აბესალომ, აბესალომ!

“და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!”

უილიამ ფოლკნერის ერთი წიგნი, მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობაც კი თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ მასთან “შეხვედრა” მარტივი სულაც არაა… მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი არის. გრძელი წინადადებები (სწორედ “აბესალომ, აბესალომ!” არის ის წიგნი, რომელიც შეიცავს ყველაზე გრძელ – 1288 სიტყვიან – წინადადებას), ფრჩხილები (ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, რომ ფოლკნერის ხელწერა მაქვს:)))) და იშვიათი აბზაცი და დიალოგი ამძიმებს კითხვის პროცესს, თუმცა ამასთანავე ისე გვითრევს, რომ თავი იოკნაპატოფას ოლქში გვგონია. ზუსტად ასევეა მისი ერთ-ერთი საუკეთესო (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რაც უკვე წავიკითხე) ნაწარმოები “აბესალომ, აბესალომ!” More