“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ” – რას გეუბნებათ ეს ფრაზა? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სიტყვების ავტორი? ზუსტად ისეთი, როგორიც მერსოა… დიახ, მერსოსთვის უცხოა ყოველგვარი გრძნობები, წესები… ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადია მისი ურთიერთობა ქალთან, დედასთან, იმ ადამიანთანაც კი, რომელსაც ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო კლავს… მან ხომ მზე დაუჩრდილა, ანუ ის ერთადერთი, რაც უყვარდა საძულველი ჩრდილით დაუფარა… და რას ფიქრობთ, რას იმსახურებს მერსო – სიკვდილს თუ სიცოცხლეს? რას იმსახურებს უცხო, რომელიც სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიც კი უარყოფს ღმერთს, არ გვიხსნის საკუთარ სულს და არ ტირის დედის დაკრძალვაზე? რას იმსახურებს მერსო, რომელიც საზოგადოებისთვის გულქვაა? ამას თავად გულქვა საზოგადოება გადაწყვეტს… თუმცა ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება – განვსჯით უცხოს, სახელად მერსოს თუ ხელს გავუწვდით მას… მეტი
უცხო სახელად მერსო
28 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალბერ კამიუ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო
“დასავლეთის სინდისის” ფილოსოფია
26 ივნ 2012 15 Comments
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალბერ კამიუ, დაცემა, ეგზისტენციალიზმი, კალიგულა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო, ფაშიზმი, შავი ჭირი
“დასავლეთის სინდისად” წოდებული ალბერ კამიუ დიდი ხნის წინ გავიცანი – მასთან ერთად მერსოც – ადამიანი, რომელიც უცხო იყო სამყაროსთვის და საზოგადოებამაც დაუფიქრებლად მოიშორა თავიდან. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
“დაცემა” – ეს არის ერთი დიდი აღსარება, ისევე როგორც ცხოვრებაა ერთი დიდი აბსურდი, ერთი დიდი დანაშაული… სამყარო სიცარიელეა და ამ სიცარიელეში ადამიანი უსასრულოდ ეცემა…ცნობიერების ნაკადიც უსასრულოდ მიედინება…ჟან ბატისტ კლამანსმა ჰარი ჰალერი გამახსენა და კიდევ – დოსოტევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”… მეტი
ბოლო კომენტარები