იცნობთ მაქს ფრიშს? ერთი შეხედვით მისი შემოქმედება შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. დიახ, მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის და თუ დაუკვირდებით, საერთოსაც ბევრს აღმოაჩენთ… და აი, ბოლოს თითქოს კვანძი იკვრება და ის აკეთებს ერთგვარ შეჯამებას თავისი ჰოლოცენიდან თავის მონტოკამდე! ისაა ბატონი გაიზერიც, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის მოლოდინში ხვდება, რომ ამაოა ბრძოლა ისტორიის შემოსანახად. საბოლოოდ კედელზე გაკრული ყველა ფაქტი ძირს დაცვივდება, ყველაზე დიდი კატასტროფა კი გადაუღებელი წვიმა კი არა, მარტოობაა, რომელსაც სიბერის, ცნობიერების დაკარგვისა და სიკვდილის ზღურბლზე თვალი უნდა გაუსწორო… მეტი
მაქს ფრიში ჰოლოცენიდან მონტოკამდე
29 ივლ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიში, მონტოკი
დიურენმატის სამყარო
11 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დავალება, დიოგენე, დიურენმატი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მინოტავრი, et cetera
ფრიდრიხ დიურენმატი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ავარია” წავიკითხე და “ვიზიტი” ვნახე… და ახლა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეტი
Homo Schaad
08 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლურჯწვერა, მაქს ფრიში
გაიცანით – ეს ფელიქს შაადია! ის “შტილერის” და კაფკას “პროცესის” გმირებივით განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ოღონდ მათგან განსხვავებით მისი ბრალდება ცალსახაა – მას ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ! მისი მეუღლე, რომელიც განქორწინების შემდეგ მეძავი გახდა, მოკლული იპოვეს. კრიმინალად ყოფილი ქმარი შერაცხეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს (არ შეშინდეთ, ეს სპოილერი არაა)… და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი… მეტი
ვიქნები თუნდაც შტილერი
04 ივნ 2018 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიში, შტილერი
ვინ არის შტილერი? ის მოქანდაკეა, ამავე დროს მშვენიერი ბალერინის ქმარი, სიბილას საყვარელი, შვეიცარიის მოქალაქე… მაგრამ არსებობს კი ის? ოფიციალურად შტილერი ექვსი წლის წინ დაიკარგა, თუმცა ახლა “შტილერობაში” ბრალს ამერიკის მოქალაქეს – ვაითს – სდებენ… არის კი ის გაუჩინარებული შტილერი? თუ სინამდვილეში ის ამერიკელია და მისი ცხოვრება თავგადასვლებითაა სავსე? მეტი
მეტამორფოზის სიმბოლოები
07 ივლ 2017 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დიოგენე, კარლ გუსტავ იუნგი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მეტამორფოზის სიმბოლოები, et cetera
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მალე კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებზეც” გიამბობდით, რომელიც ასევე “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ფარგლებში გამოვიდა და რომ ბატონი ალენის წიგნი ერთგვარი მომზადება გახლდათ უფრო სერიოზულ ნაშრომთან შეჭიდებამდე… მეტი
ღიმილის მტვერი
05 ივნ 2015 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დათო აკრიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარი მეტრაიე, ღიმილის მტვერი
”თუ ღმერთი არსებობს, ის არ უნდა ამსხვრევდეს და არ უნდა სპობდეს ადამიანებს – მისსავე ქმნილებებს. მე გულწრფელად მწამს, რომ ის არსებობს. მას შეუძლია გარდაქმნას თავისი ქმნილება ტანჯვის გზით, რომელიც ცოდნის გზაცაა. მაგრამ არა სამარადისო განწირვით!”
მარი მეტრაიე 1901 წელს დაიბადა შვეიცარიის მთებში. ის არც მწერალი გახლდათ, არც მსახიობი… მისი ცხოვრება თითქოს საინტერესო სულაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ მარი ქალი იყო, ძალიან ძლიერი ქალი…
სწორედ მარის განსაკუთრებულობის გამო გადაწყვიტა მარი-მაგდელენ ბრუმანმა მისი მონაყოლის ჩაწერა და შემოგვინახა კელტური ლეგენდები, მეტრაიეთა ოჯახისა და გარშემომყოფთა ამბები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარი – ქალი, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. მან გადალახა ყველა წინააღმდეგობა და სამშობლოს დატოვების გარეშე მიაღწია თავის წილ პატარა წარმატებას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან მარი არ ჰგავდა სხვებს – ის მცენარეებსა და ფერიებს ესაუბრებოდა, არ იყო გამოკეტილი საზოგადოებრივ და რელიგიურ ჩარჩოებში… ის თავისუფალი გახლდათ! მეტი
ზაფხულის პირველი მოგზაურობები
30 ივნ 2012 15 Comments
in ბრიტანული, თურქული, ლიტერატურა, ფრანგული, შვეიცარიული ტეგები:ავარია, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, დარწმუნება, დიურენმატი, ერიკ-ემანუელ შმიტი, ვიქტორიანული ინგლისი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯეინ ოსტინი
ორჰან ფამუქის “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” – ოჯახური საგები არასდროს მხიბლავდა (უამრავი სახელის დამახსოვრება არცთუ სასიამოვნო იყო : )), თუმცა ფორსაიტებიც გავიცანი, ბუდენბროკებიც, ბუენდიებიც და ახლა იშიქჩიებიც. ოდნავ “ნელი” რომანი აღმოჩნდა, მაგრამ ორჰან ბეიმ ჩვეულ სტილს არ უღალატა – თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა გვაჩვენა. ჩვენს თვალწინ აზიური სახელმწიფო ევროპულად გარდაიქმნა და ხალხის ფსიქოლოგიაც ნელ-ნელა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები XX საუკუნის 70-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები მოძველებული სულაც არ არის. აღმოსავლურ სამყაროში ჯერ ისევ აქტუალურია ჯევდეთ ბეის ძმის სიტყებიც: “ამ ტრადიციების, აქაური ბინძური, უბადრუკი და უვარგისი ცხოვრების ბრალია ყველაფერი”… ვინ იცის, დღემდე რამდენი თურქი (და არა მხოლოდ) ფიქრობს ასე… მეტი
თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი
27 მაისი 2012 16 Comments
in ამერიკული, ბელგიური, ბრიტანული, გერმანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული ტეგები:ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დაიკიდე ჯივზ, დამსვენებელი, დაცემა, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვისაც არ სწამს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, მკვლელის ჰიგიენა, ნოტომი, ოსტერი, რა სწამს მას, სიტყვები, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, შავი ჭირი, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯილბერტი, ჰიტლერი
მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი
ბოლო კომენტარები