ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
ალმა
05 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ბოლო კომენტარები