ერთი ყლუპი თავისუფლება

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს ცხოვრება გართულდა… ძალიან გართულდა… არა, ის მარტივი არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ ნელ-ნელა ტემპი იმატებს და პრობლემების რაოდენობა იზრდება. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, რომ სტრესული სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ (ან თუნდაც ხანმოკლე შვებულების დროს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რაიმე სასიამოვნო წავიკითხოთ. ყოველთვის ხომ არ ვართ იმის განწყობაზე, რომ “სერიოზულ” წიგნებს შევეჭიდოთ… ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის წერს ანა გავალდა… More

Advertisements

ბედნიერების რეცეპტი გავალდასგან

რას ფიქრობთ ანა გავალდაზე? ძალიან უბრალო მწერალია, არა? ერთი შეხედვით მის წიგნებში ახალს ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ჩემთვის სწორედ ესაა მისი მთავარი ღირსება. რატომ? ახლავე გიამბობთ. More

ღალატის ანატომია

სიყვარულზე უამრავი წიგნი იწერება… ღალატზეც (აკუნინისა არ იყოს, ლიტერატურა ორი სიტყვის გარშემო ტრიალებს – სიყვარული და საწყალი:))… როგორც წესი, მოღალატეებს მკაცრად განვსჯით ხოლმე, მიტოვებულებს კი ვუსურვებთ, რომ მოღალატე მეორე ნახევარი დაუბრუნდეთ. არადა იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. არავინ იცის, როდის შეიძლება აღმოვჩნდეთ ან ერთ, ან მეორე პოზიციაში. არც ქლოეს ეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ საყვარელი ქმარი უღალატებდა, არც მისი მამამთილი პიერი ელოდა (საკუთარი ცივი ხასიათის გათვალისწინებით),ვინმეს ისე ძლიერად თუ შეიყვარებდა, რომ ამის გამო პატარა ბიჭივით მოიქცეოდა… სიყვარული (ზოგადად ცხოვრებაც) ზედმეტად უცნაური რამაა იმისთვის, რომ მასზე სრული კონტროლი დავაწესოთ. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ თავი სხვის ადგილზე წარმოვიდგინოთ (ინგლისელებს ძალიან კარგი გამოთქმა აქვთ ამასთან დაკავშირებით – სხვის ფეხსაცმელებში აღმოჩენა) და მაშინ უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის კი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია (ანა გავალდას წიგნმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მართალი ვარ) – ხვდები, რომ ადამიანთან, რომელთანაც მრავალი წელი და შვილები გაკავშირებს, ბედნიერი აღარ ხარ (ანა ძალიან კარგ ფრაზას გვთავაზობს- თუ გიყვარს, მის გვერდით სიჩუმეც კი არ მოგბეზრდებაო)? ან შენმა მეორე ნახევარმა წასვლა გადაწყვიტა? ე.ი. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასეთ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს… და ერთ დღეს აუცილებლად მიხვდები, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო… მე მგონია, რომ ქლოე მიხვდება… ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი, რომელიც სიყალბესა და რეალობას (თუნდაც იმ დროს ძალიან მძიმე რეალობას) შორის მეორეს აირჩევს… More