მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი

გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით. მეტი

მის მარპლი პადინგტონის სადგურზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პადინგტონის სადგურზე! ფიქრობთ, რომ წინ ჩვეულებრივი მგზავრობა გელით? ნურას უკაცრავად! თქვენ ხომ მოხუც ქალბატონთან ერთად იმგზავრებთ და მკვლელობას საკუთარი თვალით ნახავთ… თუმცა შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო, რომ არა ერთი ფაქტი – ზემოთხსენებული ქალბატონი მის მარპლის მეგობარი გახლავთ! მეტი

შობა პუაროსთან ერთად

16349[1]ნათქვამია, შობა-ახალი წელი კარგ საზოგადოებაში უნდა გაატარო და მთელი წელიწადი კარგი იქნებაო… და პუაროზე უკეთესი კომპანიონი გეგულებათ ლიტერატურულ სამყაროში? პირადად მე არა. ჰოდა, სასწრაფოდ ჩავალაგე ზურგჩანთა და ინგლისში გავემგზავრე.

თავად ბატონი პუარო უხალისოდ ჩაერთო შობისთვის არცთუ შესაფერისი დანაშაულებების გამოძიებაში. თავდაპირველად მოკლული მილიონერის იმქვეყნად გამსტუმრებლის აღმოჩენა განიზრახა და ბოლომდე დაბნეულ მდგომარეობაში მამყოფებდა – დროზე ადრე ვერაფრით მივხვდი, რომელი შვილი გახლდათ მისი მკვლელი. ან იქნებ რძალი… ან შვილიშვილი… ან მსახური… ან სულაც უცხო ადამიანი. მსხვერპლი ისეთი აუტანელი ვინმე ბრძანდებოდა, რომ ნამდვილი ადამიანი რომ ყოფილიყო, იქნებ ჩემი ნაქები სიმშვიდეც კი გადაეწონა და ჩემი ხელით დაელია სული 🙂  მოკლედ, ამ საქმეს მხოლოდ პუარო თუ გახსნიდა… ნუ, იქნებ ჰოლმსიც 🙂 მეტი