პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;) მეტი
“ისტორიული” მარტი
22 მარ 2013 14 Comments
in ბერძნული, ესპანური, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, შვედური ტეგები:ალექსანდრ დიუმა, ალექსანდრ პარადისისი, ალექსანდრე VI, არტურო პერეს-რევერტე, ბალთაზარ კოსას ცხოვრება და მოღვაწეობა, ბაუდოლინო, ბორჯიების ოჯახი, ლაგერკვისტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლუკრეცია ბორჯია, პაპი იოანე, რომის პაპი, სადოლე ტყავი ანუ სევილიური ზიარება, უმბერტო ეკო, ჩეზარე ბორჯია, ჯუჯა
ბოლო კომენტარები