იმდენ რამეს გვასწავლის, რამდენიც პატარა პრინცმა შეძლო!
მეტი
22 მარ 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:გასტონ ლერუ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნინო ციმაკურიძე, ოპერის მოჩვენება, უკვდავი ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის ოპერის თეატრში! აქ გენიალურ კომპოზიტორთა შედევრების მოსასმენად მოხვედით? წინ მართლაც დიდი სიამოვნება გელით, მაგრამ სულ სხვა კუთხით – ოპერის თეატრი ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს! დიახ, დიახ, თქვენ ვერ დაჯდებით კონკრეტულ ლოჟაში, რადგან ის ოპერის მოჩვენებას ეკუთვნის და თუ მაინც წახვალთ რისკზე, მუსიკისთვის ნამდვილად ვერ მოიცლით. აჩრდილს ხუმრობა არ უყვარს! მან თავის სამყოფელად თეატრი აირჩია, თავისი გული კი ახალგაზრდა მომღერალს აჩუქა. მან ასე გადაწყვიტა და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება – ვერც ოპერის ახალი ხელმძღვანელობა, ვერც მომღერლის სიყვარული და ვერც გასტონ ლერუ… და, რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ… მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მის ნაკვალევს გავყვეთ, თეატრის ყველა კუთხეში შევიხედოთ… და, რაც მთავარია, მისი – ოპერის მოჩვენებად წოდებული გენიალური კომპოზიტორის, ერიკის ბნელ სულში… მეტი
Previous Older Entries
ბოლო კომენტარები