ილუზიების წიგნი ოსტერისგან

506181929 წელი – მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰექტორ მანი უკვალოდ ქრება… 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პროფესორი დევიდ ზიმერი ავიაკატასტროფაში დაღუპულ ოჯახს დასტირის და დარდს სასმელში ახრჩობს. პარალელურად უაზროდ მისჩერებია ტელევიზორის ეკრანს და უცებ ხდება სასწაული… დევიდი ხედავს ჰექტორს და მათი გზები სამუდამოდ იკვეთება. დიდი ხნის გარდაცვლილად მიჩნეული და უკვე დავიწყებული მსახიობი ჯერ “მკვდრეთით აღმდგარი” ზიმერის წიგნში ცოცხლდება, შემდეგ კი – რეალურ ცხოვრებაში (წიგნებსა და ფილმებში ხომ სულ ასე ხდება – გვამი არ ჩანს? მაშინ ის არც არსებობს) და იცვლება არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჩვენი ცხოვრებაც… More

სარწეველა ფისოსათვის

დიდი ხნის წინათ, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3000 კვარტი სასმლის მიღებამდე – მოკლედ, ძალიან ადრე, ღმერთმა თიხისგან შექმნა ადამიანი და მას სამყაროს აზრის პოვნა დაავალა. ადამიანმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა იპოვა – არა! სხვა რა შეიძლებოდა ეფიქრა, როდესაც წარსულ საუკუნეებს გადახედავდა? შეიძლებოდა, რომ ნათელი მომავლის იმედი ჰქონოდა? რა თქმა უნდა, არა.

სწორედ, ამიტომ ერთმა მწერალმა სამყაროს დასასრულზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. უფრო სწორად კი – ერთგავრი პირდაპირი რეპორტაჟის ატომური ომიდან. ოღონდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – სულაც არ არის აუცილებელი, რომ სამყარო ასე განადგურდეს. ხომ შეიძლება ატომური ბომბის “მამას” გამანადგურებელი ყინული შეექმნა და შემდეგ თავისი ანგარებიანი შვილებისთვის მემკვიდრეობით დაეტოვებინა… და სამყარო გაყინულიყო… More

ისევ ამერიკელები

Untitledსერია “ამერიკელების” შესახებ ყველას სმენია (მინიმუმ) და რა გასაკვირია, რომ თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე “დიოგენემ” ამ სერიას კიდევ ორი წიგნი შემატა 🙂 More

ჰენდერსონი, წვიმის მეფე

”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად – ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო – არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!” – ეს ჯინ ჰენდერსონის სიტყვებია, ამერიკელი მილიონერისა, რომელმაც მოულოდნელად ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტა და აფრიკაში გაემგზავრა. მისი მიზანი იმის გაგება გახლდათ, თუ რა სურდა მის სულს სინამდვილეში, თუმცა კი იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რაც შემდეგ მოხდა… More

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

More

Next Newer Entries