ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… მეტი
ქრონიკული დაღლილობის სურნელი
11 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალეკო შუღლაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ქრონიკული დაღლილობის სურნელი
კახეთიდან ფრანკფურტამდე
19 ნოე 2018 %(count)s კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალეკო შუღლაძე, დიოგენე, თეა თოფურია, იანა ფოლკმანი, ირმა მალაციძე, ლასე კოლმაიერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მინდია არაბული, ნინო გუგეშაშვილი, პენმარათონი, სარა ბერგერი, სიმონა ჰარმაინეკე, ტილო დირკესი, ფრანკფურტი
ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი”, რომელსაც 2002 წელს “დიოგენეს” ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი 2010 წლის შემდეგ აღარ გამართულა. თუმცა წელს მისი დაბრუნება მხოლოდ ამ პაუზის გამო არ ყოფილა მნიშვნელოვანი. არც იმიტომ, რომ ათმა ძალიან კარგმა მოთხრობამ იხილა მზის სინათლე და რამდენიმე კარგი ავტორიც გავიცანით. ჩემთვის “პენმარათონი-2018” სულ სხვა რამის გამო გახლდათ მნიშვნელოვანი და სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. მეტი
Et Cetera – დასაწყისი
01 ივლ 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალეკო შუღლაძე, ალი და ნინო, გადამალვა, დიოგენე, კლდის პირზე ჭვავის ყანაში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სელინჯერი, ყურბან საიდი, et cetera
გამომცემლობა “დიოგენეს” სერიებზე ხშირად ვსაუბრობთ. მართლაც – გულგრილად ვერაფრით ავუქცევთ გვერდს “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” შესანიშნავ (გემოვნების შესაბამისად, რა თქმა უნდა) “წარმომადგენლებს”. და აი ახლა ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ მორიგი ძალიან საინტერესო სერია “Et Cetera” წამოიწყო და როგორც დასაწყისიდანვე ჩანს, ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი რაღაცები გველის. აბა თავად შეაფასეთ – სერია ისეთი დიდებული წიგნებით დაიწყო, როგორებიცაა: უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” და “პრაღის სასაფლაო”, კენ კიზის “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” და პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო”. მეტი
ბოლო კომენტარები