ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება…

მეტროს სადგურების გასასვლელებში წერია: “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება”… შეიძლება “ცხოვრების მეტროს” ბილეთით ხელში წლების მანძილზე იჯდე კაფეში და “იმ” ერთადერთ ქალს ელოდო, მაგრამ როდესაც შენი “ბილეთი” ბოლოსდაბოლოს “გათამაშდება”, უკვე გვიანი იყოს. შეიძლება ისიც მთელი ცხოვრება გელოდა, მაგრამ მისი წარსული ორი ათეული წლით იზომება, შენი – ექვსით. მომავალი კი – პირიქით… დროის ათვლა დაწყებულია, სიყვარული კი ისეთი უსაზღვროა, რომ ასეთსავე უსაზღვრო ვნებას მოითხოვს…

წიგნიც ამაზეა – “ვადაგასულ ბილეთზე”. უფრო სწორად კი ასაკოვანი მამაკაცის აღსარებაა, რომელიც თავის “მამაკაცურ ღირსებას” სწორედ მაშინ კარგავს, როცა ნამდვილად უყვარდება ახალგაზრდა ქალი… 230 გვერდის განმავლობაში ჟაკ რენიე განიცდის ამას, გამოსავალს ეძებს, სასოწარკვეთილებაში ვარდება, უამრავ გადაწყვეტილებას იღებს და სისრულეში არ მოჰყავს ისინი, მაქსიმალურად წელავს დროს – ცდილობს, რომ “გადაავადოს ბილეთი”… More

Advertisements