მარის მომენტი

ბოლო დროს თანამედროვე ქართველ ავტორებზე ხშირად ვსაუბრობთ და მათ ახალ წიგნებს სულ უფრო დიდი ინტერესით ველოდებით. მათ შორისაა მარი ბექაურიც. მისი მორიგი წიგნი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას… მეტიც – ის უნდა წაიკითხოთ, უნდა დაიჭიროთ მარის მომენტი! უნდა წაიკითხოთ იმიტომ, რომ აქ სულ სხვანაირი მარი დაგხვდებათ… და სულ სხვანაირი ანა… მერწმუნეთ, მწერალი ანა ნაკაშიძე, რომელსაც მოულოდნელად ამნეზია დაემართა (ელისი არ გამახსენოთ. მეხსიერების დაკარგვა ლიზა ჯენოვას ექსკლუზივი არ არის:)) გულგრილს არ დაგტოვებთ, რადგან მარიმ მისგან შექმნა ძალიან საინტერესო პერსონაჟი. ანა ძლიერი ქალია, რომელიც არ არის დამოკიდებული ქმარზე, არ უნდა შვილი და წერს 90-იანი წლების ამბებზე… ამით ის უკვე არ ჰგავს ყველას, მაგრამ იმას, რაც მას მარიმ გააკეთებინა, ვერაფრით წარმოიდგენთ… ბოლომდე ვერ მიხვდებით, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა… და საერთოდ რა მოხდა სინამდვილეში… მერე რა, თუ ჩემსავით პირველი ფრაზის წაკითხვისთანავე მიხვდებით, რა იქნება ბოლო ფრაზა… ამ ორ წინადადებას შორის მთელი ცხოვრებაა… მთელი ისტორია… ტკივილი და ბრძოლა… უცნაური ბრძოლა სამართლიანობისთვის… მეტი