თუთიის ბიჭები ავღანეთიდან

21151604_844604535706756_8732212995875010555_n1979 წელი – საბჭოთა კავშირმა მორიგი სამხედრო ოპერაცია დაიწყო (რა თქმა უნდა, “მშვიდობიანი” მიზნებით)… დღეს, ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, უკვე ყველამ იცის სიმართლე, მაგრამ სვეტლანა ალექსიევიჩმა კიდევ ერთხელ მოახერხა თითქოს ძალიან ნაცნობი ისტორიის ახალი კუთხით ჩვენება და საოცარი ემოციის გამოწვევა…

პირველივე გვერდებიდან სვეტლანამ, უფრო სწორად კი, მისმა გმირებმა (რომლებიც ტრადიციულად რეალური პიროვნებები არიან) უკვე მერამდენედ დამანახეს, რომ ომი არავის ინდობს. ავღანეთის მიწაზე ერთნაირად იღუპებოდნენ ავღანელები და სხვადასხვა ეროვნების საბჭოელები… არადა, მათი უმეტესობა ჩემზე ახალგაზრდაც კი იყო… მათაც ჩემსავით უნდოდათ სიცოცხლის გაგრძელება და ძალიან გრძელი გზის გავლა, ოღონდ “სამშობლოს” წინაშე ვალის მოხდის (ან გამდიდრების, ან თავს მოხვეული ვალდებულების) შემდეგ. სანაცვლოდ კი მათმა დედებმა თუთიის სასახლეებში ჩასვენებული ბიჭები და მარადიული ცრემლი და ტკივილი მიიღეს. ზოგიერთს “გაუმართლა” და შინ ერთი შეხედვით ჯანმრთელი ან დასახიჩრებული შვილი დაუბრუნდა, მაგრამ რეალურად არც ისინი დაბრუნებულან. ასეთი ომიდან უკან არავინ ბრუნდება… More

Advertisements