პირველი ქართული სტამბის შესახებ გსმენიათ? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ის 1708-1709 წლებში დაარსდა. სწორედ აქ დაიბეჭდა “სახარება”, “ვეფხისტყაოსანი” და სხვა წიგნები. მაგრამ რა ვიცით, რომ ასეა? ისტორიაც ხომ ადამიანების მიერაა დაწერილი… ვინ იცის რა არის დაკარგული, გამორჩენილი ან შეგნებულად გამოტოვებული… იქნებ სტამბა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და შემდეგ მისი კვალი დაიკარგა… არ იქნებოდა გასაკვირი, არა? ქართლის მეფე სიმონ I ხომ არ გახლდათ “იოლი” ბედის კაცი – მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა… არც კახთ მეფეს ჰქონია მშვიდი ყოფა და არც საქართველოს სხვა სამეფოებში სუფევდა მშვიდობა… რატომ არ შეიძლებოდა, რომ ამ დროს გაურკვეველი “საზღვარგარეთიდან” უცნობი გზით, უცნობი მიზნით და უცნობი ადამიანების ჩარევით, სტამბა ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო და გამხდარიყო კიდევ ერთი მიზეზი იმ შინაომებისა, რაც ჩვენში არასდროს უკვირდათ? სიმართლეს ვეღარ გავიგებთ, თუმცა კი შეგვიძლია, რომ რამდენიმე საათი შეუდარებელ მთხრობელთან (კითხვის დროს თითქოს მისი ხმაც კი ჩამესმოდა) – აკა მორჩილაძესთან ერთად გავატაროთ და ნამდვილ თუ გამოგონილ მეფეებთან, დედოფლებთან, დიდგვაროვნებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გავყვეთ პირველი ქართული სტამბის შესაძლო გზას…
აქა ამბავი ქართულისა სტამბისაი
18 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფარშავანგი
აურზაური საბჭოთა ექსპრესში
24 აგვისტო 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კუპიდონი კრემლის კედელთან, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტალინი
„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”
მობძანდით, ბატონო, მობძანდით! დაჩქარდით პატარა, მატარებელმა არ გაგასწროთ! ბილეთის შოვნა რავარი საქმეა, ქე გეცოდინებათ და დაგვიანება რაფერ იქნება! თან რა საზოგადოება შეკრებილა საბჭოთა ექსპრესში – აქეთ ჩვენი მთავარი აბიექტი, ძველი რავალუციანერკა და სუფრაჟისტკა მუსჲა ერისთავი-რეტინგერი დასდგომია მოსკოვის გზას, რომე “თლა იმას” შეხთეს და თავისი “წაყვანილი” ქმარი გამეიხსნას, იქეთ კიდო ათასი ჯურის ხალხი – მოქეიფე “ფინანსისტები”, სევდიანი აფიცერი, აქა-იქ ჩამალული შინსახკომელები, მუსჲას ძველი ლუბოვი და სხვა მრავალი… ჰო, რეჟისორი ეიზენშტეინიც თავისი ქალბატონითურთ… დიახ, დიახ “პაწიომკინის” ავტორზე გეუბნებით – ორდენოსანზე (მერე რა, თუ ისიც იმერულ კილოზე საუბრობს)… ა, ამფერი მგზავრების გვერდით მოგიწევთ მოსკოვამდის ჩასვლა და კი მიხთებით, რაც გელით წინ – დიდი აურზაური თავისი გადარევებით, სისხლებით, სიცილით და სევდით… და კიდევ ნამეტანი საბჭოთა ბოლოთი… მეტი
ამბავი ვერავაკელი კაი ბიჭებისა
11 იან 2016 2 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თეთრი სერია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ქაღალდის ტყვია
“ვარევაკეში” ყოფილხართ? აკა მორჩილაძის წიგნები თუ გიყვართ, ალბათ ხშირად შეგივლიათ ამ “უცნაურ” უბანში (ასაკი თუ გიწყობთ ხელს, იქნებ პირადადაც იცნობდეთ “ვერავაკელებს”). უცნაური კი იმიტომაა, რომ აქ შეიძლება კაი ბიჭი არ იყო, მაგრამ სულ კაიბიჭურ ამბებში კი იყო გაბმული. აბა “მწერალ” ვახოს რა საქმე ჰქონდა “ქურდულ” სამყაროსთან, რომ არა მისი ბავშვობის ძმაკაცი (ოღონდ ისეთი, ზოგჯერ რომ გამოჩნდება ხოლმე) – ოდესღაც თემო რომ ერქვა, ჩვენ კი აჰმედ კაიას სახელით ვიცნობთ… სწორედ ასეთი “ძმობის” გამოისობით გადარჩა ვახო შუბლში ტყვიის დაჭედებას (აბა რა ეგონა – “შავ” ქმართან ენას რომ არტრატებდა და მის ცოლს “აბამდა” შორიდან), ლამის ციხეში აღმოჩნდა მანქანის გატაცების ბრალდებით, “შეჭირვებული” აფერისტებისგან დაიხსნა თავი და კიდევ უამრავი ამბავი გადახდა თავს… და ეს ყველაფერი კაიბიჭთან ძმაკაცობის გამო… აბა ვის რაში აინტერესებდა “მწერალი”, რომელმაც მხოლოდ ერთი პიესა და რამდენიმე ლექსი (მხოლოდ უცხოეთში რომ გამოიცა) დაწერა? არც არავის კაიბიჭის გარდა… ასეა კაიბიჭთან რომ ძმაკაცობ – ვეღარც გაიგებ კარგია თუ ცუდი მის გვერდით ყოფნა…
P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს აკას საუკეთესო წიგნია (ფალიაშვილის შემდეგ “ვერავაკური” ამბებით აღფრთოვანება მიჭირს (“ძველებურებისგან” განსხვავებით), თუმცა მას მაინც ძალიან დიდხანს ვეძებდი (სერიაში მხოლოდ ესღა მაკლდა და იმიტომ)… ასე რომ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ 🙂
აკა ფეხბურთზე
03 ივლ 2015 3 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, არტანუჯი, ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სარბიელში
ფეხბურთი რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ (ჯერ იყო და დათო ტურაშვილის წიგნზე მოგიყევით, შემდეგ კი ფრანკლინ ფოერის ნაშრომი გავარჩიეთ). ჰოდა, ახლა ამ მართლაც რომ დიდებულ სპორტს (თუმცა ფეხბურთს ალბათ ეს სიტყვა არც ეკადრება) აკას თვალით შევხედოთ 🙂 მეტი
ისევ აკა…
22 ივნ 2015 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ახალი ქართული ლიტერატურა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მესაიდუმლის ქამარი, პალიტრა L, სანტა ესპერანსა, სხვა, ტავერნა ათი სექტემბერი, ქალაქის მელიები, london jinx, maid in tiflis
აკა მორჩილაძეზე ძალიან ხშირად გიყვებით. ეს იმიტომ, რომ მისი წიგნები 1992 წლიდან გამოდის, მე კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე მათი კითხვა. მე თქვენ გეტყვით და ნელი ტემპით წერს და უცებ დავეწეოდი 🙂 თუმცა მაინც დავეწიე და ახლა ბოლო (ჯერჯერობით) წიგნებზე მინდა გიამბოთ (საფეხბურთო ამბებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ცალკე მიმოვიხილავთ). მეტი
ესპერანსული ქრონიკები
12 დეკ 2014 3 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სანტა ესპერანსა
ექსპო ჯორჯიაში წიგნის დღეებზე წასვლამდე უკვე ვიცოდი, რომ მალე კუნძულ სანტა ესპერანსაზე მოვხვდებოდი. ისიც ვიცოდი, რომ აკას ეს წიგნი 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნადაა აღიარებული (ჯერჯერობით), თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ წინ ასეთი მრავალფეროვანი მოგზაურობა მელოდა.
გამოგონილ სამყაროში მოხვედრა ჩემთვის ახალი არ გახლავთ, მაგრამ კუნძული, რომელიც ერთდროულად ქართულიც არის, თურქულიც, იტალიურიცა და ინგლისურიც ნამდვილად არასდროს მინახავს. სანტა ესპერანსა საქართველოა (ალტერნატიული – ბრიტანეთის ქვეშევრდომი) და არც არის. უფრო კი არის… მხოლოდ ქართველი ავტორი თუ შექმნიდა ლეგენდას ჩიბუხზე, ბანქოს თამაშ ინტს, მოდარდე ქალებს, აგათა კრისტივით “მოხერხებულ” დედოფალს, თბილისიდან გამოქცეულ ნიკას… იქნებ იფიქროთ, ვენდეტა, ოჯახური მტრობა და შინაომები უფრო იტალიურს ჰგავსო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სიცილიურ მაფიასაც კი არ აქვს ისეთი გრძელი ხელები, როგორც “თბილისურ სისხლის აღებას”. ქართველის გარდა, ვერავინ ატეხდა შფოთს ბრიტანელთა გასვლისთანავე (თუ უფრო ადრე არა)… და სალომეა ვისრამიანივით ვერავინ ჩაიდენდა საბედისწერო სისულელეს (ბევრი ქართველიც კი). მას ხომ შეეძლო ალესანდრო და კოსტასთან ერთად იტალიაში, თურქეთში, ინგლისში ან სულაც საქართველოში გაქცეულიყო, მაგრამ ოჯახს ვერ უღალატა და ძირითად ამბებამდე ოცი წელიწადი ტანჯვაში გაატარა (ალბათ ძალიან ქალური მიდგომაა, მაგრამ უამრავ საინტერესო ხაზს შორის სწორედ ეს არის ჩემი ფავორიტი)… მეტი
“თეთრი სერია” – გაგრძელება
08 დეკ 2014 3 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისის წიგნის დღეები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მამლუქი, სანტა ესპერანსა, სულები და ხბორები, ტერცო მონდო, ტოტო მუკამბას ბიჭები, უდაბნოს გლახები, შობა ღამის ალქაჯები, ჩემი ცოლის რომანი, ძირს სიმინდის რესპუბლიკა
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალები რას ნიშნავს ჭეშმარიტი მკითხველებისთვის, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. ეს არის დღეები, როდესაც “ლიტერატურული შიმშილით” შეწუხებული კლიმები ექსპო-ჯორჯიას პავილიონის აუტანელ სიცხეში დავეხეტებით და უკან რამდენიმე კილოგრამით დამძიმებულნი მოვდივართ. აი, წიგნის დღეებზე კი ამას ვერ ვიტყვით – სიახლეების არარსებობის გამო მხოლოდ “გამოტოვებები” შევავსეთ… თუმცა არც ესაა ურიგო ამბავი, მით უფრო, როცა აკა მორჩილაძის მსგავს პროდუქტიულ მწერალთან გვაქვს საქმე 🙂 მეც არ დავახანე და მისი ოთხი წიგნი გამოვაყოლე ხელს, მათ შორის, “თეთრი სერიის” სამი “წარმომადგენელიც”. მეტი
ამბები მაზავშიკისა, გულებისა და ხმლისა
22 აგვისტო 2014 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ქემერა, ძველი გულებისა და ხმლისა
აკას გულშემატკივრებს მოგეხსენებათ, რომ ის ძირითადად ორი “ტიპის” ისტორიებს გვიამბობს ხოლმე – თანამედროვე თბილისურებს და ძველ ტფილისურებს. ჰოდა დღეს ორ წიგნზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც სწორედ ამ ამბებს ეძღვნება.
ქემერა ნახალოვკელი მაზავშიკია. მისი ერთადერთი “სამსახური” ტოტალიზატორია, რომელსაც სათამაშოს ეძახის. ამ სათამაშოს, ძმაკაცების, ჯარის, ოჯახის ამბებს თავად გვიამბობს და თან ისე, რომ თითქოს იქ ვართ – “ვმაზავთ”, ჯარში “ვმსახურობთ”, ასევე მაზავშიკ ძმაკაცებს ხელს ვუმართავთ, ბიძაშვილ ნათიას ვათხოვებთ, ბელორუსიაში მივემართებით ქალის “გამოსატაცებლად”… თითოეული ისტორია მშივნელოვანი და სახალისოა… მეტი
ჩრდილი გზაზე
23 ივნ 2014 4 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩრდილი გზაზე
აკა რომ ძალიან საინტერესო მთხრობელია, ეს ძველი ამბავია. მისი ტიფლისური და ვაკური ისტორიები ერთგვარ ბრენდად იქცა. ამ ბოლო დროს კი ე.წ. non-fiction-ში, ანუ დოკუმენტურ პროზაშიც გააქტიურდა და საფესტივალოდ სულ ახალი წიგნიც შემოგვთავაზა ამ ჟანრში.
“ჩრდილი გზაზე” სტალინის დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე პერიოდს მოიცავს. ოღონდ აქ ვერ შეხვდებით ისტორიულ ფაქტებს, წყაროებს და ციტატებს. წიგნი ჩრდილში ცხოვრების გზასა და “ჩრდილს იქით გასულ” ამბებს ეძღვნება. აქ რას არ ნახავთ – ჯონი ვაისმიულერის ეშხით ტარზანივით ხეზე შემხტარ ბიჭებს, ახლადგაშენებულ ვაკესა და ვერას, “რამკიან” ქურდებს, “კაი ბიჭებს” და “ჩამშვებებს”, “ცეხავიკებს” (მათ შორის შუა მოსკოვში ჯინსის მკერავს), “გაქანებულ” სტალინისტებს, ჩრდილოვანი ეკონომიკის “ლომებს”, ძველ ფილმებსა და მათ გმირებს, თბილისურ “ატნაშენიებს”, “შესანიშნავი შვიდეულის” ფანებს, უტელევიზორო ცხოვრებას… ლეგენდები და ნამდვილი ამბები საოცრად ცოცხლად წარმოგვიდგენს ეპოქას, რომელიც უკვე შორსაა (საბედნიეროდ) და ამავე დროს ძალიან ახლოსაც (სამწუხაროდ)… მეტი
აკას სამყარო
13 ივნ 2014 5 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვენერას სიზმარი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, შენი თავგადასავალი, წიგნი
აკა მორჩილაძეს ვინ არ იცნობს. საკმარისია ერთხელ გადაშალოთ მისი რომელიმე წიგნი და ვეღარ მოსწყდებით (მე თქვენ გეტყვით და იშვიათად წერს). სამუდამოდ დარჩებით ძველი და ახალი თბილისის “ტყვეობაში”… მეც ზუსტად ასე დამემართა – მისი ტიფლისური საუბრებით მოხიბლულმა “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” მოვკიდე ხელი (ზედმეტად ადრე კი მომივიდა) და დღემდე აკასთან ვარ 🙂 აი, ახლაც მის ოთხ წიგნზე ვისაუბრებთ. მეტი
ბოლო კომენტარები