90-იანი წლები ალბათ კარგად გახსოვთ. არც სანთლის შუქზე გატარებული საღამოები მისცემია დავიწყებას და არც პურის რიგები. თუმცა ასეთ ბნელ დროსაც კი ხდებოდა დასამახსოვრებელი ძვრები ხელოვნებაში. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა კი გახლდათ ქართული მისტიკური სერიალი “სახლი ძველი უბანში”. რა თქმა უნდა, ფილმი განსაკუთრებული სპეცეფექტებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ის 22 წლის შემდეგაც კი არ წაშლილა ჩვენი მეხსიერებიდან. დღემდე მისი შინაარსის ხსენებისას პირველ რიგში თვალწინ სწორედ ავთანდილ ვარსიმაშვილის სერიალი მიდგება და მხოლოდ შემდეგ – რომან პოლანსკის შესანიშნავი ფილმი. აირა ლევინის პირველწყარო კი ახლაღა ჩამივარდა ხელში. მეტი
ლევინი, პოლანსკი, ვარსიმაშვილი
28 მაისი 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ავთანდილ ვარსიმაშვილი, აირა ლევინი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, როზმარის შვილი, რომან პოლანსკი
ბოლო კომენტარები