ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… More
ახალი წელი 2015
30 დეკ 2015 8 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აიას გზა, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დენიელ კიზი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თუთიის ბიჭები, ინტელექტი, კარგი ნიშნები, ლიზა ჯენოვა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პალიტრა L, სვეტლანა ალექსიევიჩი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩერნობილის ლოცვა, წიგნები ბათუმში, ჯერ კიდევ ელისი
აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება
17 ივლ 2015 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აიას გზა, იროელთა ქრონიკები, კაისა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ფენტეზი, წიგნები ბათუმში
ლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…
იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა… More
ორი ფესტივალი
30 მაისი 2015 13 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აიას გზა, ალდენორი, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დავით ჭოჭუა, დათო ტურაშვილი, დიოგენე, იასმინა მიხაილოვიჩი, ინტელექტი, ლიგამუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მილორად პავიჩი, ნატო დავითაშვილი, პალიტრა L, სიესტა, ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, ფეხბურთი, წიგნები ბათუმში, liberteens, ochobooks
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 More
ბოლო კომენტარები