ტედ ჩანი რთული კაცია… ძალიან რთული… ეს იმიტომ, რომ მის მოთხრობებში წინა პლანზე სამეცნიერო ფანტასტიკაა, სიუჟეტი და პერსონაჟები კი მხოლოდ მეორეზე (როგორც წესი, ამ ჟანრის წიგნებში ეს პირიქით არის ხოლმე – ოსტატურად შექმნილი გმირები და საინტერესოდ აწყობილი შინაარსი გვაინტერესებს მეცნიერებით)… მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც “გამოყოფთ” იმას, რაც მთავარია… თქვენთვის მთავარი… აი ჩემთვის მთავარი სუიციდისკენ მიდრეკილი მათემატიკოსია და არა მათემატიკა; კიდევ ის კაცი, ბაბილონის გოდოლის შენებისას სამყაროს არსს რომ ჩასწვდა და არა თავად შენება; ყველაზე მთავარი კი ის ლინგვისტია, “უცნაურ სტუმრებთან” საკონტაქტოდ რომ მიიწვიეს, ის კი მხოლოდ მათ ენას კი არა, საკუთარ მომავალსაც ჩასწვდა… სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო – რამდენად შეიძლება ერთდროულად არსებობდეს თავისუფალი ნება და ბედისწერა და შესაბამისად რისი გაკეთება შეიძლება, თუ მომავალი წინასწარ იცი? მეტი
ტედ ჩანის სამყარო
18 იან 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ტედ ჩანი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, შენი ცხოვრების ამბები, წიგნები ბათუმში
შეშლილი ადამის სამყარო
04 ნოე 2018 %(count)s კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგარეტ ეტვუდი, ორიქსი და კრეიკი, უკვდავი ბიბლიოთეკა, შეშლილი ადამი, წარღვნის წელიწადი, წიგნები ბათუმში
მთელი ზაფხული ერთ დღეში
08 თებ 2016 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მთელი ზაფხული ერთ დღეში, რეი ბრედბერი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
გიყვართ რეი ბრედბერი? ალბათ შეამჩნევდით, რომ მე ძალიან. ის ხომ იმ მცირე რაოდენობის მწერალთა შორისაა, რომლებიც მოთხრობებსაც კი მაყვარებენ 🙂 არც ეს კრებულია გამონაკლისი. რატომ? ახლავე გიამბობთ.
“მთელი ზაფხული ერთ დღეში” სულ პატარა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) მოთხრობებისგან შედგება, თუმცა თითოეული მათგანი ერთ დიდ ნაწარმოებს უდრის (იქნებ აღემატება კიდეც). აბა, გაიხსენეთ, რამდენ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდზე ასე დიდებულად აღწეროს ერთ დღეში ჩატეული მთელი ზაფხულის საოცარი სევდა, ნისლის საყვირის ხმაზე მოსული ურჩხულის საზარელი სახე, მუდმივ ქიშპობაში ჩართული მანდარინების ბრძნული გადაწყვეტილება, არმაგედონში ჩაძინებისას ნანახი საშინელი სიზმარი, შემზარავი ბავშვი, მონა ლიზას ღიმილი, ერთი შეხედვით უაზრო ბრძოლა გადარჩენისთვის, “მკვლელი” ქარის ღმუილი, ავადმყოფი ბიჭსა და ცხოვრებას შორის შუამავალი ძაღლის ამბავი, “უცნაური” პლანეტა, არანაკლებ “უცნაური” ბავშვი, თომას ვულფის მეორე სიცოცხლე, სისხლიანი აკვედუკი, ძია ეინარის ისტორია … მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფრის ასე გადმოცემა მხოლოდ მისტერ რეის ძალუძს. მხოლოდ ის ახერხებს ასეთი სევდიანი და ამავე დროს იმედიანი მოთხრობების წერას…
P.S. ბრედბერის მოყვარულებს (სხვებსაც) გირჩევთ ამ წიგნის ქართული თარგმანის მოძიებას (სხვა ენებზე მოთხრობების ამ კომბინაციას ვერც ნახავთ). დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებთ 🙂
როგორ მოვხვდი მარსზე
07 დეკ 2015 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი, ენდი უირი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარსელი, მარსი, მეთ დეიმონი, სამეცნიერო ფანტასტიკა, წიგნები ბათუმში
რამდენიმე საათის წინ მარსიდან დავბრუნდი… არა, არ შეგეშინდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ ვწერ, არც ნასადან. მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, თხევად ნატურალურ (!) წვენს მივირთმევ, მყარ (!) შოკოლადს ვაყოლებ და ვცდილობ გიამბოთ როგორ მოვხვდი მარსზე.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთელი მსოფლიო ენდი უირსა და მარკ უოტნიზე ალაპარაკდა. ვერ გეტყვით, რომ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ბევრი სანდო ადამიანის “ჯგუფურ” აღფრთოვანებას, როგორც წესი, “ვამოწმებ”. ჰოდა, გადავშალე წიგნი და მარსზე ამოვყავი თავი… არა, ეს შესაფერისი სიტყვა არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ პირდაპირ ტრაკში აღმოვჩნდი… ჰო, კარგი, ვიცი, რომ “არალიტერატულ” სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მარკ უოტნის მსგავსად მარტო დარჩით შუა მარსზე და ჩემსავით ადვილად დაიკიდებთ 🙂 სხვა არც არაფერი დამრჩენია – მარკი ბოტანიკოს-ინჟინერი მაინცაა, ქიმია ცოტათი მაინც ესმის და აგერ უწყლო წითელ პლანეტაზე კარტოფილის წარმოებაც კი გააჩაღა… და მე რას ვიზამ მის ადგილზე? ვერც ვერაფერს… უბრალოდ დამენძრევა… არა, რაღაც თვისებები მეც მექნება – ნასა მთლად მაღლივში ნასწავლი მათემატიკის ხარჯზე არ გამიშვებს მრავალმილიონიან კოსმოსურ მისიაში, თუმცა ვინ იცის… რამდენ დღეს გავქაჩავ დედამიწიდან გამოგზავნილი დახმარების მოლოდინში? ნამდვილად არ ვიცი… ერთი რამ კი ვიცი – თუ ოდესმე მშობლიური პლანეტის დატოვება მომიწევს, თან მრავალფეროვან ლიტერატურულ, მუსიკალურ და ტელე-კოლექციას წავიღებ (მტერმა იკითხა სულ აგათა – მერე რა, თუ მაგარი მწერალია… და პუტინმა უსმინა და უყურა სულ დისკოს / “ცრემლიან” სერიალებს)… და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ რეალურად ვერავინ მიხსნის – იუმორი საიმედოდ უნდა “ავლესო”, ტვინი და ტრაკი უნდა გავანძრიო და წინ დედამიწისკენ! მეტი
ბედნიერების მექანიზმები
07 აგვისტო 2015 2 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკაკი მოსახლიშვილი, ბედნიერების მექანიზმები, დავით ბალიაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რეი ბრედბერი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად ვკითხულობ რეი ბრედბერის მოთხრობებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. დიახ, მე მიყვარს დიდი ზომის ნაწარმოებები, მაგრამ მისტერ რეის თითოეული მოთხრობა ერთ დიდ წიგნს სჯობს – ბევრი ემოციით და არავითარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობით. ასეთი გახლდათ “ტანმოხატული კაცი”, ასეთია “ბედნიერების მექანიზმებიც”… მეტი
ბოლო კომენტარები