ბედნიერი ერი

34523372აკუნინ-ჩხარტიშვილის წიგნებზე ხშირად ვსაუბრობთ. ამ ორი “ადამიანის” ტანდემი განსაკუთრებით “გემრიელია” და იმიტომ. მხატვრული და დოკუმენტური პროზის ნაზავს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, მით უფრო, თუ ძველ ნაცნობ გმირებს ვხვდებით. More

არისტონომია

e6cfa5a885იცნობთ ბორის აკუნინს? და გრიგოლ ჩხარტიშვილს? დიახ, ეს ორი სახელი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა “ლიტერატურულად” სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მე ე.წ. non-fiction-ის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ბატონი გრიგოლის ესსეებს ინტერესით ვკითხულობ და, გარდა თხრობის სტილისა, კიდევ ერთი რამის გამო ვაფასებ – ის ზრუნავს ჩემნაირ მკითხველებზე და, როგორც წესი, ბორის აკუნინთან “ერთად” წერს – ანუ, მხატვრული პროზის გულსემატკივრებს არ ივიწყებს და არამხატვრულ ნაწილს “გემრიელი” ამბებით “აზავებს” ხოლმე. ასევეა “არისტონომიაც”, რომელიც “სხვა გზის” წინამორბედად ითვლება და “დიდ სამყაროს” აღწერს. More

სხვა გზა აკუნინისგან

26334583[1]ბორის აკუნინს თუ იცნობთ, ალბათ მისი სახელის გაგონებისას პირველ რიგში მიმზიდველი დეტექტივი ერასტ ფანდორინი გახსენდებათ, ან მისი ოჯახის წევრები. თუმცა თუ ამ ძალიან კარგი მწერლის (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ქართული თარგმანები (“სასაფლაოს ამბები” და “მწერალი და თვითმკვლელობა”) წაგიკითხავთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ბატონი ბორისი ე.წ. non-fiction-ის ოსტატიც არის. განსაკუთრებით “გემრიელი” კი “აკუნინ-ჩხარტიშვილის” ერთობლივი შემოქმედება ანუ მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ნაზავი გამოდის ხოლმე. სწორედ ასეთია მისი ბოლო წიგნი “სხვა გზა”. More

ჟანრები აკუნინისგან

i_001ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂 More

ერასტ ფანდორინის დაბრუნება

akunin_b_planeta_vodaერასტ ფანდორინი დაბრუნდა! მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ვნახე, ორმა წელმა განვლო და ეს ფრიად მიმზიდველი გამომძიებელი უკვე გვარიანად მომენატრა… თან “ნეფრიტის კრიალოსანი” იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ სამ დეტექტივად დაყოფილი წიგნი რომ დავინახე, უკანმოუხედავად “გავქანდი” აკუნინის შემოთავაზებულ მოგზაურობაში…

წარმოგიდგენიათ ერასტ პეტროვიჩი კაპიტანი ნემოს როლში (რა დამთხვევაა – სულ ცოტა ხნის წინ წაკითხულ წიგნშიც ფიგურირებს ჟიულ ვერნის ეს გმირი)? დიახ, “პლანეტა წყალში” ის წყალქვეშა ნავში ბინადრობს და ჩვენს საყვარელ მასასა და ახალ თანაშემწესთან ერთად დიდი ხნის წინ ჩაძირულ სიმდიდრეს ეძებს… მაგრამ ხომ იცით, რომ ერასტს სიმშვიდე არასდროს ეღირსება და უეჭველად ხიფათში უნდა გაებას. ახლაც ინგლისელი პოლიციელების, გერმანელი სამხედროებისა და სისხლისმსმელი მანიაკის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა… ან იქნებ სულ სხვა ვიღაცის… მგონია, რომ ეს ამ კრებულის №2 დეტექტივია და საქმე თავად უნდა “გახსნათ”, ამიტომ სიმართლეს არ გაგიმხელთ. ნახეთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნაპოლეონ ბონაპარტს და როგორი სიყვარული შეუძლია თითქოს უგულო ერასტს 🙂 More

მწერალი და თვითმკვლელობა

პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).

shop_product_image_1856წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. More

“ზღაპრები” აკუნინისგან

გენერალური პროკურორი ქალებთან გამოიჭირეს, ტელეწამყვანი შეკვეთით იტყუება, ჩეჩენი ბოევიკი საავადმყოფოს ესხმის თავს, სკულპტორი ფრიად უცნაური მიზნებით ქმნის “შედევრებს”, კომუნისტური პარტიის ლიდერი სულაც არ არის კომუნისტი, საახალწლოდ ოლიგარქი “ორიგინალურ” საჩუქარს იღებს, ძველი ბანკირი და თანამედროვე “ახალი რუსი” ადგილებს ცვლიან, გენერალი საკუთარ ფსიქიკაში “იქექება” – ეს აკუნინის ზღაპრებია – ძალიან სახალისო, მოკლე, სხარტი, ნაცნობ სიტუაციებსა და პიროვნებებზე აგებული “ზღაპრები იდიოტებისთვის”

More

მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად

424536_601428736568620_1792744659_n

მილან კუნდერას “გამოსათხოვარი ვალსი” – ერთი შეხედვით ეს ტრივიალური ისტორიაა. კუნდერა გვაცნობს ცოლის “მოყვარულ” მუსიკოს კლიმას და მის ცოლს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ტანჯავენ; ვითომდა კლიმასგან ფეხმძიმე რუჟენას, რომელსაც სულ ცხოვრების “ხელიდან გაშვების” ეშინია; რუჟენაზე შეყვარებულ უიმედო ფრანტიშეკს; პოლიტიკაში “ჩაძირულ” იაკუბს, რომელმაც თავის საქმიანობას საუკეთესო წლები გადააყოლა და ეგონა, რომ სიკვდილს ჯიბით დაატარებდა; ოლგას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავად შექმნას საკუთარი ბედნიერება; უცნაურ გინეკოლოგ შკრეტას, რომელმაც უშვილო ქალების დახმარების საკუთარი “მეთოდი” შეიმუშავა; “წმინდან” ბერტლეფს, რომელიც შკრეტას მამობილი უნდა გახდეს… ისინი გამოსათხოვარი ვალსის რიტმს მიჰყვებიან, ტრიალებენ და ჩვენც გვითრევენ მონოტონურ ცეკვაში… კულმინაცია სასიყვარულო ღამეა, რომელიც სამ ოთახში მიმდინარეობს. დილით მათი ცეკვა ნელ-ნელა ვარდება რიტმიდან და ერთგვარ აგონიაში გადადის… აგონიაში, რომელიც ბოლო გვერდზე სრულდება… ეს ვალსი ხომ გამოსათხოვარია…

More

ნიკა ფანდორინის თავგადასავლები

ერასტ ფანდორინი ხომ გახსოვთ? მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი ნიკოლას ფანდორინი, რომელიც თვით დიდი ერასტის შვილიშვილი გახლავთ.

ეს პატივცემული ბატონი, ნამდვილი ინგლისელი დენდი, მშვიდად ცხოვრობდა ნისლიან ალბიონზე… მაგრამ ისტორიკოსს შინ რა გააჩერებდა, როცა მისი წინაპარი კორნელიუს ფონ დორნი რუსეთში “გადაბარგდა”… ჰოდა ჩვენმა მაგისტრმაც მისი გზის გავლა და “ალტინ-ტოლობასში” დამალული საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. შედეგად “უცნაური” ქვეყანა, ქართულ-რუსული მაფია, სიყვარული და კორნელიუსის აჩრდილი “მიიღო” (სხვათა შორის, ეს წარსულის ამბები დღევანდელობაზე უფრო საინტერესოც კი მომეჩვენა)… და რაც მთავარია – “იუდას სახარება”… მოკლედ, ძალიან საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა… მერე რა, თუ შიგადაშიგ დენ ბრაუნისა და უმბერტო ეკოს “ხელწერა” შეიმჩნევა 🙂 More

ნეფრიტის კრიალოსანი

Boris_Akunin__Nefritovye_chetki

მოთხრობების მოტრფიალე არ ვარ, რადგან სანამ საფუძვლიანად “შევალ” მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, უკვე ბოლო გვერდზე ვარ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება… თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მით უფრო, თუ მოთხრობების კრებულის მთავარი გმირი ფანდორინის მსგავსი მიმზიდველი გამომძიებელია. ამჯერად აკუნინი ჩვენი ერასტ პეტროვიჩის თავგადასავალს “ავსებს” პატარ-პატარა საქმეებით, რომლებსაც ის დიდ საქმეებს შორის “ეჭიდებოდა” და თან თავის ფავორიტ მწერლებსაც “უძღვნის საჩუქარს” – თითოეული მარცვალი ამ კრიალოსანში კონკრეტულ ავტორს ეძღვნება… მეტი სიცხადისთვის ცალ-ცალკე გადავავლოთ თვალი მოთხრობებს:

“სიგუმო” –1881 წელს ერასტი იოკოჰამაში მსახურობს (“ალმასის ეტლი” ხომ გახსოვთ) და “გაიაპონელებული” რუსი ემიგრანტის სიკვდილის ამბავს იძიებს, რომელიც ვითომდა სიგუმომ – მაქციამ – იმსხვერპლა… ეს მოთხრობა, რომელიც იაპონელ მწერალს (Санъютэй Энтё) ეძღვნება, ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. ალბათ ჩემი დამოკიდებულების მიზეზი იაპონიის სიყვარულია… More

Previous Older Entries