ცხოვრება რომ თეატრია, ეს უკვე აქსიომაა. ამაზე ვის აღარ დაუწერია და აი ახლა ამასვე გვიმტკიცებს მილან კუნდერა – კაცი, რომელმაც დიდი ხნის წინ შეგვაყვარა თავი ჩეხური ამბებით. მეტი
ყოფის აუტანელი უმნიშვნელობა
07 აგვისტო 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:დიოგენე, ლია რუხაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილან კუნდერა, უმნიშვნელობის ზეიმი, et cetera
ძალა უძალოთა
03 თებ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:ანტისაბჭოთა, ვაცლავ ჰაველი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პრაღის გაზაფხული, ჩეხეთი, ძალა უძალოთა
“აჩრდილი დაძრწის აღმოსავლეთ ევროპაში, აჩრდილი იმისა, რასაც დასავლეთში ,”დისიდენტობას” ეძახიან.” – ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველს ალბათ კარგად იცნობთ. ჩვენთვის, როგორც სოვიეტიზმის მსხვერპლთათვის, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რადგან სწორედ მისი ძალისხმევით შეიქმნა თანამედროვე ჩეხეთი (რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის მისაბაძი უნდა იყოს როგორც თავისუფლების ხარისხით, ისე მიღწეული წარმატებებით)… ამიტომაცაა ასე საინტერესო მისი პატარა ესსე “ძალა უძალოთა”. აქ ბატონი ვაცლავი დეტალურად არ განიხილავს დისიდენტური მოძრაობის ისტორიას (წიგნის სიმცირიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელიცაა), თუმცა ძალიან კარგ აქცენტებს გვთავაზობს. ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორია “პოსტ-ტოტალიტარიზმი” (თავისი “თავისუფალი სიტყვით”, “თავისუფალი არჩევანითა” და “ძმური დახმარებით”), მისი თამაშის მონაწილეები (რომლებიც უსიტყვო მორჩილებით ამართლებენ თამაშს და მოთამაშეებად იქცევიან), ოპოზიციონერები და დისიდენტები – ადამიანები, რომლებსაც თითქოს ძალა არ აქვთ, თუმცა მაინც ახერხებენ ბრძოლას… ისინი იბრძვიან სიტყვით და არ ილტვიან ძალაუფლებისკენ (სოლჟენიცინიც ხომ მხოლოდ წერდა… მას არაფერი აკავშირებდა პოლიტიკასთან…), იბრძვიან კალმით, შიმშილობით, მაგრამ არა ძალით… იბრძვიან და, როგორც წესი, იმარჯვებენ, რადგან მათი საქმე წმინდაა… პრობლემები კი მერე იწყება – ძალა უძალოთა ამარცხებს “ცხოვრებას სიცრუეში”, მაგრამ ხშირად ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც ეს ჩვენთან მოხდა (დისიდენტები – ნამდვილი პატრიოტები – სახელმწიფოს მართვას ვერ გაუმკლავდნენ, ხალხმა კი მათი დახმარება არ ისურვა)… უფრო იშივიათად გამარჯვებული პოლიტიკაშიც ლიდერი აღმოჩნდება – როგორც ვაცლავ ჰაველი. შედეგად კი ვიღებთ ჩეხეთს – ქვეყანას, რომელმაც პრაღის გაზაფხულის შემდეგ სრულ თავისუფლებას მიაღწია. მეტი
წერილები ჩეხეთიდან
30 იან 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:იდენტობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილან კუნდერა, ჩეხეთი
შანტალი და ჟან-მარკი საფრანგეთში ცხოვრობენ… შანტალი და ჟან-მარკი ბედნიერები არიან… ან იქნებ არ არიან? ბედნიერება ხომ ძალიან ზოგადი ცნებაა და მის არსებობას ზოგჯერ მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როდესაც საფრთხე დაემუქრება… მაგალითად, მესამე ადამიანი გამოჩნდება, თუნდაც მხოლოდ უცნობი თაყვანისმცემლის სახით, რომელიც წერილებს სწერს თავისი ოცნების ობიექტს და ამ გზით აიძულებს, რომ გაიხსენოს წარსული, გააანალიზოს აწმყო და მომავალი… სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რომ
დიდი ხანია იდენტობა დავკარგეთ და ორმაგი ცხოვრება დავიწყეთ ჩვენც და ჩვენმა საყვარელმა ადამიანმაც… დიდი ხანია წაგვეშალა ზღვარი სიზმარსა და ცხადს შორის… დიდი ხანია დავივიწყეთ, რომ მილან კუნდერა ჯადოქარია – სასწაულმოქმედი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით წერს პრაღის გაზაფხულზე, ჩეხებსა და ფრანგებზე…
P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ გვაქვს, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მილან კუნდერას რამდენიმე ნაწარმოების თარგმანს მარტივად მოიძიებთ.
კაფკას წერილი მამას
27 იან 2017 4 Comments
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფრანც კაფკა, წერილი მამას, MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING
მამებისა და შვილების ურთიერთობაზე უამრავი წიგნი დაწერილა (ტურგენევმა სათაურიც კი ასეთი შეურჩია თავის წიგნს), თუმცა ფრანც კაფკას “წერილი მამას” განსაკუთრებულია. ამის მიზეზი ერთი რამ გახლავთ – ეს არ არის მწერლის მიერ შექმნილი ამბავი რეალურად არსებულ თემაზე. ეს ნამდვილი წერილია! მეტი
ჩეხური ნოველა
23 იან 2017 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:იაროსლავ ჰაშეკი, კარელ ჩაპეკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩეხეთი
ჩეხურ ლიტერატურას ხშირად ვკითხულობთ და ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ეს უფრო მეტად იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში აქტიურად ითარგმნება მილან კუნდერასა და ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნები. პრაღის “ხათრით” ფრანც კაფკაც შეგვიძლია ამავე კატეგორიას მივაკუთვნოთ. მართალია, გერმანულად წერდა და ეთნიკურად ებრაელი გახლდათ, თუმცა ჩეხები მაინც “თავისიანად” მიიჩნევენ… აი, იაროსლავ ჰაშეკი და კარელ ჩაპეკი კი ჩვენში ნაკლებად ცნობილები არიან. მეც წლებია მათ გვერდს ვუვლი, რადგან მოთხრობების მოყვარული არ ვარ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩეხური ნოველების წაკითხვა ნამდვილად ღირდა. მეტი
ჰანტას მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
20 იან 2017 2 Comments
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:ბოჰუმილ ჰრაბალი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა, სულხან მუხიგულაშვილი
იცნობთ ბოჰუმილ ჰრაბალს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ალბათ “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” გექნებათ წაკითხული. პირველი ქართული თარგმანის შემდეგ (რომელიც 310 გვერდისგან შედგებოდა) შეიძლება ჰანტას ცხოვრების ამბავი ძალიან მოკლედ მიიჩნიოთ, თუმცა როგორც კი წაიკითხავთ, იგრძნობთ, რომ მართლაც მთელმა ცხოვრებამ გაიარა თქვენს თვალწინ. ჰანტამ ხომ 35 წელი გაატარა სარდაფში და მაკულატურის წნეხის გვერდით გატარებულმა დრომ ერთი წამივით გაირბინა… გაიელვეს განადგურებისთვის განწირულმა და ჰანტას მიერ გადარჩენილმა წიგნებმა, ქალებმა, საკუთარ ეზოში რკინიგზის მომწყობმა ბიძამ, დედამ, თაგვებმა, მუშებმა, სხვადასხვაგვარი ოკუპაციის
წლებმა… ჰანტა ისევ მეტისმეტად ხმაურიან მარტოობაში ცხოვრობდა და არც კი იცოდა, რომ თითქოს უცვლელი ჩვეულებაც შეიძლება შეიცვალოს… ასეთია ცხოვრება – 35 წელი უცებ გადის და თან მიაქვს ყველაფერი… ყველაფერი, მარტოობის გარდა… მეტი
ამბავი ორი მსახურისა
20 ივნ 2014 2 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:ბოჰუმილ ჰრაბალი, გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სულხან მუხიგულაშვილი, ჯივზი და ვუსტერი
ვაგრძელებთ “დიოგენეს” სიახლეების “დაგემოვნებას 🙂
“დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი – ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” – პატარა ოფიციანტზე მოგვითხრობს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება (კარიერულად, შინაგანად და არა ფიზიკურად), ცხოვრებას ეცნობა. ის ხან ბორდელშია, ხან რესტორანში ეთიოპიის იმპერატორს ემსახურება, სიმდიდრეზე ოცნებობს, ნაცისტების ბანაკშიც ამოყოფს თავს… მწვერვალსაც მიაღწევს და უფსკრულშიც აღმოჩნდება. ყველაფერ ამას თავად გვიამბობს და ირონიითაც გემოვნებით “აზავებს”… მეტი
კუნდერას ჩეხეთი
09 მაისი 2014 6 Comments
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილან კუნდერა, პაატა ჯავახიშვილი, სალაღობო ტრფობანი, სიცილისა და დავიწყების წიგნი, უკვდავება, ჩეხეთი, ხუმრობა
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი მილან კუნდერა ყოველთვის ჩეხეთსა და ტრფობაზე წერს და რა გასაკვირია, თუ თავისი მეორე (პირველზე ოდნავ ქვემოთ) პროზაული ნაწარმოები, უფრო სწორად კი, ნოველების კრებული, სწორედ ასე დაასათაურა – “სალაღობო ტრფობანი”. ეს წიგნი 7 ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, “მამაკაცური” სიყვარული (ამ გრძნობას სწორედაც რომ ქართული თარგმანი შეეფერება). შვიდივე გმირი ნამდვილ დონ ჟუანად მიიჩნევს თავს და ერთი შეხედვით კომიკურ სასიყვარულო ისტორიაში ებმება, თუმცაღა, მე თუ მკითხავთ, სასაცილო აქ ბევრი არაფერია. “სალაღობო ტრფობანი” ერთი დიდი ტრაგედიაა – მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ჩეხების ტრაგედია, რომლებსაც სიყვარული “ნადირობაში” არევიათ და ტრაგიკულ გარემოს ცინიზმით ებრძვიან, თუმცა ამით შვებას კი არა, უარეს სევდას გრძნობენ და ჩვენც გვიზიარებენ… მეტი
მარტის მოგზაურობები
20 მარ 2014 10 Comments
in იაპონური, ლიტერატურა, რუსული, სამხრეთაფრიკული, ჩეხური ტეგები:გოდოლი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მისტერ ფო, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პიკნიკი გზის პირას, სამხრეთით საზღვრის მიღმა მზის დასავლეთით, სტალკერი, ტარკოვსკი, ფრანც კაფკა, ძმები სტრუგაცკები, წიგნის სახელოსნო, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰარუკი მურაკამი
ჰარუკი მურაკამის “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” – ჰაჯიმე წარმატებული ბარის მფლობელია, შიმამოტო – მისი ბავშვობის სიყვარული. ჰაჯიმეს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს შიმამოტოს, ვერც იძუმის, რომელსაც ოდესღაც ცუდად მოექცა. ჰაჯიმე ბედნიერია, მაგრამ თავს მაინც ისე გრძნობს, როგორც მზის დასავლეთით (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ). ჰაჯიმეს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ბავშვობაში უბრალოდ განიცდიდა დედისერთობას, უბრალოდ გაიცნო ასევე დედისერთა შიმამოტო, შემდეგ უბრალოდ ვეღარ ჩავიდა მის სანახავად, იძუმის უბრალოდ უღალატა მისსავე ბიძაშვილთან, ცოლსაც უბრალოდ ღალატობდა და შიმამოტოსთან შეხვდრასაც უბრალოდ გაურბოდა, სანამ თავად შიმამოტო ძალიან უბრალოდ არ მიუჯდა გვერდით… მერეც ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ჰაჯიმე უბრალოდ რჩება დიდი სიცარიელისა და მელანქოლიის ამარა… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჰაჯიმე უბრალო იაპონელი ბიჭია – უბრალო განცდებითა და უბრალო ცხოვრებით… მეტი
მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად
14 სექ 2013 11 Comments
in იტალიური, ლიტერატურა, რუსული, ჩეხური ტეგები:აკუნინი, გამოსათხოვარი ვალსი, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი, დოვლატოვი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სასაფლაოს ამბები, უმბერტო ეკო, ჩვენები
მილან კუნდერას “გამოსათხოვარი ვალსი” – ერთი შეხედვით ეს ტრივიალური ისტორიაა. კუნდერა გვაცნობს ცოლის “მოყვარულ” მუსიკოს კლიმას და მის ცოლს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ტანჯავენ; ვითომდა კლიმასგან ფეხმძიმე რუჟენას, რომელსაც სულ ცხოვრების “ხელიდან გაშვების” ეშინია; რუჟენაზე შეყვარებულ უიმედო ფრანტიშეკს; პოლიტიკაში “ჩაძირულ” იაკუბს, რომელმაც თავის საქმიანობას საუკეთესო წლები გადააყოლა და ეგონა, რომ სიკვდილს ჯიბით დაატარებდა; ოლგას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავად შექმნას საკუთარი ბედნიერება; უცნაურ გინეკოლოგ შკრეტას, რომელმაც უშვილო ქალების დახმარების საკუთარი “მეთოდი” შეიმუშავა; “წმინდან” ბერტლეფს, რომელიც შკრეტას მამობილი უნდა გახდეს… ისინი გამოსათხოვარი ვალსის რიტმს მიჰყვებიან, ტრიალებენ და ჩვენც გვითრევენ მონოტონურ ცეკვაში… კულმინაცია სასიყვარულო ღამეა, რომელიც სამ ოთახში მიმდინარეობს. დილით მათი ცეკვა ნელ-ნელა ვარდება რიტმიდან და ერთგვარ აგონიაში გადადის… აგონიაში, რომელიც ბოლო გვერდზე სრულდება… ეს ვალსი ხომ გამოსათხოვარია…
ბოლო კომენტარები