თავად აზიმოვის ღმერთები

„სისულელის წინააღმდეგ თავად ღმერთებიც კი ამაოდ ირჯებიან.“ (ფრიდრიხ შილერი)

41821[1]კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 22-ე საუკენეში! გგონიათ, რომ სამოთხეში მოხვდით? სულაც არა. დედამიწაზე ზუსტად ისეთივე არეულობაა, როგორიც გუშინ ან გუშინწინ იყო. მერე რა, თუ ენერგიის ალტერნატიული წყარო აღმოაჩინეს. ყველაფერი მაინც სიმდიდრისა და პატივმოყვარეობის გარშემო ტრიალებს. პირველი ნაწილიც ასე იწყება – “ელექტრონული ნასოსის” გამომგონებელ ჰელერს არც ის ადარდებს, რომ მისი “შედევრი” (თუ სხვისი) შეიძლება კატასტროფად იქცეს და არც ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ამაზე… არ აინტერესებს და მორჩა… More

აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II)

ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”… More