რომენ გარიმ თავისი ბოლო რომანი 1980 წელს დაწერა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა მკითხველთან, ღირსეული ნაბიჯი უკვდავებისკენ… მეტი
ფრანებით მოჭედილი ცა
18 ნოე 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, ემა ობგაიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რომენ გარი, საფრანგეთი, ფაშიზმი, ფრანები
მშვიდობით, გარი კუპერ
06 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია გომელაური, მშვიდობით, მშვიდობით გარი კუპერ, რომენ გარი
გაიცანით, ეს ლენია! ლენი “დემოგრაფიული აფეთქების” თაობის წარმომადგენელია, ახალი დაკარგული თაობის. ის დაემშვიდობა გარი კუპერს ანუ ამერიკულ ოცნებას (თუმცა გარის ფოტოს ჯიბით ატარებს) და შვეიცარიის მიაშურა – პატარა დათოვლილ სამოთხეს, რომელსაც თავი შეაფარეს ადამიანებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ სამყაროზე, რომელიც გეოგრაფიას ცხელი წერტილებით სწავლობს. აქ მან ციხესიმაგრე აიშენა და მას სიჩუმის, უარყოფის და გაუცხოების გალავანი შემოავლო… მეტი
რომენ გარის სამყარო
14 ოქტ 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, დაპირება განთიადისას, ირინა ლაბაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია გომელაური, რომენ გარი, ქალის ნათელი
რომენ გარის შემოქმედებასა და მის ბიოგრაფიას თუ იცნობთ, ალბათ პირველ რიგში ის გაგახსენდებათ, რომ ის “ნამდვილი” ფრანგი მწერალი გახლდათ და ამავე დროს ჯინ სებერგის ქმარიც… თუმცა ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ შეიქმნა მისი სამყარო – მხოლოდ მათ, ვისაც “დაპირება განთიადისას” წაუკითხავს. მხოლოდ ამ ძალიან კარგ წიგნს შეუძლია იმ პროცესის ჩვენება, რომელმაც რომან კაცევი – არაფრით გამორჩეული ბიჭი პოლონეთიდან – აქცია რომენ გარიდ – მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მწერლად… და კიდევ მისი ფსიქიკისთვის ფარდის ახდა… მისი ცხოვრება ხომ მთლიანად დედამ შექმნა – ერთადერთ შვილზე ფანატიკურად შეყვარებულმა (რამდენად არის მისი მოქმედებები მართებული, თავად განსაჯეთ) ქალმა, რომელმაც თავისი თავგანწირვითა და შესაბამისი “ჯილდოს” მოთხოვნით ვაჟს პირობა დაადებინა და მხოლოდ ამ პირობის შესრულების მოლოდინში გაატარა მძიმე წლები. რომანმა მადამ ნინას (რომელსაც რეალურ ცხოვრებაში მინა ერქვა) საკუთარი ცხოვრების განთიადისას შეჰფიცა, რომ დაამარცხებდა “ბოროტ ღმერთებს” – სისულელეს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სიძულვილსა და სხვა განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და აუცილებლად გახდებოდა დიდი ადამიანი – ნებისმიერი გზით, მაგრამ მაინც გახდებოდა… თუმცა მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რაც არ უნდა დიდი გამხდარიყო სხვების თვალში, ბოლომდე მაინც ბავშვად დარჩებოდა – ყველა ქალში (თუნდაც ასაკით შვილის ტოლში) დედას დაუწყებდა და ძებნას და ვერასდროს იპოვიდა ისეთ სიყვარულს, როგორსაც მას დედა ჩუქნიდა… მეტი
ზამთრის მოგზაურობები
05 დეკ 2014 7 Comments
in ბრაზილიური, ბრიტანული, ესპანური, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აგორა, არტურო პერეს-რევერტე, დონა ფლორი და მისი ორი ქმარი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მერილ სტრიპი, ჟორჟი ამადუ, რომენ გარი, ფარიკაობის ოსტატი, ფრანგი ლეიტენანტის ქალი, ცხოვრება წინაა, ჯერემი აირონსი, ჯონ ფაულზი
ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით. პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! მეტი
ბოლო კომენტარები