გამოღვიძება

21-ე საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ აკრძალულ წიგნებზე.  იყო დრო, როდესაც მათზე ჩურჩულითაც კი არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ე.წ. სკანდალური წიგნები მაინც იწერებოდა, იწერება დღესაც… თუმცა აკრძალულ წიგნებში ძირითადად ისეთ ქვეყნებში დაწერილ ნაწარმოებებს ვგულისხმობთ, რომლებშიც თავისუფლების დაბალი ხარისხია… მაგრამ ეს არ არის სწორი. აკრძალული წიგნები არსებობდა ისეთ თავისუფალ ქვეყნებშიც, როგორებიცაა მაგალითად ბრიტანეთი და აშშ. More

Advertisements

ბრმა ბუს აღსარება

იცნობთ სადეყ ჰედაიათს? არ გამიკვირდება, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლურ ლიტერატურას (ირანული ლიტეარტურა ბოლო წლებში “შემოიჭრა” ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენს გამომცემლებს)… მაგრამ უნდა გაიცნოთ… უნდა გაიცნოთ, რადგან სხვაგან ვერსად წაიკითხავთ ბრმა ბუს ასეთ აღსარებას… უფრო სწორად, აღსარებას, რომელსაც ბრმა ბუს აბარებენ… ან იქნებ ჩვენ? მთხრობელი ხომ საკუთარ ჩრდილზე მეტად ჩვენს გასაგონად ყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ დაკარგა ძალა ანგელოზმა და როგორ მოკვდა… კიდევ იმაზე, თუ როგორ მოკლა მან საკუთარი ხელით დაცემული ანგელოზი… ცოტა უცნაურია? ცოტა არარეალური? და ცხოვრება რაღაა? უცნაური, არარეალური ყოფა, რომელსაც ანგელოზსა და დემონს შორის გახლეჩილები ვატარებთ… More

ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიგერიაში, კერძოდ კი იბოს ტომში! აქ მკაცრი ტრადიციები სუფევს – ქორწინება უფრო ფინანსურ გარიგებას ჰგავს, ტყუპების დაბადება ბედნიერება კი არა, უდიდესი ტრაგედიაა და ბავშვების თავიდან მოშორებით სრულდება, მძიმე ავადმყოფებს ისე უყურებენ, როგორც უწმინდურებს და ტყეში ტოვებენ, ყველაფერს ბრძოლებში გამოცდილი “უხუცესები” წყვეტენ… მათ შორისაა ოკონკვოც, რომელიც ტომში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა, ცოლებთან და შვილებთან ერთად “მშვიდად” ცხოვრობს და ცვლილებებზე არც კი ფიქრობს… მაგრამ ოდესმე ყველაფერი იცვლება. აფრიკას ბრიტანელი კოლონიზატორები იკავებენ და ნელ-ნელა იბოელთა პირსისხლიან ღმერთებს ქრისტიანთა მოწყალე და ერთადერთი ღმერთი ანაცვლებს, უხუცესთა წესებს – დაწერილი კანონები… ხალხის ნაწილი ახალ გზას ადგება, ნაწილი კი, ოკონკვოს ჩათვლით, ვერაფრით ეგუება სიახლეებს, ვერ იაზრებს, რომ ოდესმე ტრადიციები (ჩვენთვის ბარბაროსულად რომ გამოიყურება, მათთვის კი ცხოვრების აზრია) დავიწყებას მიეცემა… ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს… More

ტიტას სამზარეულოს წესები

ავიღოთ ერთი ჭიქა სამხრეთამერიკული ლიტერატურა, დავუმატოთ ლაურა ესკიველის ოსტატობა, ცოტაოდენი ლათინური “საპნის ოპერა” და მაგიური რეალიზმი… არ დაგვავიწყდეს ვნების მოზრდილი ნაჭერი და წიწაკა მომეტებულად… ოღონდ ფრთხილად – მოსახარშად შემოდგმული შოკოლადი არ აგვიდუღდეს, თორემ განაწყენებულ ადამიანს რისი გაკეთება შეუძლია, კარგად მოგეხსენებათ… არა? მაშინ ტიტას სამზარეულოში შეიხედეთ და გაიგებთ… More

ბედისწერის ფერი

გიფიქრიათ, რა არის ბედისწერა? ის აბსტრაქტულია და არც ფერი აქვს, არც სქესი (ქართულ ენაში მაინც)… თუმცა ვინ იცის… თუ ელის უოკერის წიგნს წაიკითხავთ, იქნებ თქვენც ჩემსავით იფიქროთ, რომ ბედისწერა მდედრობითი სქესისაა და აფრო-ამერიკელების კანის ფერი აქვს… More

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

ალბათ ლიტერატურის მოყვარულთა უმეტესობას წაკითხული გვაქვს ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”. ეს ხომ ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) საუკეთესო წიგნია ამერიკული სამხრეთის შესახებ. აქ მოვლენები თეთრკანიანი გოგონას თვალითაა დანახული… იმავე თემას, თუმცა საპირისპირო მხრიდან, ეხება მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”. More

ქალაქი და ძაღლები

პერუ… ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი… ეს ის ადგილია, სადაც მარიო ვარგას ლიოსა სწავლობდა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან ასე რეალისტურად აღწერა იქაური ყოფა… არც ისაა საოცარი, რომ ეს წიგნი აიკრძალა… More

პლატონოვის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანდრეი პლატონოვის სამყაროში! ეს ქვაბულია, რომელსაც იდეისთვის თხრიან და მასზე აშენებულ სახლში სურთ ხალხის შესახლება (რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირსეულების. დანარჩენებს აკულაკებენ და შორს უშვებენ). ამ საერთო საქმისთვის თავს არ ზოგავენ, მაგრამ ხანდახან ფიქრებიც შეეპარებათ ხოლმე – იქნებ არც “ძველები” ცდებოდნენ ყველაფერში? იქნებ მათი მომავალი ნაცრისფერია და არა ისეთი ნათელი, როგორიც ჰგონიათ? შეიძლება, რომ მომავალი სხვანაირი იყოს, როცა პატარა ბავშვიც კი ლენინის სიტყვებს ციტირებს და კლასობრივ განადგურებას მოითხოვს? რა ეშველებათ მათ, ვინც ფიქრობს? ყველანი ხომ “მკვდარი სულები” არიან – რევოლუციის შემდგომი ეპოქის “მკვდარი სულები”… More

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

“მე მინდა ღმერთი, რომლის წინაშეც ფეხზე გახდა, დაჩოქება და ვინმეს ხელზე მთხვევა არ დამჭირდება, ღმერთი, რომელიც გაიგებს ჩემს მარტოობას”. (ორჰან ფამუქი – “თოვლი”)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ სკანდალური მწერლები. მათ უმეტესობას განსაკუთრებული (ამ კუთხით) არაფერი დაუწერია, თუმცა მორალისა თუ რწმენის “დამცველები” მაინც აქტიურად იბრძვიან მათ წინააღმდეგ და აკრძალვით (ზოგჯერ დაწვითაც) ცდილობენ საკუთარი “შეურაცხყოფილი გრძნობების” ხსნას. აკრძალულ მწერალთა შორისაა ნიკოს კაზანძაკისიც, რომელმაც სცადა ყველაზე რთული რამ – ქრისტეს სახის ახლებურად გააზრება. More

ალისფერი დამღა

ნათანიელ ჰოთორნი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერალია. მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანას ასეთი შემოქმედები არ აკლია და დღეს შესაძლოა მისტერ ნათანიელის “იმიჯზე” გაგვეცინოს, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. More

Previous Older Entries