ბერგმანის სიზმრები

“ფილმი სიზმარივითაა. ფილმი მუსიკასავითაა. არც ერთი სხვა სახეობა ისე არ აღწევს სულის სიღრმეებში, როგორც კინოხელოვნება. მხედველობის ნერვის მცირედი გაღიზიანება, შოკის ეფექტი: ოცდაოთხი ამონათებული კადრი წამში, მათ შორის კი სიბნელეა, თუმცა მხედველობის ნერვი მის აღქმას ვერ ასწრებს.”

კინო თუ გიყვართ, შეუძლებელია ინგმარ ბერგმანს არ იცნობდეთ. მისი ფილმები ხომ ნამდვილი სიზმრებივითა… იმ სიზმრებივით, რომლებიც სულის სიღრმემდე აღწევს და არასდროს გვავიწყდება… სიზმარს ჰგავს მისი ავტობიოგრაფიაც… მეტი

წერილები ბებია ასტრიდს

ალბათ საყვარელი მწერლის გაცნობაზე გიფიქრიათ, მასთან მიმოწერაზეც. დღეს ეს მნიშვნელოვნად გამარტივდა, რადგან საკმაოდ ხშირად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართველ თუ უცხოელ ავტორებს შევხვდეთ, მაგრამ წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელები არსებობდა და არც საგამომცემლო საქმე იყო ასე განვითარებული, კალმის მეგობრად ცნობილი მწერლის არჩევა ცოტა არ იყოს და, წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა… თუმცა მაშინაც შესაძლებელი იყო ასეთი რამ. სარა შვარტმა ხომ შეძლო და ასტრიდ ლინდგრენს დაუმეგობრდა… დიახ, დიახ, ჩვენს საყვარელ ბებია ასტრიდთან გააჩაღა გაცხოველებული მიმოწერა… მეტი

ლიზბეთ სალანდერის შურისძიება

ლიზბეთ სალანდერი კიდევ ერთხელ დაბრუნდა! დიახ, ის ისევ ჩვენთანაა და ისევ მზადაა იმისთვის, რომ შური იძიოს მათზე, ვინც ბავშვობა დაუნგრია… და დაეხმაროს, მათ, ვისაც საფრთხე ემუქრება… ეს ორი რამ ხომ მისი ცხოვრების მიზანია. აბა, რა გასაკვირია, თუ ბოლო გმირობის შემდეგ (პატარა ბიჭი რომ გადაარჩინა) ციხეში აღმოჩენილი ლიზბეთი “ადათ-წესების” მსხვერპლად ქცეული ბანგლადეშელი გოგონას ხსნას ეცდება და ამისთვის ქალ-განგსტერსა და აგრესიულ ისლამისტებს დაუპირისპირდება… არც იმაშია რაიმე ახალი, რომ ის საკუთარი წარსულის გამოძიებას აგრძელებს (რომელიც თურმე არნახული ექსპერიმენტის შედეგი ყოფილა) და არც ერთ-ერთი საყვარელი ადამიანის (სახელს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ) სიკვდილს პატიობს მკვლელებს… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია, ლიზბეთ სალანდერის მორიგ თავგადასავალს თვალს ვერ მოსწყვეტთ და ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ… ეს ხომ ლიზბეთია – ყველაზე მაგარი გოგო თანამედროვე ლიტერატურაში… მეტი

შვედური ნოველა

სკანდინავიური (და ზოგადად ნორდიკული) ლიტერატურა რომ განსაკუთრებულია, ეს დადგენილი ფაქტია. ამას ბიბლიოფილთა უმეტესობა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვდება – როდესაც ასტრიდ ლინდგრენის გენიალურ (ამ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები) შემოქმედებას ეცნობა. შემდეგ კი გრძელდება… გრძელდება მოგზაურობა სკანდინავიაში… მეტი

ლიზბეთ სალანდერის დაბრუნება

ლიზბეთ სალანდერი ხომ გახსოვთ? თუმცა რას გეკითხებით. ამ ფრიად საინტერესო ადამიანს თუ იცნობთ, ვერც ვერასდროს დაივიწყებთ. ძალიან მაგარი გოგოა და იმიტომ… მის ფონზე მიქაელ ბლუმკვისტიც კი იჩრდილება (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) და ამბებიც მის ირგვლივ ტრიალებს… მეტი

ამბავი პორტუგალიის იმპერატორისა

shop_product_image_1557[1]ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იდეალური მამაკაცის წარმოსახვით სახესთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც სხვა ყველაფერი, გემოვნების ამბავია – ზოგი მისტერ დარსიზეა “შეყვარებული”, ზოგს გრაფი მონტე-კრისტო იზიდავს, ზოგს – ატიკუს ფინჩი… ვინ მოსთვლის რამდენი საინტერესო გმირია ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში… თუმცა მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტად საოცნებო მამაკაცი იანია – შვედი გლეხი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ის არც გარეგნულადაა ისეთი, როგორზეც ტრადიციულად ვოცნებობთ ხოლმე, არც განათლებულია და არც მდიდარი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ, რაც იდეალურ მამაკაცად აქცევს – შვილის სიყვარული… მეტი

ნაჩქარევი კოცნის ხიბლი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

მეტი

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

საზაფხულო საკითხავზე რომ მიდგება საქმე, პირველ რიგში ასტრიდ ლინდგრენი მახსენდება, განსაკუთრებით კი კუნძული სალტკროკა და ლიონებერგა. თუმცა რადგან ეს უკანასკნელნი შარშან გადავიკითხე, ამიტომ წელს დიდი პაუზის შემდეგ კალე ბლუმკვისტთან შეხვედრა გადავწყვიტე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 23 წლის მოხუცი ვარ, თეთრი და ალისფერი ვარდების ომში ძველებური შემართებით ჩავერთე. სანამ დეტექტივი კალე ბლუმკვისტი პირველ საქმეს შეუდგებოდა, თავი ხომ უნდა შემექცია… თუმცა კრიმინალმაც არ დააყოვნა და ჰოი საოცრებავ – შვედეთის პატარა ქალაქში, რომელშიც დანაშაული წლების მანძილზე არ მომხდარა, ძვირფასეულობის ქურდები გამოჩდნენ. კალემაც ისეთი ოსტატობით ამოხსნა ეს თავსატეხი, ვითომ თვით პუარო ყოფილიყო და არა ევა-ლოტასა და ანდერსის თანატოლი… მეტი

უკან ბავშობაში

ზაფხული საყვარელი საბავშვო წიგნების გადასაკითხად იდეალური დრო მგონია. შარშან უკვე ვცადე და ძალიანაც ვისიამოვნე, ამიტომ არც წელს დავარღვიე ტრადიცია და “გზას გავუდექი”.

პირველი მარშრუტი “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვიყავი და სამ ოთახში თავისუფლად ვმოძრაობდი, მთელი ბავშვობა ამ წიგნის გმირების – მარენის, მარტინის, მარტასი, მადსის, მონასი, მილის, მინასი და წრიპა მორტენის – მშურდა. როგორც აღმოჩნდა, არც წლების შემდეგ გამქრალა ეს გრძნობა. დღესაც მინდა, რომ ერთ ციცქნა ბინაში ვცხოვრობდე და ბევრი არაფერი მქონდეს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყო – მყავდეს შვიდი და-ძმა, ღარიბი, მაგრამ მხიარული მშობლები და ბებია, კეთილი მეზობლები და საბარგო მანქანა, რომელიც ზაფხულში უბედნიერეს დღეებს მაჩუქებს… მინდა, რომ დროის მაჩვენებელი უამრავი მოწყობილობის ნაცვლად ერთი კედლის საათი მქონდეს, მაგრამ ისეთი, რომ მთელს ქონებას მერჩივნოს… მინდა, რომ მდიდარი ვიყო – ძველ სამოსში გამოწყობილი, ჯიბეცარიელი, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი! მეტი

ასტრიდის სევდიანი ღიმილი

ასტრიდ ლინდგრენი ჩემი (და უამრავი მკითხველის) ბავშვობის სიყვარული რომაა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისიც გეცოდინებათ, რომ საბავშვო წიგნების გადაკითხვა ან პირველად წაკითხვა სულაც არ არის უსიამოვნო პროცესი – პირიქით, ფრიად სახალისო გახლავთ. ამჯერად სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომლებიც ამ გადასახედიდან არც თუ ისე სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც ზოგადად ასტრიდის ნაწარმოებებს სჩვევიათ ხოლმე და “გადასამოწმებლად” “გზას გავუდექი”.

“ძმები ლომგულები” ორი ძმის – ჯონათანისა და სკორპას ამბავია, მე თუ მკითხავთ, არც თუ საბავშვო ამბავი. ჯონათანმა პატარა ძმის დასამშვიდებლად, რომელიც უკურნებელი სენით იყო ავად, იმქვეყნიური ბედნიერი სამყარო – ნანგიალა – მოიგონა, მაგრამ თავად უფრო ადრე გაემგზავრა იქ. მალე მას უმცროსი ძმაც შეუერთდა და ძმებმა ლომგულებმა ერთად გაილაშქრეს ბოროტების წინააღმდეგ… ბავშვობაში ამ ყველაფრის აღქმა ცოტა გამიჭირდა (ანდერსენის ზღაპრებისა არ იყოს), მაგრამ დღეს უკვე ზრდასრულ ასაკში გადაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ასტრიდის წიგნებს შორის). ბავშვს ასტრიდზე უკეთ ვერავინ ასწავლის ძმის (ან დის) სიყვარულს, მეგობრობას, ვერავინ ასწავლის, რომ ძმები ლომგულების მსგავსი კეთილი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ნანგიალაში (ან ნანგიმილში) ხვდებიან – იქ, სადაც ყველა ოცნებას აისრულებენ… მეტი

Previous Older Entries