“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
ნაჩქარევი კოცნის ხიბლი
17 ივნ 2016 2 Comments
in არგენტინული, იაპონური, ლიტერატურა, შვედური, ჩინური ტეგები:ადამიანი-ყუთი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეშმაკის დორბლი, კობო აბე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პერ ლაგერკვისტი, სიბილა, შან სა, ციური მშვიდობის კარიბჭე, ხულიო კორტასარი
ღვინის ქვეყანა
23 თებ 2015 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ჩინური ტეგები:ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მო იენი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ღვინის ქვეყანა
სიმართლე გითხრათ, მო იენის შესახებ 2012 წლამდე არაფერი მსმენოდა. ამ ჩინელი მწერლის სახელი მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ნობელის კომიტეტმა პრემია მიანიჭა და უწოდა “ის, ვინც ჰალუცინაციურ რეალობას აერთებს ხალხურ გადმოცემებთან, ისტორიას – თანამედროვეობასთან”. მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი წიგნის ხელში აღების სურვილი არ გამჩენია (ზოგადად პრემიები ჩემთვის არაფერს ნიშნავს). და აი ახლა “ღვინის ქვეყანა” გადავშალე…
…გადავშალე და ნამდვილ ჰალუცინაციაში ამოვყავი თავი. ბოლომდე ვერ გავრეკვიე, სად იყო სიმართლე და სად გამონაგონი… ღვინის ქვეყანა ხომ მხოლოდ ჩინეთი არ არის. მისი გმირების “კუჭის მონობამდე” დაყვანილი ცხოვრება ნებისმიერ ადგილს შესანიშნავად ერგება და ბოლომდე ნამდვილიც არ არის… მოკლედ, ისეთი “არეული” გროტესკია, რომ თვით რაბლესაც კი შეშურდებოდა (მე თქვენ გეტყვით და მო იენი გვიადვილებს საქმეს. პირიქით, ბავშვების “მჭამელების” საქმის გამოსაძიებლად მივლინებული დინ გოუერის ამბავს არ გვაკმარებს და საკუთარ მიმოწერასაც ურთავს თითქოს და ასევე ჩართული მოთხრობების ავტორთან)… დასასრულიც შესაშური აქვს (რა თქმა უნდა, არ გეტყვით როგორი) – ზუსტად ისეთი ამ წიგნს რომ უნდა ჰქონოდა…
P.S. თუ წაკითხვა (ან იქნებ დალევა?) მოგინდებათ, ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. სულ ცოტა ხნის წინ “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში გამოსცა.
შემოდგომა აზიასა და აფრიკაში
20 ნოე 2013 %(count)s კომენტარი
in ეგვიპტური, ინდური, ლიტერატურა, ნიგერიული, ყირგიზული, ჩინური ტეგები:A Man of the People, გოს მოთამაშე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მირამარი, ნაჯიბ მაჰფუზი, სალმან რუშდი, შან სა, შუაღამის შვილები, ჩინგიზ აითმათოვი, ჩინუა აჩებე, ჯამილა
სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” – 1947 წლის 15 აგვისტო, ზუსტად შუაღამე… ჯავაჰარლალ ნერუმ ტელევიზიით ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობიაროში კი სალემ სინაი დაიბადა – “შუაღამის შვილი”… პრემიერ-მინისტრის წერილისა არ იყოს, სალემის ცხოვრება ახლადდაბადებული ინდოეთის ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა – მისი და სხვა შუაღამის შვილების (სულ 581), სალემის გარემოცვის ცხოვრება ისე გადაეჟაჭვა ინდოეთის მომავალს, რომ მათ შორის საზღვარი გაქრა. სალემი (ინდოელ მარკესად წოდებული რუშდი) დაპყრობილი და დამოუკიდებელი ინდოეთის, მისი დაშლისა და შემდგომი მმართველობის შესახებ გვიამბობს (ინდირა განდისა და მუსლიმური პაკისტანისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ სალმან რუშდი ბრიტანეთში ცხოვრობს). 1910-1976 წლების ინდოეთის (ნაწილობრივ პაკისტანისა და ბანგლადეშის) გაცნობა თუ გსურთ სწორედ შუაღამის შვილს – სალემ სინაის უნდა მიმართოთ! მეტი
ბოლო კომენტარები