ადამიანურ ვნებათა სიმძიმე

31548[1]ალბათ ბოლო დროს ხშირად გსმენიათ, რომ თანამედროვე მკითხველები “ძველ” წიგნებს ნაკლებად ეტანებიან და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლებს ანიჭებენ უპირატესობას. ამას იმით ხსნიან, რომ თემატურად ეს წიგნები მოძველებულია და ახლა მაშინდელი პრობლემები აღარავის აღელვებს… არადა სულ ტყუილად. რა თქმა უნდა, არსებობენ ავტორები, რომლებიც თავიანთ ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა დღეს მათი სახელები აღარავის ახსოვს… მაგრამ ასევე არსებობენ მწერლები, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო და ამის მიზეზი სწორედ უკვდავი თემებია (ეჭვი მაქვს, რომ წლების შემდეგ დღევანდელი ავტორების ნაწილიც დაუმშვენებს მათ გვერდს, თუმცა არა ყველა ის, ვინც ახლა პოპულარობის ზენიტშია). აბა, თავად განსაჯეთ – შეიძლება დაუნანებლად დავიწყებას მივცეთ სომერსეტ მოემი, რომელმაც თავისი დიდი (და, მე თუ მკითხავთ, ძალიან ოსტატურად “გამოძერწილი”) ნაწარმოების თემად ადამიანურ ვნებათა სიმძიმე აირჩია? განა რაიმე შეიცვალა ადამიანში? საერთოდ არაფერი! More