მეორე მხარე

“მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე”

გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ძალიან სახალისო წიგნზე – “ბებია, რეი და ამერიკა” – რომ ვისაუბრეთ (მე თუ მკითხავთ, მარტო ბებია ღირდა ერთ წიგნად)? ახლა კი მარი ბექაურის მეორე და სრულიად განსხვავებულ რომანზე მინდა გიამბოთ.

გოგონა ფსიქოლოგთან დადის და ყოველ სეანსზე, ყოველ ღამე, ყოველ წამს თავიდან ჩადის ექვს საფეხურს სარდაფისკენ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… ის ექვსჯერ იგონებს ამბავს, ექვსჯერ შედის ექვსი მწერლის წიგნში (კორტასარი, ფოლკნერი, გრასი, კუნდერა, ოსტერი, კრისტოფი) და ექვსჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ის ექვსჯერ აღადგენს საკუთარი გაუპატიურების სცენას და ყვება ამბებს მეორე მხრიდან, მხრიდან, რომელიც მკვდარია… ის ისევე “ცხოვრობს მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც საკუთარ ამბავში” და ბოლოს ზღვარიც კი ეშლება… ვეღარ გაიგებთ ვინ არის ის – პერსონაჟი “კლასობანადან”, “აგვისტოს ნათელიდან”, “კიბორჩხალას ნაბიჯით”-დან, “შეუცნობელიდან”, “ნიუ-იორკული ტრილოგიიდან” თუ “ტრილოგიიდან”. ის ამ წიგნების არც ერთ გმირს ჰგავს და ამავე დროს ყველაა… წიგნის გმირები ხომ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ხოლმე და გოგონაც წიგნის გმირია – ნამდვილი და გამოგონილი ერთდროულად…
მეტი

ზაფხული ნობელიანტებთან ერთად

გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”… მეტი